კულტურა ,,პატარა ბრიუს ლი'' იაპონიიდან-10 წლის ბიჭი ინტერნეტ-ვარსკვლავია 2020, 19 აგვისტო, 18:41 10 წლის იაპონელი ბიჭუნა ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან ბაძავდა საბრძოლო ხელოვნების ლეგენდას და მსახიობს ბრიუს ლის. რიუსეი იმაი უკვე 1 წლის ასაკიდან უყურებდა ფილმებს ბრიუს ლის მონაწილეობით, მისმა მშობლებმა შეამჩნიეს, რომ მიმიკებით და მოძრაობებით მსახიობს ბაძავდა. დღეს ბიჭუნა ინტერნეტ-ვარსკვლავია, მას “პატარა ბრიუს ლის'' ეძახიან. დღეს 10 წლის რიუსეი ყოველ დღე ვარჯიშობს, “მინდა ისეთივე მაგარი ვიყო, როგორიც ბრიუს ლია, მინდა ისე სწრაფად ვიმოძრავო როგორც ის, ახლა, ფიზკულტურის გაკვეთილზე, როდესაც ტანსაცმელს ვიცვლი, მეგობრები მეუბნებიან, რომ კარგი კუნთები მაქვს''. ინსტაგრამზე მას უკვე ნახევარ მილიონამდე გამომწერი ჰყავს, რიცხვი კი ყოველ დღე იზრდება. 450 1-ს მოსწონს
|