ჯუმბერ ბაჩალიაშვილი 2008-11 წლებში ოჯახური ძალადობისთვის გაასამართლეს - მტკიცებულებები
თამარ ბაჩალიაშვილი და თეონა თამაზაშვილი 2008 და 2011 წლებში ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ამის მტკიცებულება ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა. მედია აქვეყნებს სასამართლო გადაწყვეტილებებს, სადაც ირკვევა, რომ ბაჩალიაშვილი ოჯახზე ძალადობდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟისა და საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭორო. ამას გარდა, ვრცელდება ცნობებიც, რომ 10 წლის ასაკში თამარ ბაჩალიაშვილს სუიციდის მცდელობაც ჰქონდა. შსს-მ ახალი ექსპერტიზის დასკვნაც გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ მის კომპიუტერში გაუჩინარების წინა დღეს გოგონა სუიციდის გზებს „გუგლავდა“, ეძებდა მედიკამენტებს და ცდილობდა გაერკვია, როგორ გაუქმდეს ფეისბუქი მისი გარდაცვალების შემდეგ. მოძებნილი მედიკამენტები დაემთხვა მანქანაში აღმოჩენილ აბებს.
გავრცელდა თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის შესახებ მასალები. გამოქვეყნებულ დოკუმენტების მიხედვით, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს 2008 წელს მეუღლესთან მიახლოება აუკრძალეს და შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. ხოლო 2011 წელს, მას აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდეს 120-ე მუხლით.
“პრაიმტაიმმა” თამარ ბაჩალიაშვილის მიერ სამართალდაცველებისთვის 9 წლის წინ მიცემული ჩვენება გაავრცელა. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი 23 წლის თამარის დედა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო.
„დედაჩემმა ვინაიდან იყო ცუდად ოთახის ტელეფონით გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლის ექიმებმაც აღმოუჩინეს პირველადი სასწრაფო დახმარება და შესთავაზეს საავადმყოფოში გადაყვანა. სასწრაფო ბრიგადის ექიმებმა კი გამოიძახეს პოლიცია, რომლებიც მოვიდნენ რამდენიმე წუთში, რა დროსაც დედაჩემმა პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა რომ სცემა მეუღლემ“, – წერია ჩვენებაში.
აქვე ის დეტალურად ყვება, თუ რის ნიადაგზე იწყებოდა კონფლიქტი მშობლებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში მსგავსი ქმედების გამო თამარის მამას შემაკავებელი და დამცავი ორდერებიც ჰქონდა გამოწერილი. მას სამი თვის განმავლობაში მეუღლესთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა. საქმეში დევს ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ჩვენებაც, რომელიც ქმარს ძალადობაში სდებდა ბრალს.
სავარაუდოდ, სწორედ ამ გარემოების გამო გავრცელდა ხმები, ხომ არ უკავშირდება მომხდარი ოჯახში არსებულ პრობლემებს… მეზობლებს თუ დავეყრდნობით, გამოძიება დაინტერესებული იყო იმის გარკვევით, ჰქონდა თუ არა ადგილი ოჯახში კონფლიქტს და რამდენად ხშირად შეუნიშნავთ ადგილზე გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. არ არის გამორიცხული გამოძიების ეს კითხვები და ეჭვები, სწორედ წარსულში თამარის მამასთან დაკავშირებულმა რამდენიმე ეპიზოდმა გამოიწვია.
.
ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა პირველად გაიგო გავრცელებული ინფორმაციის შესახებ. იგი ამტკიცებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და სისულელე.
"პირველად მესმის, სისულელეა. ტყუილია. მსგავსი არაფერი ყოფილა", - განუცხადა "ალია" მიხეილ რამიშვილმა.
* * *
ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია ვებ გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death - რა
ც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.
2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე- 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide - რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის. იმავე დღის 00:15:51 საათზე იგი შესულია საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდ ვიკიპედიაზე - გვერდზე მიწერილი აქვს სათაური - Suicide methods – Wikipedia, რაც ქართულად ნიშნავს: თვითმკვლელობის მეთოდები, აღნიშნული ლინკის გახსნის შედეგად იხსნება ვიკიპედიის სტატია სათაურით: Suicide methods, სადაც მოცემულია ინგლისურ ენაზე სტატია, რომელშიც აღწერილია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდები.
დასკვნის მიხედვით, ვებგვერდებზე შესვლის ისტორიიდან და 2020 წლის 22 ივლისს ჩატარებული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს.
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შპს „ზეგ“ დარეგისტრირდა 2015 წლის 30 დეკემბერს. დირექტორი თამარ კობერიძე. საწყის ეტაპზე 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო ნიკოლოზ გეჯაძე, ხოლო 2018 წლის 30 იანვრიდან 100%-იანი წილის მესაკუთრეა აბრაჰამ რაიხბახი. ამ ეტაპზე დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ამ დრომდე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, თუმცა ჯერჯერობით გამოძიებას არ უთქვამს, კონკრეტულად რომელი ვერსიაა ყველაზე რეალური და რა გახდა სინამდვილეში 23 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი.
ჰქონდა თუ არა მას პრობლემები სამსახურში? სახლში? ან ვინმე სხვა პირებთან? ამ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან სამსახურიც მიატოვა და სახლშიც, როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, სევდიანი ჩანდა.
რა, ან ვინ აწუხებდა უცნობია, რადგან პრობლემებზე სხვებთან არ საუბრობდა.