სიახლეები შოკისმომგვრელი აღმოჩენა: აი, რატომ უნდა მივირთვათ მხოლოდ შავლაქებიანი ბანანი 2020, 21 ივლისი, 15:05 გაშავებული ბანანის ნაყოფი კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ორგანიზმს ანომალიური უჯრედების წინააღდმედ ბრძოლაში ეხმარება. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ გადამწიფებული ბანანი სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი - ალფას (სნფ-α) არაუჯრედოვან ცილას შეიცავს, ხოლო იაპონელი მეცნიერები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და დაამტიცეს, რომ რაც უფრო მწიფეა ბანანი, მით უფრო მეტია მასში - უჯრედისი, კალიუმი, ანტიოქსიდანტები, С და В ჯგუფის ვიტამინები. თუმცა, ბანანის სასარგებლო თვისებები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, მკვლევარები ამტკიცებენ, რომ:1. ბანანს ანტიმჟავა თვისებები გააჩნია, რაც გულძმარვისა და მჟავის რეფლუქსისგან (მჟავის რეფლუქსი - როდესაც კუჭის სიმჟავე ამოდის პირის ღრუში და იწვევს უსიამოვნო, მჟავე გემოს) თავის დაღწევაში დაგეხმარებთ. დღეში მხოლოდ ერთ ბანანს შეუძლია საგრძნობი შვება მოგცეთ.2. ბანანს არტერიული წნევის შემცირებაც შეუძლია. სწორედ იმის გამო, რომ ეს სასწაულმოქმედი ხილი დიდი რაოდენობით კალიუმს, თუმცა მინიმალური რაოდენობით ნატრიუმს შეიცავს, ინსულტისა და გულის დაავადებების წინააღმდეგ შესანიშნავ პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს.3. ბანანი ანემიის დროსაც უებარი საშუალებაა. ის რკინის საჭირო დოზას შეიცავს, რაც სისხლის წითელი უჯრედებისა და ჰემოგლობინის წარმოებას ასტიმულირებს, შესაბამისად, კი სისხლის ნაკადს აძლიერებს.4. ბანანი დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლაშიც დაგეხმარებათ. ამის მიზეზი კი მასში შემავალი ტრიპტოფანის მაღალი დონეა, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი სეროტონინად (ე.წ. "ბედნიერების" ჰორმონად) გარდაქმნის. სეროტონინი - ტვინის ნეიროტრანსმიტერია, რომელიც ადამიანს მოდუნებაში და ბედნიერების შეგრძნების მოპოვებაში ეხმარება.5. გარდა იმისა, რომ ბანანი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, მას ასევე დამამშვიდებელი ეფექტიც გააჩნია, რასაც მასში დიდი რაოდენობით უჯრედისის შემცველობა განაპირობებს, რომელიც ნაწლავის რეგულარულ მოძრაობას ასტიმულირებს და ამით, ორგანიზმს ყაბზობის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.6. ბანანი ნერვული აშლილობის დროსაც სასარგებლოა. ის მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომელიც ამშვიდებს ნერვულ სისტემასა და ხსნის სტრესს, ეს უნიკალური თვისებების მქონე ხილი სულიერი სიმშვიდის მოპოვებაშიც დაგეხმარებათ.7. ეს, განსაკუთრებულად გემრიელი და ამავდროულად ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტი სხეულს თერმორეგულაციაში ეხმარება. თუკი სიცხეში ბანანს მიირთმევთ, ის სხეულის ტემპერატურის შემცირებაში დაგეხმარებათ. იგივე მოხდება გაციების შემთხვევაშიც.თუმცა, როგორც www.onegreenplanet.org- იტყობინება, მოუმწიფებელი ბანანიც საკმაოდ სასარგებლოა, ვინაიდან ის ცოტა შაქარსა და დიდი რაოდენობით პრობიოტიკურ ბაქტერიებს შეიცავს, მკვახე ბანანი სახამებლის დიდი შემცველობის გამო, დანაყრების გრძნობას მალევე იწვევს. ერთი სიტყვით, ეს გემრიელი, უნიკალური ხილი, მთელი რიგი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა, და ბოლოს, ნუ შეგაშინებთ გადამწიფებული ბანანი ის, ბევრად უფრო სასარგებლო და გემრიელია.266 შეფასება არ არის |