აფხაზეთი რუსეთი აფხაზეთთან ტურისტულ სეზონს ხსნის 2020, 23 ივლისი, 13:14 როგორც ჩანს რუსები დიდი ხანია აფხაზეთს თვლიან "საკუთარ" კურორტად. არც შენგენი, არც ენობრივი ბარიერი და არც ადგილობრივ მოსახლეობასთან პრობლემები.
"ფასები საკმაოდ მიზანშეწონილია სეზონის პიკურ დროსაც კი. ზღვა სუფთაა და რა მთებია სერპანტინებით და ხეობებით!-ასეთ რეკლამას უკეთებს რუსული გამოცემა КП-ს საკუთარი ქვეყნის დამსვენებლებს. "ბევრი, ვინც კრასნოდარის ტერიტორიის სანაპიროზე ისვენებს, ექსკურსიებზე აფხაზეთში გადადის. მოსახერხებელია აქ ადლერიდანაც ჩასვლა - ძალიან ახლოსაა." დასძენს გამოცემა. როგორც ცნობილი გახდა, პანდემიის გამო, რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვრების გახსნა მოხდება არა უგვიანეს 2020 წლის 28 ივნისს ანუ შეზღუდვები ამ დღემდე გაგრძლედება. -აფხაზეთში ელოდებიან Роспотребнадзор-ის წარმომადგენლებს, რომ გაანალიზონ იქაური სიტუაცია, ” - განაცხადა დიმიტრი დევიდენკომ, "როსტურიზმის" საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარემ. - ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას საზღვრების გახსნის შესახებ.არსებობს ასეთი მოლოდინი, რომ მალე გაიხსნება, იმისდა მიუხედავად, რომ სეზონის ნახევარი გავიდა, მაგრამ ხავერდოვანი სეზონი წინ არის - აფხაზეთში შეგიძლიათ ოქტომბრამდე დაისვენოთ. პირველ რიგში, შეუშვებენ იმ ტურისტებს, რომლებმიც გააფორმებენ საგზურებს სააგენტოების საშუალებით, ანუ ისინი, ვინც ტურებით იმოგზაურებენ. შარშან აფხაზეთში შევიდა მილიონამდე ადამიანი. წელს, 200 000 ვვარაუდობთ, იმის გათვალისწინებით, რომ ხალხი აგვისტომდე ვერ წავა იქ" საქართველოს კანონის თანახმად, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, აფხაზეთში შესვლა საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე ყველა დანარჩენისათვის არალეგალურია, ასევე საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს მთავრობა სადავო ტერიტორიაზე უცხოელებს შესვლას უკრძალავს.მიუხედავად ამისა აფხაზეთის პლაჟები შავი ზღვის სანაპიროზე დღემდე იზიდავს უცხოელ ვიზიტორებს, რომელთაც ხიბლავთ ტრანსპორტირებისა და ბინადრობის დაბალი ფასები, აგრეთვე აფხაზეთის, როგორც ტურისტული ღირსშესანიშნაობის საბჭოთა მემკვიდრეობა.ამ მხრივ კი განსაკუთრებით გამოირჩევა რუსეთი. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ბიუჯეტის 1/3 სწორედ ტურისტული ინდუსტრიიდან შემოდის. 135 3-ს მოსწონს
|