x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
დიდი აღმოჩენა ადასტურებს, რომ ამერიკაში ხალხი 30,000 წლის წინ დასახლდა
დიდი აღმოჩენა ადასტურებს,  რომ ამერიკაში ხალხი 30, 000 წლის წინ დასახლდა


ცენტრალურ მექსიკაში მდებარე გამოქვაბულში, 2020 წელს აღმოჩენილმა არტეფაქტებმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში ადამიანი დასახლდა ჯერ კიდევ დაახლოებით ძვ.წ. 30, 000 წლისთვის, რაც აკადემიური მეცნიერების მიერ აქამდე მიჩნეულ თარიღზე 2-ჯერ დიდია. ჩიკვიჰვიტის გამოქვაბულში (Chiquihuite cave) აღმოჩენილი არტეფაქტები მოიცავს დაახლოებით 1900 ქვის იარაღს. მკვლევარი და ზაკატეკასის უნივერსიტეტის არქეოლოგი კიპრიან არდელინი აცხადებს, რომ ამ არტეფაქტებიდან უძველესი ძვ.წ. 33, 000 - 31, 000 წლის წინანდელი პერიოდით თარიღდება, რაც რადიონახშირბადულმა კვლევამ დაადასტურა. არაა აღმოჩენილი ადამიანის ძვლები ან დნმ მასალა, მაგრამ ადამიანის იქ მოსახლეობა ამ პერიოდში ნამდვილად დადასტურებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

ალბერტას უნივერსიტეტის ანთროპოლოგი, პროფესორი გრუნი აცხადებს, რომ აშკარაა ადამიანი მოსახლეობდა ამერიკის კონტინენტებზე ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მაგალითად ჩრდილოეთ ამერიკაში განვითარდებოდა კლოვისის კულტურა.

იგივე შედეგები აჩვენა სხვა კვლევამაც, რომელიც ჩატარებული იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის ორი მკვლევარის ლორენა ბეკერა-ვალვიდიას და თომას ჰაიჰემის მიერ. მათ ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე 42 სხვადასხვა არქეოლოგიური ადგილიდან აიღეს ნიმუშები, ჩაუტარეს ლუმინესცენციური კვლევა დასათარიღებლად და დადეს დასკვნად ის, რომ ჩრდილოეთ ამერიკის დიდ ტერიტორიებზე უკვე გავრცელებული იყო ადამიანი (ჰომო საპიენსი) 27, 000 - 19, 000 წლის წინ - ძვ.წ. 25, 000 - 17, 000 წლებში.



იხ. წყარო: sciencealert.com - Stunning cave discovery just changed the timeline of human presence in North America





კრებულები:


1. პროტო-ქართული ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწ. მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
326
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0