x
image
დავითი ჩუთლაშვილი
15 ფაქტი, რის გამოც კახეთს აფრიკას უფრო ამსგავსებს, ვიდრე ევროპის რეგიონს
ქართველ პოლიტიკოსებს კახეთი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ და მაშინაც მხოლოდ სადღეგრძელოების და პრიმიტიული სანახაობების დონეზე. ჩამოდიან და ცდილობენ, კახეთიდან წაიღონ ხმები საკუთარი ნეოფაშისტური და მჩაგვრელობითი პოლიტიკური პლატფორმებისთვის. საამისოდ კახეთი შესანიშნავი ადგილია. რეგიონს არაერთხელ გაუკაფავს გზა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებისთვის. მიზეზი რა თქმა უნდა მოსახლეობის ცუდი ინფორმირებულობა და განათლების უაღრესად დაბალი დონეა. თბილისელებმა და საქართველოს დანარჩენმა მაცხოვრებლებმა კი თითქმის არაფერი იციან კახეთის შესახებ. მათთვის კახეთის სიმბოლო მხოლოდ ვირი, ფილმი “სიყვარული ყველას უნდა” და ღვინოა, რადგან თბილისში მცხოვრებ პოლტიკოსებს სწორედ ასეთი კახეთის ხილვა სურთ: კომიკურის, ძველმოდურის და არქაულის, რომელსაც შეგიძლია დასცინო, რომელსაც არანაირი პერსპექტივა და არანაირი მომავალი არ გააჩნია და რომლის მოსახლეობაც ცივილიზებულ ყოფას არ იმსახურებს. მათი აზრით კახეთი შეიძლება განვითარდეს, მაგრამ “ზომიერად” და დაუშვებელია, კახელმა ადამიანურად იცხოვროს.


ამ სტატიაში იმ რამდენიმე ფაქტს წარმოგიდგენთ კახეთის შესახებ, რაც ამ რეგიონს უკვე აფრიკის ნაწილს უფრო ამსგავსებს, ვიდრე ევროპის კუთხეს, რადგან კახეთი ყველამ მიაგდო და ბედის ანაბარა მიატოვა. რეგიონს, რომელსაც არანაირი რეალური თვითმმართველობა არ აქვს, კიდევ უფრო შავბნელი მომავალი ემუქრება, რადგან ახალგაზრდები მასიურად გარბიან აქედან.


1. კახეთში ძალიან მაღალია რუსეთის მოყვარულთა წილი. ზოგადად, რუსეთის გავლენა კახეთზე ძალიან მაღალია.


2. კახეთში პირსინგებს და საყურეებს მამაკაცები არ იკეთებენ. თუ პირსინგებიანი და საყურეებიანი მამაკაცი კახელებმა დაინახეს, აგინებენ, თუნდაც ეს მამაკაცი სულაც არ იყოს კახელი და თბილისელი ან ქუთაისელი იყოს. პირსინგები და საყურეები კახელებისთვის ჰომოსექსუალობასთან ასოცირდება. ზოგადად, ნებისმიერი ტიპის განსხვავებული გარეგნობა ჰომოსექსუალობად აღიქმება. ქალი, რომელსაც აქვს ტატუ, აქ სექსმუშაკად არის აღქმული. აქ ასევე არ შეიძლება მეტისმეტად მოკლე კაბით ან შორტით სიარული. ეს უბრალოდ სახიფათოა.



3. კახეთში ძალიან დიდია რელიგიური მოსახლეობის რაოდენობა.


4. კახეთი სტალინისტებით, ფაშისტებით და პუტინისტებით არის სავსე. მათ ფეხს ვერ აუქცევ. ისინი ყველგან არიან.


5. კახეთი ყველაზე ნაკლებად ურბანიზებული რეგიონია ევროპაში. ურბანიზების დონე აქ 20 %-ს შეადგენს, რაც აფრიკის საშუალო დონეა.


6. კახეთი ძალიან ღარიბია. მშპ ერთ სულზე 250 %-ით ნაკლებია, ვიდრე თბილისში ან ევროკავშირის უღარიბეს რეგიონებში.


7. კახეთში საგანგაშოდ ხშირია ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა.


8. რეალური საშუალო ხელფასი კახეთში 150-200 ლარია.


9. კახეთის დაღესტნურ სოფლებში ჯერაც მიმართავენ ქალთა გენიტალიების დასახიჩრებას.


10. 90-იანი წლების კახეთში ლამის ყველაზე მეტი ბანდა და კრიმინალური დაჯგუფება იყო 100 000 სულ მოსახლეზე გაანგარიშებით.


11. კახეთის დასახლებულ პუნქტებში თითქმის არ არსებობს კანალიზაცია. ჩეჩმა, რომელსაც ბუზები ეხვევიან აქ ჩვეულებრივი მოვლენაა.


12. კახეთში ჰომოფობიის დონე საგანგაშოდ მაღალია.


13. კახეთში არ არსებობს გერლფრენდის და ბოიფრენდის ინსტიტუტი. სკოლის ასაკის ბიჭები სექსმუშაკებთან დადიან, ხოლო გოგონები ან მასტურბაციით კავდებიან, ან ნაადრევ ასაკში ქმნიან ოჯახებს.


14. კახეთში უსახსრობის და სოციალური წნეხის გამო მამაკაცს ხანდაზმულ ასაკამდე არანაირი პირადი ცხოვრება არ აქვს.


15. კახეთში მომაკვდინებელ აზბესტს ჯერ კიდევ საშენ მასალად იყენებენ.


ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი ურთიერთგადაჯაჭვული და ურთიერთგანპირობებულია.


კახეთი

1
1332
1-ს არ მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1332
  
2020, 9 აგვისტო, 22:52
1, 3, 5, 6, 7, 8, 11, 14, 15 პუნქტები ძალიან დიდი ტყუილია. ამ სტატიის შემდეგ მუქ წარმოდგენას ნუ შეიქმნით კახეთზე.
0 1 1