კინო როგორ გაგრძელდა ლუი-დე ფიუნესის შვილის კარიერა? 2020, 27 ივლისი, 13:50 ![]() გი დე მოპასანის შთამომავალს(დიდი ნოველისტი, ლუის მეუღლის- ჟანა აუგუსტინა დე ბერტლემი მოპასანის დიდი პაპა იყო)არც გარეგნობა აკლდა და არც ნიჭი, თან ცნობილი მამის წყალობით შეეძლო მეგავარსკლავიც გამხდარიყო. ![]() ლუიმ გადაწყვიტა სამი ვაჟიდან უმცროსი-ოლივიე ბავშვობიდანვე ჩაერთო კინომატოგრაფიაში, რადგან ოლივიეს ოცნება იყო პილოტი გამხდარიყო, მამას კი აშინებდა შვილის სახიფათო პროფესია . ოლივიეს დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა ფილმში "ფანტომასი აბობოქრდა", სადაც ჟურნალისტი ფანდორის შეყვარებულის- ჰელენის ძმის როლს ასრულებდა, ამის შემდეგ ოლივიემ კიდევ 5 ფილმში ითამაშა, განსაკუთრებით გამოსარჩევია ორი ფილმი "ადამიანი-ორკესტრი"(1970) და "ხეზე შერჩენილები"(1971), სწორედ ეს გამოდგა უკანასკნელი ოლივიე დე ფიუნესის კარიერაში. ![]() მამის მეცადინეობა ფუჭი გამოდგა, როგორც თვითონ ოლივიემ განაცხადა "მიხვდა, რომ კინო მისი მოწოდება არ იყო" ჩააბარა საფრენოსნო სასწავლებელში და "Air France" პილოტი გახდა, სადაც კარეიერის დასასრულამდე- 2010 წლამდე მუშაობდა, პენსიაში გასვლამდე ოლივიე სახელგანთქმული ავიალაინერის -Airbus A320-ის შეფ-პილოტი იყო. ![]() ოლივიემ 1977 წელს იქორწინა დომენიკ ვეტრანზე, ჰყავს უფროსი ქალიშვილი ჟულია(დაბ.1979წ) და ტყუპი ძმები ადრიანა და შარლი(დაბ.1996) ![]() 393 5-ს მოსწონს
|