სხვა ადამიანები ზედმეტი სხეულის ნაწილებით 2020, 27 ივლისი, 10:05
ბევრი წუწუნებს თავის ბედზე, სხეულის პროპორციებზე, სილამაზეზე, მაგრამ არ ფიქრობს რომ ზოგიერთი ადამიანი საშინელი ანომალიებით იბადება და მთელ ცხოვრებას ამ ანომალიებთან ერთად ატარებს.
1. დენ აზირი
ამ კაცს კონექტიკუტიდან იშვიათი მემკვიდრეობითი პათოლოგია-ეკზოსტოზი აქვს. ადამიანში უკვე არსებული 206 ძვლის გარდა, მას კიდევ 92 ძვალი დაემატა. ახალი ძვლები ლოკალიზებულია მკერდის არეში და სახსრებში. ექიმებმა ოპერაციების შედეგად შეძლეს 42 ძვლის მოცილება. ეს იშვიათი დაავადება სამწუხაროდ დენის სამ შვილსაც აღმოაჩნდა.
2. ინ ქსინი
გოგონა მთელი ცხოვრება იტანჯება თავისი არდაბადებული ტყუპისცალი ძმით, რომელიც მის სხეულზე პარაზიტად არის ქცეული. როდესაც გოგონა დაიბადა, აშკარად ეტყობოდა, რომ ზურგზე პატარა ხელი ეზრდებოდა. დროთა განმავლობაში ამ ანომალიას გაუჩნდა თითები, გაჩნდა მუცელი და მკერდი. 11 წლისას ზურგზე უკვე ცუდად განვითარებული ნაყოფის მსგავსი ანომალია ჰქონდა. გოგონას 2007 წელს გაუკეთდა ოპერაცია და პარაზიტი მოცილებული იქნა.
3. ჰონგ ჰონგი
2016 წელს ჩინეთში ქალმა გააჩინა ბავშვი, რომელსაც ხელებზე და ფეხებზე 31 თითი ჰქონდა. ასეთი ანომალიით მსოფლიოში ათასიდან ერთი ბავშვი იბადება.
4. კანგ კანგი
ჩინურ ოჯახში დაიბადა ბავშვი იშვიათი დაავადებით, რომლის დროსაც სახეზე განივი ჭრილობა ჩნდება. გარეგნულად ისე ჩანს, თითქოს ადამიანს ნიღაბი აქვს სახეზე. ახლა იგეგმება ძვირადღირებული ოპერაცია ერთ-ერთ ცნობილ სამედიცინო ცენტრში.
5. დიპაკ პასვანი
ამ ინდოელ ბავშვს ნამდვილად არ ჰქონია ბედნიერი ბავშვობა. იგი დაიბადა თავისი განუვითარებელი ტყუპისცალის კიდურთან ერთად, რომელიც მკერდის არეში ჰქონდა. ბავშვები დასცინოდნენ და აშინებდნენ დიპაკს, ინდოელი რელიგიის მიმდევრები კი პირიქით, ეთავანებოდნენ მას როგორც მრავალხელიან ვიშნუს ღვთაებას. 2010 წელს ქ. ბანგალორის ერთ-ერთმა საავადმყოფომ შესთავაზა ოჯახს საქველმოქმედო ოპერაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.
6. ჰეიზელ ჯონსი
2012 წელს ინგლისურ თოქ-შოუზე "დღეს დილით" წარსდგა 27 წლის გოგონა, რომელსაც როგორც თვითონ ირწმუნებოდა დაბადებიდან ორი საშო ჰქონდა. გოგონა ამბობდა, რომ არასრულწლოვანობამდე, სანამ სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებდა, არ იცოდა თავისი ანატომიის განსაკუთრებულობის შესახებ. საღამოს შეკრებებზე ეს ანომალია ყველაზე განხილვადი თემა იყო. იგი თავის მეუღლესთან ერთადაც კი სტუმრობდა ხოლმე ფეტიშ-კლუბებს. ჰეიზელის პოპულარობა იქამდე მივიდა, რომ მას ერთი მილიონი დოლარი შესთავაზეს პორნოფილმებში მონაწილეობისთვის, მაგრამ უარი განაცხადა, თუმცა მანამდე უკვე მოასწრო ეროტიკული ჟურნალისთვის პოზირება.
7. ბრიგამ ნორდსტრომი
ადვოკატი ახალი ზელანდიიდან, როცა 28 წლის, იყო თირკმელების მძიმე დაავადებით მოხვდა საავადმყოფოში. შიდა ორგანოების დიაგნოსტირების დროს აღმოჩნდა, რომ მამაკაცს ხუთი აბსოლუტურად სრულფასოვანი თირკმელი ჰქონდა. ნორდსტრომი ერთადერთი ადამიანია კაცობრიობის ისტორიაში ასეთი ანომალიით
8. სარა რეინფელდერი
ბევრმა არ იცის რომ მდედრობითი სქესის ემბრიონებს თავდაპირველად ორი რეპროდუქციული სისტემა აქვთ(წყვილი საშვილოსნო, წყვილი საშო და სხვ.). ნაყოფის მომწიფებასთან ერთად, როგორც წესი, ეს ორი სისტემა ერთიანდება. სამი ათასიდან ერთი ახალდაბადებული გოგონა ორი საშვილოსნოთი იბადება. მომავალში ეს ხელს უშლის ნორმალური ორსულობის განვითარებას, შეიძლება გამოიწვიოს მენჯების ტკივილი და საბოლოოდ მუცლის მოშლა. საერთოდ ამ ანომალიის დროს, როგორც წესი, ერთი საშვილოსნო განუვითარებელია ან არასწორად ფუნქციონირებს. სარას შემთხვევაში ორივე საშვილოსნო ფუნქციონირებდა. დაორსულდა კიდეც ტყუპებზე, რომლებიც თავთავიანთ საშვოლისნოში ვითარდებოდნენ. ბავშვები სრულიად ჯანმრთელები დაიბადნენ.
9. დიდიე მონტალვო
ადამიანის სხეულზე ხალების არსებობა არავის აკვირვებს, მაგრამ მონტალვოს ზურგზე გაუჩნდა და გაეზარდა იმდენად მსხვილი ხალი, რომ ის ჯავშანს უფრო ჰგავდა. ბიჭუნა 2006 წელა დაიბადა კოლომბოში. მან რთული ცხოვრება განვლო, რადგან თანამოქალაქეები გაურბოდნენ მასთან და ოჯახთან შეხვედრას, ისინი თვლიდნენ რომ ბიჭუნა ბნელი ძალებისგან იყო დაწყევლილი.ოჯახი დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მას ოპერაცის გაუკეთდა. 396 3-ს მოსწონს
|