სხვა იპოვეთ 10 განსხვავება- ანჯელინა ჯოლის ორეულები, რომელი უფრო ჰგავს? 2020, 30 ივლისი, 13:54 1. მარა ტაიგენი 26 წლის მოდელი ლას ვეგასიდან. მისმა ინსტაგრამ-მიმდვრებმა შეადარეს გოგონა ჯოლის. მსგავსება მართლაცაა სახის ნაკვთებით, როგორ ფიქრობთ? 2. ჩელსი მარი გოგონამ პლასტიკურ ქირურგებს მიმართა იმისათვის, რომ თავის კუმირს დამსგავსებოდა. 3. ასოლ ვასილიევა რუსი მოდელი და ტელეწამყვანი. გოგონა ამბობს, რომ მსგავსებას ცნობილ მსახიობთან თვითონ ვერ ხედავს, მაგრამ მისი გამომწერები სხვა აზრისა არიან. 4. დენი კარლსონი შვედი მოდელი, რომელმაც მსგავსებას ასევე პლასტიკური ოპერაციებით მიაღწია. 2010 წელს გოგონა მის სამყაროს კონკურსშიც მონაწილეობდა. 5. ტიფანი კლაუსი გოგონა ეროვნებით გერმანელია, მაგრამ აშშ-ში ცხოვრობს. ტიფანი უკვე დიდი ხანია რაც ჰოლივუდში ჯოლის პროფესიონალ ორეულად მონათლეს და რამდენიმე ფილმშიც მიიწვიეს. 6. მელისა ბეიზენი მელისას სხვებისგან განსხვავებით ანჯელინა ჯოლის ორეულის სტატუსი სულაც არ ხიბლავს და ბევრჯერ გამოუთქვამს უკმაყოფილება იმის გამო, რომ მსახიობის ფანები სურათებს უღებენ ქუჩაში. გოგონა ამტკიცებს, რომ ბუნებრივი სილამაზე აქვს და არანაირი ოპერაცია არ გაუკეთებია. 7. ლინა სანსი გოგონა ლონდონში ცხოვრობს და წარმატებული იუთუბ ბლოგერია სწორედ მსახიობთან მსგავსების გამო. 8. ვერონიკა ბლექი კანადელ მოდელს მილიონობით გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე. პლასტიკურ ოპერაციებს კი 2011 წლიდან მიმართა, კერზოდ, გაიზარდა ტუჩის მოცულობა და მკერდი. 9.დორიან როუზი დორიანი პოპულარული მოდელი, მსახიობი და რეჟისორია ჰოლანდიიდან. 10. კაჯა ნორუმი ნორვეგიელი გოგონა ამაყობს ცნობილ მსახიობთან მსგავსებითდა ისეთივე ტატუებიც კი გაიკეთა, როგორიც ჯოლის აქვს. 96 შეფასება არ არის
|