x
image
დავითი ჩუთლაშვილი
სენატმა ბერლინში პროსტიტუციის აკრძალვა ისევ შეამსუბუქა
ბერლინში თვეების მანძილზე კორონავირუსის პანდემიის გამო პროსტიტუცია აკრძალული იყო, მაგრამ მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. ზოგიერთი პრაქტიკა მალე ისევ იქნება დაშვებული, თუმცა არა კლიენტთან უშუალოდ პირისპირ.


სამშაბათს სენატმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ 8 აგვისტოდან სექსუალური მომსახურებების გარკვეული ნაწილი ისევ დაშვებულია, მაგრამ ჯერჯერობით აკრძალვის გაუქმება ეხება სადომაზო პრაქტიკებს და ეროტიულ მასაჟს, ხოლო სექტემბრიდან უკვე სექსიც იქნება ნებადართული.


თუმცა ბორდელების მეპატრონეებისთვის მაინც იმოქმედებს გარკეული შეზღუდვები. ძალიან მკაცრად იქნება გაკონტროლებული ჰიგიენური ნორმების დარღვევები და დაწესებულებებს მოუწევთ შეასრულონ მთელი რიგი მოთხოვნები, რაც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში არის აუცილებელი.


სენატმა განმარტა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება სექსმუშაკებზე ზრუნვით იყო განპირობებული, რადგან ეს ადამიანები კორონავირუსის დროს ძალიან დაზარალდნენ. მათ დაკარგეს ერთადერთი სამუშაო და სოციალური დახმარების მიმღებთა რიგებს შეუერთდნენ, რაც გერმანიაში თვეში 409 ევროს შეადგენს.



შეზღუდვების გაუქმება ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვის მოთხოვნით ბორდელების გარდა ეხება ასევე ტატუების და პირსინგების სალონებს და ყველა იმ სხვა დაწესებულებას, სადაც ადამიანებს ახლო კონტაქტი აქვთ ერთმანეთთან.


პირველ სექტემბრამდე აკრძალული რჩება ასევე სექს-ფართების მოწყობა და დახურული რჩება ყველა სვინგერ-კლუბი.


სადომაზო

0
69
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0