ჯანმრთელი კვება რატომ უნდა შევინახოთ თუთის ფოთლები? 2020, 18 აგვისტო, 9:48 თუთა ერთ-ერთი ყველაზე ყინვაგამძლე მცენარეა, რომელიც დიდ მზრუნველობას არ მოითხოვს. ის გამორჩეულია თავისი წვნიანი, გემრიელი და არომატული ნაყოფით. თუმცა, თუთის ფოთლები თავისი სასარგებლო თვისებებით ნაყოფს არ ჩამოუვარდება. საინტერესო ფაქტია, რომ საუკუნეების წინ პროდუქტი ძალიან ფასობდა. ჩინელები მას აბრეშუმის ჭიის გამოსაკვებად იყენებდნენ. შედეგად კი, ეს მცენარე ჩინური აბრეშუმით ვაჭრობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. დღეს მის ფოთლებს სხვადასხვა გზით ვიყენებთ, ძირითადად როგორც დიეტური დანამატი. სულ სამი ტიპის თუთის ხეა – წითელი, თეთრი და შავი. მათ სახელები ნაყოფის ფერის მიხედვით ეწოდა. ფოთლებს რაც შეეხება – მათ შორის უმნიშვნელო განსხვავებაა. თუთის ხის ფოთლის სასარგებლო თვისებები![]() თუთის ფოთლებს ტრადიციულ აზიურ მედიცინაში იყენებენ მისი სასარგებლო თვისებების გამო. ბევრი მათგანი დადასტურებულია კლინიკური კვლევებით. მისი ძირითადი უპირატესობებია: სისხლში შაქრის დონეს ამცირებსთუთის ფოთოლი გამოიყენება ტრადიციულ აზიურ მედიცინაში დიაბეტის სამკურნალოდ. შესაბამისად, მისი ეფექტურობა სამეცნიერო კვლევებით დამტკიცდა. 2017 წელს PLoS One- ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადგინა, რომ თუთის ფოთლის ექსტრაქტმა შეიძლება შეამციროს სისხლში გლუკოზის რეაქცია ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღების შემდეგ. ექსპერიმენტმა დაადგინა, რომ შესაძლოა ჰქონდეს მოქმედების რთული მექანიზმი, მათ შორის ნაწლავებიდან გლუკოზის შეწოვის შენელება. ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობასბევრმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თუთის ფოთლებს შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას. 2018 წლის კვლევამ, რომელიც ჟურნალში Pharmaceutical Biology გამოქვეყნდა, დაადგინა რომ ფოთოლში არსებული ფენოლები და ფლავონოიდები ამცირებენ კარდიომეტაბოლურ რისკებს. მეორე კვლევამ, რომელიც BioMed Research International-ში გამოქვეყნდა, აღმოაჩინა რომ აღნიშნული ანტიოქსიდანტები მუშაობს ტრიგლიცერიდის, CRP და LDL დონის შემცირების ხარჯზე. ეხმარება წონის დაკლებაშითუთის ფოთოლს პოტენციალი აქვს წონის კლების პროცესში და შეუძლია გაუმკლავდეს სიმსუქნეს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Experimental Biology & Medicine, აღმოაჩინა, რომ თუთის ფოთლის ექსტრაქტს უნარი აქვს შეამციროს სიმსუქნე და მასთან დაკავშირებული გართულებები. ეს მოიცავს პლაზმაში ტრიგლიცერიდის და ლიპიდების პეროქსიდაციის დონის შემცირებას და ამასთან, ხელს უშლის ღვიძლის სტატოზს (დაავადება, რომელიც ხასიათდება ღვიძლის სიმსუქნით).
![]()
![]() თუთის ფოთლის გამოყენებათუთის ფოთლები აბრეშუმის ჭიის ძირითადი საკვებია. თუმცა, მას სხვა მხრივაც მოიხმარენ. როგორც ზემოთ ვახსენეთ, მას საუკუნეების მანძილზე აზიურ კულტურაში სამედიცინო მიზნით იყენებენ. და ასევე კულინარიული დანიშნულებითაც. ახალგაზრდა და ნაზი ნფოთლები შეიძლება მოვამზადოთ და მივირთვათ. შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ვაზის ფოთლები ტოლმის რეცეპტში. მისი მოხმარების კიდევ ერთი საშუალება ჩაის დაყენებაა გამხმარი ფოთლებისგან. როგორ მოვამზადოთ თუთის ფოთლის ჩაი?თუთის ფოთლის ჩაი მარტივია მოსამზადებლად. თქვენ მხოლოდ გამხმარი ფოთლები და ცხელი წყალი დაგჭირდებათ. თუთის ჩაი შეგიძლიათ სერტიფიცირებული სამკურნალო ბალახებით მოვაჭრისგან ან ინტერნეტით შეიძინოთ. ყიდვისას ორგანულ ბრენდებს მიანიჭეთ უპირატესობა.
ინგრედიენტები:
მომზადება:
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |