x
image
მოზამბიკელი
გასაოცარი ფაქტები ჩვეულებრივ ნივთებზე - 10 ფოტო 

ნივთები, რომელთანაც ყოველდღიური შეხება გვაქვს, ხშირად არც კი ვიყენებთ და მათ რეალურ დანიშნულებაზეც არაფერი გვსმენია.

image

სარტყელი - თავდაპირველად გამოიყენეს ჯარისკაცის ქურთუკისთვის და მას სილამაზის დანიშნულება არ ჰქონია. მაშინ ჯარისკაცის ქურთუკები ძალიან დიდი და მოუხერხებელი იყო, სარტყელის დამაგრებით კი, მისი ტარება კომფორტული იყო.

image



კარის სახელური - მას უმეტესად ამზადებენ სპილენძისგან, რადგან მას ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს: სპილენძი კლავს ბაქტერიებს და მისგან დამზადებული სახელური არ შეიძლება გახდეს დაბინძურების წყარო.

image

საწვავის მაჩვენებელზე გამოსახული ბენზინგასამართი სადგურის ნიშანი და მის გვერდით არსებული ისარი, მძღოლს ატყობინებს თუ რომელ მხარეს არის საწვავისთვის განკუთვნილი ავზი, რათა მძღოლს არ აერიოს მიმართულება, რომელ მხარეს უნდა დააყენოს ავტომობილი საწვავის ჩასხმის დროს. (ეს ნიშანი, იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ მძღოლი პირველად ზის საჭესთან და საწვავსაც პირველად ასხამს :დ).

image

ბოქლომის საკეტი მექანიზმის გვერდით, პატარა ნახვრეტი წვიმის დროს დანესტიანებისა და დაჟანგებისგან იცავს.

image

საშლელის ორ ფერს თავისი დანიშნულება აქვს. თითოეული მხარე განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ქაღალდისთვის. წითელი მხარე გამოიყენება თხელ ქაღალდზე რაიმეს წაშაშლელად, ხოლო ლურჯი მხარე სქელი ხაზების წასაშლელად შედარებით უხეშ ქაღალდზე.

image


ხის ტანსაცმლის საკიდები მზადდება კედარისგან. კედარი დიდ ხანს ინარჩუნებს მის თვისებებს და მისი სუნი ოთახის აეროზოლის კარგი შემცვლელიც კი შეიძლება გახდეს. ასე, რომ პლასტმასის საკიდებს ყველა თვალსაზრისით სჯობს.

image

ღუმელის ქვეშ, ვიწრო პატარა უჯრა განკუთვნილია კერძის შესანახად, რათა მირთმევამდე არ გაცივდეს. (დიასახლისების უმეტესობა აქ ტაფებს და საინებს ინახავს.)

image

კომპიუტერის კლავიატურაზე F და J ასოებთან პატარა ხაზებია დატანილი. ეს უსინათლო ადამიანებისთვისაა, რადგან წერის დროს ადვილად შეძლონ კონცეტრაცია და დაიმახსოვრონ ასოების განლაგება.

image

კბილის პასტაზე ზოლები პირველად, 1970 წელს კბილის პასტის მწარმოებელი ერთ - ერთი კომპანიისგან სარეკლამო მიზნებისათვის შეიქმნა. პირველად პასტზე გამოჩნდა ცისფერი ზოლი, სისუფთავისა და კბილების ჯანმრთელობის სიმბოლოდ, შემდეგ დაემატა წითელი ზოლი, ღრძილების ჯანმრთელობისთვის. რა თქმა უნდა თეთრი ფერის პასტის დამზადებაც შეიძლება, რომელსაც იგივე შემადგენლობა აქვს, თუმცა ეს მეთოდი მარკეტინგულად ამართლებს და მომხმარებელიც მეტი ჰყავს.

image

ჯინსის შარვალზე დატანილი პატარა ჯიბე თავდაპირველად განკუთვნილი იყო საათის შესანახად.

image

ასევე იხილეთ: დაზოგეთ ფული!-საკვების ნარჩენების გამოყენების 9 პრაქტიკული მეთოდი!

16 ყველაზე ძვირფასი გვირგვინი, რომელიც სამეფო ოჯახს ეკუთვნის

18 ორიგინალური და საოცნებო ნივთი დიასახლისებისთვის, რომელიც სამზარეულოში ყოფნას დღესასწაულად აქცევს!

0
284
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0