ქალი და მამაკაცი გაიცანით კაცი,რომელიც 105-ჯერ დაქორწინდა-კრიმინალური არქივიდან 2020, 26 ივლისი, 11:59 ჯოვანი ვილიოტო(Giovanni Vigliotto)32 წლის განმავლობაში დაქორწინდა 105 ჯერ, ანუ წელიწადში საშუალოდ 3-ჯერ, რითაც გინესის წიგნის რეკორდსმენი გახდა და შესაბამისად თანამედროვე სამყაროს ყველაზე მრავალცოლიანი ადამიანი მსოფლიოში. მრავალცოლიანი აფერისტის ნამდვილი სახელი ფედ ჯიფი(Frederick Bertram Jiff) გახლდათ, ცხოვრობდა აშშ-ში კერძოდ ნიუ-იორკში და მუშაობდა ბაზარში გამყიდველად, თუმცა თაღლითი სინამდვილეში მიამიტი ქალების ხარჯზე იღჩენდა თავს;სქემა ყოველთვის ერთნაირი იყო:ეცნობოდა, მდიდარ მარტოხელა ქალბატონებს, ინადირებდა მათ გულებს, ქორწინდებოდა მათზე და შემდეგ სთავაზობდა გადასულიყვნენ მის სახლში საცხოვრებლად, რომელიც ძალიან ძალიან შორს იყო, აიძულებდა ქალებს გადასვლის წინ გაეყიდათ ქონება, ხოლო ამის შემდეგ ჯოვანი ფულთან ერთად უკვალოდ ქრებოდა. ჯოვანი ვილიოტო 1983 წელს 53 წლის ასაკში, ორი ქალბატონის ერთდროულად საჩივრის საფუძველზე დააკავა პოლიციამ-, ევა გარდინერს ქორწინებიდან სამ კვირაში 43 000 დოლარი მოპარა და აორთქლდა, ხოლო პარალელურად მეორე ცოლს, შარონ კლარკს 49 000 დოლარი მოპარა.დაკავებისას ჯოვანის ხელზე სხვადასხვა სახელზე გაფორმებული50 ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა. სასამართლომ 105 ვერა, მაგრამ სულ მცირე 83 ქორწინება დაუმტკიცა ვილიოტოს-აშშ-ს 9 შტატში, აგრეთვე კანადაში, დიდი ბრიტანეთში, იტალიაში და კონგ-კონგშიც კი.როგორც გაირკვა თაღლითი 120 სხვადასხვა ფსევდონიმს იყენებდა. სასამართლომ ფედ ჯიფის 35 წელის პატიმრობა მიუსაჯა, 1988 წელს ციხეში ჯდომის დროს ინსულტმა დაარტყა, რომელიც შაქრის დიაბეტისგან იყო გამოწვეული.1991 წელს ფედ ჯიფის ინსულტი გაუმეორდა, გარდაიცვალა 61 წლსი ასაკში არიზონას ციხის სააავადმყოფოში.
ასევე იხილეთ
248 6-ს მოსწონს
|