x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კორონავირუსის კრიზისის ფონზე პუტინის რეიტინგი კატასტროფულად ეცემა
რუსეთის მოსახლეობის თითქმის 50 %-მა საკუთარი დანაზოგები კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაკარგა, ამის გამო კი პუტინის რეიტინგი ეცემა. კოვიდ-19-მა რუსეთს კატასტროფული ზიანი მიაყენა, თუმცა მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლება. 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შედეგად ქვეყნისთვის თავსდამტყდარმა საერთაშორისო სანქციებმა ისედაც შეაფერხა ეკონომიკური განვითარება, რომელიც 2018 წელს თუ არ ჩავთვლით, 2 %-ზე უფრო დაბალ ნიშნულზე იყო, ხოლო კორონავირუსმა ეს მიზერული ზრდაც კი შეაფერხა. 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მშპ 10 %-ით შემცირდა, რაც საგანგაშო ვარდნააა. ამიტომ პუტინის მიზანი, რომ 2030 წლისთვის რუსეთი მსოფლიოს 5 ყველაზე განვითარებული ეკონომიკიდან ერთ-ერთი უნდა გამხდარიყო, უკვე დიდი ხანია, რაც ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. სიღარიბემ ქვეყანაში მკვეთრად მოიმატა. ქვეყნის მისახლეობის 44, 6 %-ი თვეში 180 ევროზე ნაკლებს ხარჯავს. არადა, ჯერ კიდევ აპრილში ეს მაჩვენებელი 14 %-ის ფარგლებში იყო.


პუტინს ასევე სურდა, შეემცირებინა რუსეთის დამოკიდებულება წიაღისეულის ექსპორტზე და ქვეყანა თანამედროვე ინდუსტრიულ სახელმწიფოდ ექცია, მაგრამ ამ საქმიდანაც არაფერი გამოვიდა. პირიქით, ქვეყნის დამოკიდებულება ნედლეულის გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავლებზე გაიზარდა კიდეც. წიაღისეულის მოპოვებამ 2010-2018 წლებში 34 %-დან 39 %-მდე მოიმატა, როცა გადამამუშავებელი მრეწველობის წილი მშპ-ში 53 %-დან 51 %-მდე შემცირდა.


ექსპერტების შეფასებით ის, რაც პუტინს მოსახლეობის თვალში აქამდე შარმს ანიჭებდა - ყირიმის ანექსია, უკვე დავიწყებას მიეცა. მოსახლეობა მიხვდა, რომ ფსევდოპატრიოტიზმით ვერ დანაყრდები. ახლა ის, რაც წინათ პუტინის წარმატებას განაპირობებდა, მისივე საზიანოდ ამუშავდა, რაც ყველა ავტოკრატი და დიქტატორი მმართველის საერთო ბედისწერაა.


რუსეთში კორონავირუსმა 8 მილიონი ადამიანი დატოვა უმუშევარი. მათ სახელმწიფო ერთი თეთრითაც კი არ ეხმარება.



დასავლეთში პოლიტოლოგებს მიაჩნიათ, რომ პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის დღეები დათვლილია, მაგრამ ის ძალაუფლებას მშვიდად არ მიატოვებს და საკუთარი მმართველობის უკანასკნელ ფაზაში ძალიან მძიმე და საზიანო გადაწყვეტილებებს მიიღებს.


ვლადიმერი

0
139
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0