x
image
lady.ge
საძაგელი ზუკა- რეალში არაჩვეულებრივი ადამინია

imageსერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ერთერთი ყველაზე უარყოფითი პერსონაჟი -მექალთანე, აფერისტი და მატყუარა ზუკა, რომელიც კატოს გმირს რბილად რომ ვთქვათ ოსტატურად "აბოლებს", სინამდვილეში საკუთარი გმირისგან აფსოლუტურად განსხვავებული ადამიანია. მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი, ჯერ კიდევ პოპულარული სერიალით "დეტექტივებით" გაიცნო მაყურებელმა, თუმცა მაშინ მისი პერსონაჟი, ზუკასგან განსხვავებით პატივისცემას და სიმპათიას იმსახურებდა მაყურებელში. დღეს კი ლევანი, ხუმრობით ამბობს რომ ზუკას გმირი, "მაგარი ცუდი ტიპია" და არასოდეს ისურვებდა მას დამსგავსებოდა ცხოვრებაში. ქალქის ერთერთი პოპულარული ბიჭის სტატუსსაც ძალზე თავმდაბლად და ყოველგვარი "თავში ავარდნების" გარეშე იღებს. რა თქმა უნდა პოპულარობა კარგი რამაა, მაგრამ ლევანი იმ "ვარსკვლავთა" კატეგორიას არ განეკუთვნება, რომელთაც არაჯანსაღი "ვარსკვლავური დაავადება" სტანჯავთ, უშუალობა და მუდმივი ღიმილი სახეზე აი ეს არის ამ ადამიანის სავიზიტო ბარათი ნებისმიერთან ურთიერთობისას. ასე რომ თუ სადმე ქუჩაში გადააწყდით ამ "საძაგელ" ზუკას, თამამად მიდით და გამოელაპარაკეთ. დამიჯერეთ მისით მოხიბლული დარჩებით!image

0
737
4-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
737
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0