შოუბიზნესი ცნობილების კონფუზები: ვარსკვლავები, რომლებიც სამოსის გამო საჯაროდ შერცხვნენ 2020, 28 ივლისი, 19:19 ცერემონიები, კინოფესტივალები, პრემიერები, წითელი ხალიჩები, წვეულებები - ვარსკვლავების ცხოვრებაში არაერთი განსაკუთრებული მოვლენა ხდება, რომლებზე დასწრებაც ყველა მათგანის პირდაპირი, პროფესიული მოვალეობაა, ამიტომ ცნობილი სელებრითები ვალდებულები არიან ყოველთვის ფორმაში იყვნენ და ყველა სიტუაციაში უნაკლოდ გამოიყურებოდნენ, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვარსკვლავური სტატუსის მიუხედავად, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც რიგითი მოკვდავების მსგავსად, უხერხული მომენტებისგან დაზღვეული არასდროს არიან, თუმცა ცნობადობას ერთი ნაკლი აქვს. მათი კონფუზები სამწუხაროდ შეუმჩნეველი არავის რჩება, მით უმეტეს, რომ იქვე, ფოტოკამერებით "შეირაღებული" ჩასაფრებული პაპარაცები ვარსკვლავების თითოეულ უხერხულ მომენტს დიდი მოთმინებითა და იმედით ელიან, რათა შემდეგ ისინი მსოფლიოს თვალწინ, საჯაროდ შეარცხვინონ. მაშ ასე, გთავაზობთ 7 ცნობილი ქალბატონის პაპარაცულ ფოტოებს, სადაც სელებრითებს საგანგებოდ შერჩეულმა დიზაინერულმა სამოსმა ყველაზე მოულოდნელ მომენტში უღალატა.ემა უოტსონიჯენიფერ ლოურენსისოფი მარსოსოფია ვერგარაზაინა დრიდირიანაბელა ჰადიდი1211 1-ს მოსწონს |