შოუბიზნესი იმანი და დევიდ ბოუი: სიყვარულის ისტორია, რომელიც ცრემლებს მოგვგვრით... 2020, 26 ივლისი, 14:25 ის, კაშკაშა როკ - მუსიკოსია, იმანი კი - თვალისმომჭრელი სუპერმოდელი - განგებამ, მათი სიცოცხლის ბოლომდე ერთად ყოფნა თავიდანვე გადაწყვიტა.მთელ მსოფლიო იმანისა და დევიდ ბოუის წყვილზე საუბრობდა, თუმცა, ისინი საზოგადოებისგან პირადი ცხოვრების დაცვას ყველანაირად ცდილობდნენ.წყვილი პირველად, როდესაც ერთმანეთს შორეულ 90- იანების დასაწყისში შეხვდა, მას შემდეგ, 24 წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში, არც ერთხელ არ დაშორებულა.იმანი მეუღლეს ყოველთვის მხარს უჭერდა და ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებშიც კი მის გვერდით იყო, ის კი, ღირსეული ჯენტლმენივით იქცეოდა..ვარსკვლავური წყვილი ყოველთვის სამაგალითო იყო, ხოლო საზოგადოებაში მათი იშვიათი გამოჩენა მათ მიმართ ინტერესესს კიდევ უფრო ზრდიდა და გარშემომყოფების მხრიდან დიდ ყურადღებას იქცევდა.ძნელი სათქმელია, რა იყო მათი ურთიერთობის საიდუმლო, მაგრამ ისინი შეხვედრის პირველივე დღიდან, ლეგენდარული მუსიკოსის გარდაცვალების უკანასკნელ წუთამდე - ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ - ასეთი გრძნობების თამაში კი პრაქტიკულად შეუძლებელია!საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, იმანმა ერთ - ერთ ინტერვიუში ასეთი რამ თქვა: "ადამიანები ვერასოდეს მიხვდებიან ბედნიერი მომენტების ფასს, სანამ ისინი მოგონებებად არ იქცევიან. ტკივილი რეალურია, ისევე როგორც ღმერთი"...მოდელმა აღიარა, რომ ის აღარასდროს გათხოვდება.92 1-ს მოსწონს |