x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134373
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
რა ელის დედამიწას უახლოესი 20 წლის მანძილზე

მსოფლიო ოკეანის ეკოსისტემა, შეიძლება, კატასტროფას უკვე ამ ათწლეულში შეეჯახოს – თვლიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეცნიერები, რომლებმაც კვლევა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩაატარეს და შედეგები ჟურნალში – Nature გამოაქვეყნეს. სტატიიდან ირკვევა, რომ ყველაზე დაუცველი, ამ მხრივ, ტროპიკული ზონის ოკეანეების ბიოსისტემებია. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, 2030 წლისთვის, იქ, შეუქცევადი პროცესები დაიწყება...


image


ხოლო, იმის გამო, რომ პლანეტის ყველა ეკოსისტემა უკიდურეს საფრთხეშია, უკვე 2040 წლისთვის, კატასტროფა მხოლოდ ოკეანეებს კი არა, მთელს ხმელეთს მოიცავს — გვაფრთხილებენ მეცნიერები, პლანეტაზე კლიმატის ცვლილების რამდენიმე სცენარის მოდელის შექმნის და ანალიზის შემდეგ.

ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თუ გლობალური დათბობის ტემპები არ შემცირდება, ოკეანეების ეკოსისტემების განადგურება უკვე ამ ათწლეულში დაიწყება. უპირბელეს ყოვლისა, დაიღუპებიან მარჯნული რიფები, რომელშიც მსოფლიო ოკეანის სიცოცხლის მეოთხედი ცხოვრობს. ხოლო, პლანეტის საშუალო წლიური ტემპერატურის 4 გრადუსით გაზრდა, სასიკვდილო დარტყმის ტოლფასი იქნება დედამიწაზე მცხოვრები ფაუნის 15%–თვის. მასშტაბური ეკოკატასტროფის შემთხვევაში კი (თუ ტემპერატურა კიდევ უფრო გაიზარდა), პლანეტის ბიოსახეობების 73% გადაშენება ემუქრება.

გარდა ამისა, რატგერსის უნივერსიტეტი (აშშ) მეცნიერებმა დაადგინეს (ეს უკვე სხვა კვლევის შედეგია), რომ ძლიერი სიცხე და მაღალი ტენიანობა, გლობალური დათბობის ფონზე, პრობლემებს შეუქმნის 1, 2 მლრდ–მდე ადამიანს. მათი შეფასებით, პლანეტის ტემპერატურის 1, 5°С მომატების შემთხვევაში, ექსტრემალური სიცხე დადგება რეგიონებში, სადაც 500 მლნ-მდე ადამიანი ცხოვრობს. თუ აღნიშნული მაჩვენებელი 2 გრადუსით გაიზარდა, — 800 მლნ. ადამიანი დაზარალდება, ხოლო, 3 გრადუსით გაზრდის შემთხვევაში, — 1, 2 მლრდ. ადამიანი (Phys.org).

ავსტრალიელი მეცნიერები კი, იმ დასკვნამდე მივიდნე, რომ გლობალური დათბობა გვალვას და საკვები პროდუქტების დეფიციტს გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, არასრულფასოვანი კვების და შიმშილობის გამო, მოსახლეობის სიკვდილიანობის ზრდის მიზეზი გახდება.

EurekAlert პორტალის ინფორმაციით, ბრაზილიაში 2000–2015 წწ–ს მონაცემების ანალიზის შედეგად, მეცნიერებმა ტემპერატურის მატებას და ადამიანის ჯანმრთელობის მდგარეობის გაუარესებას შორის, პირდაპირი კავშირის არსებობა დაადგინეს: ეს შეიძლება იყოს მადის დაკარგვა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის გაუარესება და კუჭის ტკივილის გამწვავება. მაგ., იგივე ბრაზილიაში, ადგილობრივები საავადმყოფოებში 2, 5%–ით უფრო ხშირად ხვდებიან, თუ ჰაერის ტემპერატურა, საშუალო თვიურ მაჩვენებელზე, თინდაც 1 გრადუსით მაღალია. რისკ ჯგუფებს კი, ხანდაზმულები და ბავშვები განეკუთვნებიან.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენი ცივილიზაცია გონს არ მოეგება და სათბური აირების გამომუშავებას და მის ატმოსფეროში გაფრქვევას არ შეწყვეტს.imageimageimageაღმოჩენილია დინოზავრის დნმ-ი – უნდა ველოდოთ «იურული პერიოდის პარკის» შექმნას?
თუ მარსზე სიცოცხლე არის, ის მიწისქვეშეთში იქნება – აცხადებენ ასტრობიოლოგები
პლანეტის 3 საიდუმლო, რომელიც მეცნიერებმა ამოხსნეს


0
972
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
972
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0