პოლიტიკა ბორდელი ელიტისთვის-ერთ-ერთი მთავარი საბჭოთა სექს-სკანდალის ისტორია 2020, 18 ივლისი, 15:01
1955 წელს, კულტურის მინისტრი და რამდენიმე გავლენიანი საბჭოთა იდეოლოგი, გაეხვივნენ სექს-სკანდალში.
1961 წლის ივლისის შუა რიცხვებში გარდაიცვალა გიორგი ალექსანდროვი, საბჭოთა კავშირის კულტურის ყოფილი მინისტრი, რომელმაც სკანდალით დატოვა თანამდებობა ხრუშჩოვის ეპოქაში.
ალექსანდროვი 40-იან წლებში საბჭოთა პროპაგანდისტული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო, მაგრამ გრანდიოზულმა სექსუალურმა სკანდალმა ბოლო მოუღო მის კარიერას. ცენტრალური კომიტეტისა და პარტიის კონტროლის კომიტეტის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მინისტრი იყო ელიტური ბორდელის მფარველი, სადაც ახალგაზრდა სტუდენტ ქალებს მოტყუებით აბავდნენ ხაფანგში.
გიორგი ალექსანდროვმა, ახალგაზრდობის მიუხედავად ( დაიბადა 1908 წელს), ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა სტალინის დროს, განსაკუთრებით დიდი ტერორის შემდეგ. თავიდან იგი ხელმძღვანელობდა ცკ-სთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლას, ხოლო 32 წლის ასაკში საბჭოთა აგიტაციას და პროპაგანდას, რა დროსაც ანდრეი ჟდანოვი ჩაანაცვლა. ალექსანდროვმა თავისი სწრაფი აღმასვლა გავლენიანი გიორგი მალენკოვის წყალობით შეძლო, რომელიც ჟდანოვის მარადიული მეტოქე იყო ( სტალინის ორ თანამებრძოლს აშკარად მტრული განწყობა ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ). ჟდანოვი დიდხანს ელოდებოდა ხელსაყრელ დროს და ომის შემდეგ დარტყმა მიაყენა მალენკოვოს ყველა კადრს. ალექსანდროვიც მოხვდა მათ სიაში. იგი საბჭოთა ფილოსოფიის კურატორად ითვლებოდა და მისი ამოცანა იყო ფილოსოფია პარტიული ხაზის შესაბამისობაში მოექცია. 1947 წელს ჟდანოვმა წამოიწყო ფილოსოფიური დისკუსია ალექსანდროვის წინააღმდეგ. ამ დისკუსიის შედეგად, აღიარეს, რომ საბჭოთა ფილოსოფიაში არსებული მდგომარეობა არ იყო სახარბიელო. საბოლოოდ ალექსანდროვს ჩამოართვეს ადრე მიღებული სტალინური პრემია და ჩამოაქვეითეს. მიხეილ სუსლოვი გახდა აგიტპროპაგანდის ახალი ხელმძღვანელი, ხოლო ალექსანდროვი მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორად დანიშნეს. სტალინის სიკვდილის შემდეგ, მალენკოვმა ხელში ჩაიგდო ხელისუფლება და ალექსანდროვიც უმალ დააწინაურა, კულტურის მინისტრად დანიშნა.თუმცა მისი ამ პოსტზე ხანმოკლე ყოფნა დიდი სკანდალით დასრულდა. 1955 წლის თებერვლის ბოლოს, ხრუშოვს მიუვიდა აღშფოთებული დედის ანონიმური წერილი. წერილში ეწერა, რომ მისი ქალიშვილი მეგობარმა ჩაითრია, სადაც საეჭვოდ სტუმრობენ დრამატურგ კონსტანტინე კრივოშეინის აგარაკს. დედამ, შეამჩნია, რომ მისი ქალიშვილი ძლიერ შეიცვალა. საბოლოოდ მისგან გაარკვია სიმართლე თუ რა გარყვნილება ხდებოდა იქ და მკაცრად აუკრძალა იმ ცუდი რეპუტაციის აგარაკზე წასვლა. მოქალაქე წერდა, რომ იგი პირადად არაფერს ითხოვს, მაგრამ მორალურ მოვალეობად მიიჩნევს აცნობოს მთავრობას, რომ ძალიან ცნობილი ადამიანები არიან ამ ელიტური ბორდელის რეგულარული სტუმრები, რამდენიმე იცნო მისმა ქალიშვილმა, მათ შორის კულტურის მინისტრი გიორგი ალექსანდროვი. "როგორც მოქალაქე და დედა" ხრუშჩოვს სთხოვდა აღეკვეთად ეს გარყვნილება. ძნელი სათქმელია, ვინ დაწერა სინამდვილეში ანონიმური წერილი. შეიძლება ეს მართლაც გაბრაზებული დედის სულის ამოძახილი იყო, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ეს წერილი უბრალოდ ხრიკი იყო, რადგან ხრუშჩოვს ძალიან უყვარდა "მშრომელთა მოთხოვნით" საკუთარი გადაწყვეტილებების გამართლება. ხრუშჩოვმა წერილი წაიკითხა და ცკ პარტიის კონტროლის კომიტეტს დაავალა საქმის გამოძიება. დაწყებულმა გამოძიებამ არა მარტო დაადასტურა ანონიმურ წერილში მოყვანილი ფაქტები, არამედ გაირკვა, რომ კულტურის მინისტრი მხოლოდ აისბერგის წვერი იყო. კულტურის მინისტრის გარდა რამდენიმე გავლენიანი საბჭოთა იდეოლოგი და პროპაგანდისტი, რომლებიც საბჭოთა ხალხს ასწავლიდნენ "სწორად ცხოვრებას", ასევე მონაწილეობდნენ ამ სექსუალურ სკანდალში. საქმეში გაჟღერდა მრავალი ცნობილი სახელი: აკადემიკოსი ალექსანდრე ეგოლინი (საბჭოთა ლიტერატურის პარტიული ზედამხედველი), ვლადიმერ კრუჟკოვი (ცენტრალური კომიტეტის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების ხელმძღვანელი და ცენტრალური რევიზიის კომისიის წევრი), სერგეი კაპტანოვი (ალექსანდროვის მოადგილე), სერგეი პეტროვი (ეგოლინის ყოფილი მოადგილე მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში) და სხვები. ყველა მათგანი ხშირად სტუმრობდა ნაკლებად ცნობილ დრამატურგს, კონსტანტინე კრივოშეინს, ხან მოსკოვის ბინაში, ხან აგარაკზე პრესტიჟულ ვალენტინოვკაში. თავად კრივოშეინს გოგონები თავისი ნაცნობების მეშვეობით, ძირითადად თეატრალური ინსტიტუტიდან და ქორეოგრაფიული სასწავლებლებიდან მოჰყავდა (ფილოსოფოსებისთვის, ისინი ზოგჯერ ეძებდნენ ფილოსოფიური ფაკულტეტების სტუდენტებს). გოგონებს უხვი საჩუქრებითა და მრავლისმეტყველი მინიშნებებით ატყუებდნენ, რომ გავლენიანი სტუმრები მათ პროტექციას გაუწევდნენ და მომავალ კარიერას შეუქმნიან. " წლების განმავლობაში, ავანტიურისტმა კრივოშეინმა საკუთარს ბინაში და აგარაკზე შექმა გარყვნილების ბუდე, "პაემნების სახლი", სადაც ის სისტემატურად იტყუებდა ახალგაზრდა გოგონებს და ქალებს, ძირითადად, თეატრალური ახალგაზრდობიდან და თეატრალური სკოლის სტუდენტებიდან, ახერხებდნენ მათ ცდუნებას, პირდებოდნენ რა კარიერულ წინსვლას მაღალი თანამდებობის პირებისა და თეატრისა და ლიტერატურის გამოჩენილი მოღვაწეების დახმარებით."-ნათქვამი იყო დასკვნაში, რომელიც პრეზიდიუმის სხდომაზე წაიკითხეს. სექსუალურ სკანდალში ჩართული თითქმის ყველა პირი მაღალი თანამდებობებიდან მოიხსნეს. ეგოლინი რუსული ლიტერატურის ინსტიტუტის რიგით მკვლევარად ჩამოქვეითეს. კრუჟკოვი მოხსნეს აგიტპროპაგანდის უფროსის თანამდებობიდან და სვერდლოვსკის უნივერსიტეტში პედაგოგად გაამწესეს. კაპტანოვმს, რომელიც ნაკლებად იყო ჩაბმული სკანდალში, მინისტრის მოადგილის თანამდებობა შეინარჩუნა. სექს-სკანდალის მთავარი ფიგურანტი მინისტრი ალექსანდროვი, ყველა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მინისტრის თანამდებობის დაკარგვის გარდა, ის ამოშალეს ცენტრალური კომიტეტის კანდიდატთა სიიდან და ჩამოართვეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატი. სასჯელის სახით იგი გაგზავნეს ბელორუსში, სადაც იგი ბსსრ-ს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში დარგის ხელმძღვანელად დანიშნეს. ამ სამსახურში დარჩა იგი სიცოცხლის ბოლომდე .ალექსანდროვი 1961 წლის 21 ივლისს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. . . 1632 4-ს მოსწონს
|