x
image
Fieramente
როგორ ჯილდოვდება სამშობლოში დაბრუნებული ჩემპიონი?

imageიამაიკელი მორბენალი უსეინ ბოლტი აცხადებს, რომ აღარ მიიღებს მონაწილეობას დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ჩატარებულ სპორტულ
შეჯიბრებებში. ამის მიზეზი მოგებულ ფულად ჯილდოზე დაწესებული დიდი გადასახადია.
ექსპერტებისათვის ეს შემთხვევა კიდევ ერთი საბაბია, იმსჯელონ სპორტის კომერციალიზაციის პროცესზე.
უსეინ ბოლტის განცხადებამ იმის შესახებ, რომ შემდგომში ბოიკოტს გამოუცხადებს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე დაგეგნილ სპორტულ შეჯიბრებებს, მედია და ექსპერტები შეძრა. თუმცა, არა იმიტომ, რომ ადრე მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმაც განაცხადა, არამედ იმიტომ, რომ ექსპერტებს ეს ხმამაღალი განაცხადები მოგონილად მოეჩვენათ. რა თქმა უნდა, დიდ ბრიტანეთში მართლაც არის 5%-იანი, დიდი გადასახადი ფულად ჯილდოებზე. მაგრამ ლონდონის ოლიმპიადაზე ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვით, სპორცმენებისათვის გაუქმებული იყო ეს გადასახადები. უფრო მეტიც, მსგავსი გადასახადი მთელს მსოფლიოშია დაწესებული, თუმცა ამხელა საპროცენტო
განაკვეთი არსად არ არის, - ამბობ ანალიტიკოსი ანტონ საფონოვი.
ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებული მოგების შესაბამისად გადასახადია დაწესებული. მაგრამ უმრავლეს სპორტულ ღონისძიებაზე ორგანიზატორები აუქმებენ ამ წესს. მსგავსადვე იყო ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზეც. გარდა ამისა, თუ სპორცმენი სპორტული შეჯიბრების მასპინძელ ქვეყანაში გადაიხდის გადასახადს,
იგი სამშობლოში დაბრუნებისას თავისუფლდება ამ გადასახადისაგან. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად, აშშ, ერიტრეა და ფილიპინები. მაგრამ ამერიკა მუშაობს ამ კანონის გაუქმებაზე.

სპორცმენების ხმამაღალმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ აიძულეს ექსპერტები ისაუბრონ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გახდა ფული სპორტში. სპორტი თანდათანობით სცდება გართობის, გატაცებისა და ცხოვრების აზრისა და მიზნის ფარგლებს. სპორტი დღეს უკვე სამსახურია, რომლითაც ხალხი თავს ირჩენს და რომელზედაც ჩვეულებრივად არის მიბმული გადასახადები. მაგრამ,
როგორც სხვა პროფესიული სფეროებისაგან განსხვავებით, სპორტში უზარმაზარი დისპერსიული ხელფასებია, - ამბობს სპორტული კომენტატორი დენის კაზანსკი.

ოლიმპიური მიღწევებისათვის საპრიზო თანხას არც ოლიმპიადის ორგანიზატორები და არც საერთაშორისო ოლიმპიური
კომიტეტი არ იხდიან, არამედ ამ ორგანიზაციის ეროვნული ფილიალი და სახელმწიფო. ამ მხრივ, ყველაზე ხელსაყრელია იყო საქართველოს წარმომადგენელი, სადაც ოლიმპიური ოქროს მედალისათვის ჯილდოდ დაწესებულია მილიონ 200 ათასი დოლარი. რუსეთში, ოლიმპიური ჩემპიონობა 125 ათას დოლარად არის შეფასებული, ჩინეთში - 54 ათასად, ხოლო აშშ-ში ოქროს მედლის მფლობელი მხოლოდ 25 ათასი დოლარით ჯილდოვდება. მაგრამ სასურველია, რომ ოლიმპიადა დამოუკიდებელი იყოს ყველა ამ მერკანტიული
მოსაზრებისაგან, - დასძინა დენის კაზანსკიმ. image

აღსანიშნავია ისიც, რომ ოლიმპიური ჩემპიონის წოდება
და ოლიმპიური მედალი - კონცეპტუალური განცდაა ბევრი სპორტსმენისათვის. ზოგადად, მართალია, მათთვის ეს სამუშაოა და არსებობისათვის ფულიც სჭირდებათ, მაგრამ ისინი პრესტიჟითა და ავტორიტეტით
სარგებლობენ წლების განმავლობაში. ოლიმპიური ჩემპიონების - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები, დიდი ხნით რჩებიან სპორტის მოყვარულთა მეხსიერებასა და სპორტის იმ სახეობის
ისტორიაში, რომელშიც მათ გაითქვეს სახელი.

და ბოლოს, ამ მხრივ ყველაზე განსხვავებული ვითარებაა ნორვეგიასა და შვედეთში. ოლიმპიური მედლების სანაცვლოდ სპორცმენები სამშრობლოში იმით ჯილდოვდებიან, რომ ქუჩებსა და კუნძულებს მათ სახელებს არქმევენ; და თუ ეს სპორცმენები
ფულად ჯილდოს მაინც მიიღებენ, ეს მხოლოდ სპონსორების მხრიდან, ან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მოხდება.



3
60
5-ს მოსწონს
ავტორი:Fieramente
Fieramente
60
  
2012, 9 სექტემბერი, 22:04
I like
2012, 17 აგვისტო, 18:04
+10
0 1 3