x
image
მაიკო
კრის ბრაუნსა და დრეიკს სასამართლოში უჩივიან

კლუბის მეპატრონეებმა, სადაც კრის ბრაუნმა და დრეიკმა ჩხუბი გამართეს, მათ მიყენებული ზარალის გამო სასამართლოში უჩივლეს.

image













მატერიალური და მორალური ზიანისთვის ისინი 15 მილიონ დოლარს ითხოვენ. მომღერლებს შორის კამათი მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. როგორც ამბობენ, დაპირისპირების მიზეზი რიანა გახდა, რომელთანაც ორივე მათგანს ჰქონდა რომანი.თვითმხილველების განცხადებით ხელჩართულ ბრძოლაში ბოთლები, შუშა და დანები იყო იარაღად გამოყენებული, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის სტუმრები ცდილობდნენ მაგიდებს ამოფარებოდნენ, ბევრმა მათგანმა სერიოზული ტრავმა მიიღო. მომხდარის შემდეგ კლუბის დახურვა გახდა საჭირო, მეპატრონეებმა კრისსა და დრეიკს პასუხისმგებლობისკენ მოუხმეს და განაცხადეს:" მათ უნდა სცოდნოდათ, რომ წარმატება და პოპულარობა არ არის იმის გარანტი, რომ სავალალო შედეგებს თავს აარიდებენ."

0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო
მაიკო
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0