x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სახიფათო - წითელი: "მალიბუს მაშველების" ვარსკვლავი დონა დ’ერიკო 52 წლის ასაკშიც შეუდარებელია

image


არიან ქალები, რომლებიც კარგი ღვინის მსგავსად წლების მატებასთან ერთად კიდევ უფრო უკეთესები ხდებიან. მსახიობი დონა დ’ერიკოც სწორედ ასეთ ქალებს განეკუთვნება. მომხიბვლელი, ქერათმიანი ლამაზმანი საკუთარ ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდულად და მომხიბვლელად გამოიყურება. სერიალ "მალიბუს მაშველებისა" და ჟურნალ "playboy"- ის უბერებელი ვარსკვლავის ბოლო თამამი ფოტოსესია, კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ ასაკი - ეს მხოლოდ ციფრებია და რომ ქალი ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია სექსუალურად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს.


image


52 წლის ცნობილი მსახიობი და ფოტომოდელი საგანგებოდ, საქველმოქმედო პროექტისთვის გადაღებულ ფოტოებზე მართლაც რომ საოცრად გამოიყურება, წითელი ფერის საღებავის ფენით დაფარული მისი იდეალური სხეული კი დამეთანხმებით, რომ საერთოდ ცალკე აღნიშვნის ღირსია.


image


ამერიკული ტელესერიალის მოყვარულებს ალბათ კარგად ახსოვთ დონა დ’ერიკოს მიერ განსახიერებული, დაუვიწყარი დონა მარკოს სახე. საქველმოქმედო პროექტი - "@PaintedPrincessProject" - თვის შერჩეული სელებრითის უჩვეულო იმიჯი, წითელ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი მსახიობის ცნობილ პოზას მოგაგონებთ.


image


ქერა ლამაზმანი მსახიობობის გარდა, ასევე მოდელობითაც იყო გატაცებული, წლების განმავლობაში დონა დ’ერიკო არაერთი ცნობილი და გავლენიანი გამოცემისთვის პოზირებდა, რომელთა შორის რაღა თქმა უნდა, ჟურნალი "Playboy" -იც იყო, სადაც ის 1995 წელს "თვის გოგონაც" კი გახდა.


image


მსახიობმა პოპულარული ტელესერიალის შემდეგ, კიდევ რამდენიმე ფილმსა და სერიალში ითამაშა, რომელთა შორის იყო ჯეი როჩის 2002 წელს გადაღებული კომედიური ჟანრის ფილმი - "ოსტინ პაუერსი: გოლდმემბერი", სადაც ლამაზმანმა გამყიდველის როლი განასახიერა.


image


დღესდღეობით, ვარსკვლავი ქალიშვილის ფრენკი-ჯინისა და ვაჟის - რაიანის აღზრდით არის დაკავებული.



image



0
269
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
269