საზოგადოება არჩევანი 2021, 18 აგვისტო, 9:06 ერთხელ მასწავლებელთან შეკითხვით მოსწავლე მივიდა: — მითხარით, მასწავლებელო, რა არის არჩევანი? — არჩევანი — ეს ცხოვრებაა, — უპასუხა მასწავლებელმა. — მაგრამ, ჩვენ მას ვირჩევთ? ჩვენ ხომ არ შეგვიძლია სიკვდილის თავიდან აცილება?! მხოლოდ მისი მოოახლოება ან გადაწევა შეგვიძლია... ე. ი. ჩვენ, არჩევანის უფლება — მოვკვდეთ, თუ არა, ჩამორთმეული გვაქვს. არც იმის არჩევის უფლება გვაქვს, დავიბადოთ, თუ არა, ან როდის და სად დავიბადოთ... მაშინ რაღა გვრჩება? სიცოცხლის გახანგრძლივების და შემოკლების უფლება? ან მისი კომფორტულად, ან ნაკლებად კომფორტულად გატარების შესაძლებლობა? ასე, რომ, ჩვენ მთავარი არჩევანის გაკეთების უფლება არ გაგვაჩნია. ამიტომ, შეიძლება, რომ სიცოცხლე არჩევანი იყოს? — ჯერ ახალგაზრდა ხარ და ბევრი რამ არ გესმის. მაგ., არჩევანი გააქვს, ბავშვობაში, მშობლები რომ გაცმევენ? მართალია, შეგიძლია წინააღმდეგობა გაუწიო და ამისთვის, დაისაჯო კიდეც... ან კარგად მოიქცე და ჯილდოც მიიღო. მაგრამ, საბოლოო ჯამში, შენ მაინც შემოსილი ივლი. როდესაც ეზოში ჩადიხარ, შენ შეგიძლია ითამაშო ან არა. ასე არ არის? ამიტომ, ცხოვრება — არჩევანია. შენი არჩევანი!.. შენ თავად ირჩევ, ღირს, თუ არა გაზრდა, დამოუკიდებლად ტანსაცმლის ჩაცმა, ან იმ სამოსით სიარული, რომელსაც მშობლები შეგირჩევენ. მანამდე კი, მხოლოდ იმას გასწავლიან, რაც სწორედ მიაჩნიათ და რა და როგორ უნდა გააკეთო, რომ შენი ქმედება, საზოგადოებაში დაწესებულ ქცევის ნორმებს შეესაბამებოდეს. ნუ მოიქცევი განებივრებული ბავშვივით... და მაშინ, თავისუფალი არჩევანის უფლება, უფრო მეტი გექნება. ***ბრძენი და მისი მოსწავლე ქალაქში შესასვლელ კარიბჭესთან ისხდნენ. მათ მოგზაური მიუახლოვდა და ჰკითხა: — ამ ქალაქში როგორი ადამიანები ცხოვრობენ? არხის სხვა სიახლეები:1. ყველაზე ძველი ცივილიზაცია და იმპერია კაცობრიობის ისტორიაში 4. «ბუნებით ჯადოქრები» – ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლსაც ზებუნებრივი შესაძლებლობები გააჩნია 5. გჯერათ ბედისწერის? 59 3-ს მოსწონს
|