შოუბიზნესი "სქელი ფეხები და ცელულიტი" - ენ ჰეთევეი ახალ ფოტოებზე ვერავინ იცნო 2020, 5 აგვისტო, 15:36 კარანტინის გამოცხადების შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში რიგითი მოკვდავების მსგავსად, გარეთ გამოსვლისგან თავს ცნობილი ადამიანებიც იკავებდნენ და საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების უსაფრთხოებას ამგვარად იცავდნენ. განსაკუთრებით კი ეს მსახიობ ენ ჰეთევეის ეხება, რომელიც მარტის თვიდან ჟურნალისტების წინაშე აღარ გამოჩენილა.და აი, ცოტა ხნის წინ, პაპარაცებმა კონექტიკუტის სანაპიროს ერთ - ერთი ღია პლიაჟის მიმართულებით მიმავალი მსახიობი, ნივთებით სავსე გორგოლაჭებიანი ჩანთით შენიშნეს და რამდენიმე ფოტოს გადაღებაც მოახერხეს. თეთრ, გრძელ პერანგში გამოწყობილი სელებრითი სრულიად მარტო იმყოფებოდა.მსახიობის თაყვანისმცემლების აზრით, ენმა კარანტინის პერიოდში წონაშიც საგრძნობლად მოიმატა და ფეხებზე შესამჩნევი ცელულიტიც გაუჩნდა, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სელებრითმა მეორედ, ახლახანს იმშობიარა, ორსულობის დროს კი მომატებულ ზედმეტ კილოგრამებს ჯერჯერობით თავი ვერ დააღწია.193 შეფასება არ არის |