x
image
დავითი ჩუთლაშვილი
პოლონეთი ქალთა ძალადობის შესახებ ხელშეკრულებიდან გადის
მომავალ კვირაში პოლონეთი მიიღებს ზომებს ქალთა ძალადობის შესახებ ევროპის ხელშეკრულებიდან გასასვლელად, რომელიც, როგორც იაროსლავ კაჩინსკის არაფორმალური მმართველობის ქვეშ მყოფი მთავრობა აცხადებს, “არღვევს მშობელთა უფლებებს”, ითხოვს რა სკოლებისგან ბავშვებისთვის გენდერულ საკითხებზე განათლების მიცემას. ამის შესახებ “როიტერის” ცნობით ქვეყნის იუსტიციის მინისტრი აცხადებს.


ზბიგნევ ზიობრომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი სამინისტრო ორშაბათს შეიტანს განცხადებას ქვეყნის შრომის და ოჯახის სამინისტროში, რათა ქვეყანამ სტამბოლის კონვენცია დატოვოს.


“ის [სტამბოლის კონვენცია] შეიცავს იდეოლოგიური ხასიათის ელემენტებს, რომლებიც ჩვენ მავნებლად მიგვაჩნია”, - განაცხადა ზიობრომ.


პოლონეთის მმართველი პარტია “უფლება და სამართლიანობა” (PiS) და მისი კოალიციური პარტნიორები მჭიდროდ თანამშრომლობენ კათოლიკურ ეკლესიასთან. პარტიის ხელმძღვანელები სარგებლობენ სოციალისტური ბანაკის ყოფილი წევრი ქვეყნის მაცხოვრებლების ჩამორჩენილობით, რომლებსაც საბჭოთა პირობებში არ მიეცათ სათანადო განათლების მიღების შესაძლებლობა. PiS-ის სოციალურ დასაყრდენს სწორედ ის თაობა წარმოადგენს, რომელიც რუსული სამხედრო წნეხის ქვეშ გაიზარდა, რამაც სათანადო შედეგი გამოიღო.



პოლონეთის მთავრობა ლგბტ+ თემის მიმართაც მტრულად არის განწყობილი. პრეზიდენტ ანდრეი დუდას წინასაარჩევნო კამპანია, რომელმაც არჩევნები მინიმალური უპირატესობით მოიგო, სწორედ გეების წინააღმდეგ მტრული მესიჯებით იყო გაჟღენთილი.


პოლონეთი ორად არის გაყოფილი. ამ გაყოფილობას და გათიშულობას კი რუსეთი თავისი ინტერნეტ-ტროლების და ბოტების გამოყენებით კიდევ უფრო აღვივებს. რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ PiS-ს მკვეთრად ანტირუსული კურსი აქვს არჩეული, მაინც პოლონეთის მმართველ პარტიას უჭერს მხარს, რადგან პუტინის გათვლებით ხელისუფლებაში მყოფი ძალა ყველაზე ეფექტურად დაანგრევს პოლონეთს, რაც კრემლის ინტერესებში შედის. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, კრემლი და კაჩინსკის არაფორმალური მმართველობა ამ შემთხვევაში სიტუაციური და იდეოლოგიური მოკავშირეები არიან.


ქალთა ორგანიზაციები გმობენ პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებას. უფლებადამცველებს სრულიად სამართლიანად მიაჩნიათ, რომ ქვეყნის სტამბოლის ხელშეკრულებიდან გასვლა კიდევ უფრო წაახალისებს ოჯახში ძალადობას, რა მხრივაც პოლონეთში ისედაც არ არის სახარბიელო ვითარება. ფემიციდი და ქალთა უფლებების დარღვევა აქ მყარად არის ფეხმოკიდებული.


როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის პანდემიის შედეგად ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა. ხოლო დღეს რასაც ჩვენ პოლონეთის მაგალითზე ვხედავთ, სწორედ ამ ძალადობის ინსტიტუციურ დაკანონებას წარმოადგენს.


პოლონეთი

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0