შოუბიზნესი "ღიპიანი ლეო და სრულყოფილი კამილა" - წყვილის ახალმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცეში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია 2020, 15 აგვისტო, 14:35 ლეონარდო დიკაპრიო მთელ მსოფლიოში ცნობილია არა მხოლოდ როგორც ჰოლივუდის ერთ – ერთი საუკეთესო და ნიჭიერი მსახიობი, არამედ როგორც გამოუსწორებელი მექალთანეც, მაგრამ როგორც ჩანს, ოსკაროსანი მსახიობი უკვე დიდი ხანია რაც გონს მოეგო და უკვე 3 წელია, ალ პაჩინოს ნათლულს, მომხიბვლელ კამილა მორენოს ხვდება. შეყვარებულებმა ერთმანეთი ლეგენდარული მსახიობის ერთ – ერთ დახურულ წვეულებაზე გაიცნეს და მას შემდეგ, მათი ურთიერთობა მგზნებარე სასიყვარულო რომანში გადაიზარდა.ლეო პაპარაცებთან ურთიერთობაში ყოველთვის სიფრთხილით გამოირჩეოდა, ამიტომ მათ დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ რომ შვებულების პერიოდში, ულამაზესი გოგონების გარემოცვაში მყოფი ცნობილი სელებრითისთვის რამდენიმე პიკანტური ფოტო მაინც გადაეღოთ.ლეონარდო საკუთარ "რჩეულებთან" ერთად ოფიციალურ მიღებებს როგორც წესი, არასდროს ესწრებოდა, თუმცა როგორც ჩანს, მსახიობმა ეს ტრადიციაც დაარღვია და დღესდღეობით, ის ყველგან თავის მეგობარ გოგონასთან, ულამაზესს კამილას ერთად ჩნდება. გასულ წელს კი, შეყვარებული წყვილი როგორც "ოსკარის" დაჯილდოვებაზე, ასევე კანის კინოფესტივალზეც, შეკრებილი აუდიტორიის წინაშე ერთად პირველად, ოფიციალურად წარსდგა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კარანტინში მყოფი ვარსკვლავები მთელ დღეებს ერთად ატარებენ და არც პლაჟზე გასვლაზე ამბობენ უარს.ცოტა ხნის წინ, ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა ფოტოებმა წყვილის თაყვანისმცემელთა შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწია, ბევრი მათგანი ერთხმად აღნიშნავდა რომ ლეო თავისი "ღიპით" იდელური აღნაგობის მქონე კამილასთან სასაცილოდ გამოიყურებოდა, თუმცა როგორც ჩანს, შეყვარებულ წყვილს გარშემომყოფების აზრი ყველაზე ნაკლებად აინტერესებს, ფაქტია რომ მათ ერთმანეთის ყველაფერი აკმაყოფილებთ.126 შეფასება არ არის |