x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ ავიცილოთ თავიდან მომდევნო პანდემიები?

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ტროპიკული ტყეების გაკაფვა და ველური ცხოველებით ვაჭრობის შეზღუდვა, შესაძლებელია პანდემიის პრევენციის ეფექტური საშუალება გახდეს.


image


დაახლოებით, ორ წელში ერთხელ, ესა თუ ის, ვირუსი ცხოველისგან ადამიანს გადაეცემა და ეს «გვერდითი მოვლენა» იმით არის გამოწვეული, რომ ჩვენ ბუნებას ვებრძვით და შედეგად, უმძიმეს დაავადებებს: მწვავე რესპირატიულ სინდრომს, ებოლას და კორონავირუსებს ვღებულობთ.

ბიოლოგთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ მომდევნო პანდემიის თავიდან ასაცილებლად, ტყეების გაკაფვას უკვე ახლა უნდა გამოვუცხადოთ ომი, ჩავატაროთ შინაური ცხოველების და ფრინველების მონიტორინგი და შეზღუდვები დავაწესოთ ველური ცხოველებით ვაჭრობაზე.

კვლევა და მონიტორინგი, ყოველწლიურად, დაახლოებით, 20 - 30 მლრდ. დოლარი დაჯდება, რაც COVID-19-ის მიერ მოყენებულ ზარალთან შედარებით (5 ტრილიონ დოლარზე მეტი), არც ისე დიდი თანხაა.

«COVID-19-ის გამო ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა და მსოფლიო ეკონომიკა დაიქცა — ამბობს დიუკის უნივერსიტეტის (Duke University, ჩრდ. კაროლინის შტატი, აშშ) ბიოლოგი და კვლევის თანაავტორი სტიუარტ პიმი — ჩვენ ვაჩვენეთ, რომ არსებობს ბევრი ჭკვიანური, შედარებით იაფიანი საშუალება, ახლანდელი კატასტროფის მსგავსი, უბედურების განვითარების რისკების შესამცირებლად».

ტყის პირა ზონები — ფრონტის ხაზებია და ტყეების კაფვის კვალდაკვალ, — ფრონტები ფართოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ წარსულში იზოლირებული ველური ბუნებიდან, ვირუსების ჩვენთან შემოჭრის რისკი იზრდება.

მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წელიწადში 1, 5-დან - 9, 5 მლრდ. დოლარის ინვესტიციის შემთხვევაში, ტყეების გაკაფვის ტემპის 2-ჯერ შემცირებ შეიძლება.

გარდა ამისა, ველური ცხოველებით არალეგალური ვაჭრობა, ასევე იწვევს ადრე უცნობი და სახიფათო დაავადებების გაჩენას. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, ისინი ადამიანებს სახლში ჰყავთ, თუ საკვებად იყენებენ. ამიტომ, ამ მიმართულებითაც გარკვეული სამუშაოების ჩატარება არის საჭირო.

ველური ცხოველების ხორცით ვაჭრობის შეწყვეტა, წელიწადში, დაახლოებით, 19 მლრდ. დოლარი დაჯდება. ხოლო, მათი ვირუსებზე შემოწმება, — დამატებით, 120-დან - 340 მილიონამდე დოლარი წელიწადში.

imageimageimage

ესპანელმა მედიკოსებმა კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოავლინეს

მეცნიერებმა COVID-19-ის სწრაფი გავრცელების მიზეზი დაადგინეს
რა ელის დედამიწას უახლოესი 20 წლის მანძილზე
პლანეტის 3 საიდუმლო, რომელიც მეცნიერებმა ამოხსნეს

0
21
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0