x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
გაინტერესებთ რომელია 10 ყველაზე გემრიელი ყველი მსოფლიოში?
image


ყველმა ასობით ათასი ადამიანის გული და გონება "დაიპყრო" მსოფლიო მასშტაბით. ცალკე, ღვინოსთან ერთად თუ კერძებში – ის ერთ-ერთი გასაოცარი პროდუქტია, რომელიც კი ადამიანის ხელს შეუქმნია.

აღნიშნულ საკვებ პროდუქტს, იღებენ ყველისთვის ვარგისი რძისგან, რომელშიც იყენებენ რძის შედედების ფერმენტებს და რძემჟავა ბაქტერიებს ან კიდევ სხვადასხვა რძის პროდუქტების გადნობით მიიღება.


1. პარმეზანი


image

პარმეზანი იტალიური ყველია – არის მაგარი, მტვრევადი და გამოირჩევა მძაფრი გემოთი. აქვს ხარისხის ნიშანი DOP (Denominazione di Origine Protetta – სახელისა და წარმომავლობის დაცვა). ის შეგიძლიათ მიირთვათ ცალკე ან ისეთ კერძებთან ერთად როგორიცაა მაკარონი, პიცა, სუპი, სალათა, ომლეტი... იტალიის ერთ-ერთ რეგიონში (ემილია-რომანია) კი პარმეზანს ტრაპეზის მერე მსხალთან და ნიგოზთან ერთად მიირთმევენ. 100 გრ. შეიცავს დაახლოებით 392 კილოკალორიას.

1კგ ყველის ამ სახეობის მისაღებად 16 ლ. რძეა საჭირო. მისი წარმოება 1 აპრილს იწყება და 11 ნოემბერს მთავრდება. ამის შემდეგ ყველის მომწიფება ხდება, რომელიც 12-დან 36 თვემდე პერიოდს მოიცავს. მის სიმწიფეს მუსიკალური მეთოდით განსაზღვრავენ – ყველს ვერცხლის პატარა ჩაქუჩს უკაკუნებენ.


2. ბრი

image


ბრი – ძველებური ფრანგული სამეფო ყველია. მისი გემო მერყეობს სოკოსა და ხილს შორის, რაც დამოკიდებულია ყველის სახესხვაობასა და მომწიფების პერიოდზე. ხილი და ბრი ძალიან უხდება ერთმანეთს. 100 გრ. საშუალოდ 330 კილოკალორიას შეიცავს.


3. კამბოცოლა (Cambozola)

image


კამბოცოლა გერმანული ძროხის ყველია, მისმა მწარმოებლებმა შესძლეს ფრანგული რბილი ყველის თვისებებისა და იტალიური გორგორცოლას შეერთება. გემოთი კამამბერს წააგავს, თუმცა, მასთან შედარებით უფრო მძაფრია ობის გამო. ეს ყველი უმჯოესია ისეთ ხილთან ერთად მიირთვათ, როგორიცაა ნესვი, მსხალი ან ყურძენი. იმისათვის რომ კარგად შეიგრძნოთ კამბოცოლას დახვეწილი გემო, მის არომატს სრულად გახსნის საშუალება უნდა მისცეთ – ამისათვის სანამ მაგიდაზე მიიტანთ, ყველი წინასწარ, ერთი საათით ადრე თეფშზე უნდა მოათავსოთ. 100 გრ. საშუალოდ 427 კილოკალორიას შეიცავს.



4. მასკარპონე


image


მასკარპონე იტალიური ნაღების ყველია. წარმოშობით ლომბარდიის რეგიონიდანაა. არის კრემისებური კონსისტენციის, შეიცავს დაახლოებით 75% ცხიმს. ამიტომაც ხშირად იყენებენ ჩიზქეიქებისა და სხვადასხვა დესერტების მოსამზადებლად. მათ შორის ყველაზე ცნობილია ტირამისუ (იტალიური მრავალფენიანი დესერტი). მასკარპონეს ასევე ხმარობენ კარაქის ნაცვლად ბუტერბროდებში. 100 გრ. შეიცავს 453 კილოკალორიას.


5. კამამბერი


image


რბილი ცხიმიანი ყველის სახეობა, რომელსაც ძროხის რძისგან ამზადებენ. კამამბერი და ბრი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ეს უკანასკნელი ნაკლებად ცხიმიანია. აქვს ნაზი და ოდნავ სოკოს მსგავსი გემო. ზემოდან თეთრი ფერის ქერქი აქვს, რომელსაც წარმოქმნის სპეციალური Penicillium camemberti ან Penicillium candidum სახეობის ყველის ობი. 100 გრ. საშუალოდ შეიცავს 300 კილოკალორიას.


6. დორ ბლუ

image


გერმანული ცისფერი ყველი. მისი მწარმოებელია კომპანია Käserei Champignon Hofmeister GmbH & Co.KG. ყველი მზადდება ძროხის რძისგან Penicillium roqueforti –ის ობის გამოყენებით. უმჯობესია მიირთვათ ნიგოზთან და ყურძენთან ერთად. 100 გრ. დორ ბლუ შეიცავს 354 კილოკალორიას.


7. გორგონძოლა (Gorgonzola)

image

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური ყველი, რომელიც მძაფრი გემოთი გამოირჩევა. მიეკუთვნება ცისფერი ყველის სახეობას. მისი წარმოება ჯერ კიდევ ლომბარდიაში შუა საუკუნეებში დაიწყეს. არსებობს ამ ყველის ორი სახეობა: Gorgonzola Dolce -მოტკბო გემოთი და Gorgonzola Piccante, რომელსაც უფრო მკვეთრი გემო ახასიათებს ძლიერი არომატით. გორგონძოლას მიირთმევენ დესერტად, კულინარიაში გამოიყენებენ მაკარონისთვის სოუსების მოსამზადებლად, ასევე იდეალურია სალათებსა და რიზოტოში. 100 გრ. საშუალოდ შეიცავს დაახლოებით 358 კილოკალორიას.


8. მაცარელა


image

იტალიური ყველის სახეობა. კლასიკური მაცარელა მზადდება შავი კამეჩის რძისან. მას ყიდიან მარილწყალში დასველებული ბურთულების სახით, რადგანაც დიდხანს არ ინახება. ყველაზე გემრიელი მაცარელას სახეობაა giornata (შენახვის ერთი დღის ვადით), მაგრამ მის დაგემოვნებას იტალიაში თუ შეძლებთ. არსებობს ასევე მაგარი სახეობის მაცარელა, რომელსაც ცხელ კერძებთან იყენებენ და შებოლილი (Mozzarella affumicata). ძალიან გემრიელია პომიდორთან, რეჰანთან და ზეითუნის ზეთთან ერთად. ასევე შეიძლება დაუმატოთ ცოტაოდენი შავი პილპილი. 100 გრ. საშუალოდ შეიცავს 250 კილოკალორიას.


9. როკფორი

image

როკფორი ფრანგული წარმოშობისაა, რომელიც ცისფერი ყველის სახეობას მიეკუთვნება. ადრე მას მხოლოდ ცხვრის რძისგან ამზადებდნენ, დღეს კი ფართოდ გამოიყენება ძროხის რძე. ამ ყველის განმსაზღვრელ ინგრედიენტს წარმოადგენს ობი Penicillium roqueforti. როკფორი გამოირჩევა მკვეთრად გამორჩეული გემოთი, რომელიც თხილს მოგაგონებთ. მასთან ერთად მიირთმევენ ისეთ ღვინოებს, როგორიცაა: Cahors, Sauternes, Porto. 100 გრ. საშუალოდ შეიცავს 335 კილოკალორიას.


10. ტეტ-დე-მუანი


image


ტეტ-დე-მუანი წარმოადგენს ექსკლუზიური შვეიცარული ყველის სახეობას. ფრანგულიდან თარგმანში "ბერის თავს" ნიშნავს. ყველის ამ სახეობას ამზადებენ ძროხის რძისგან, რომელსაც მხოლოდ ზაფხულის პერიოდში იღებენ. მის მომწიფებას სამ თვეზე მეტი ჭირდება. მზა ყველი არის მკვრივი კონსისტენციის. აქვს ძლიერი არომატი და მკვეთრად გამოხატული მძაფრი გემო. გემრიელია თეთრ ღვინოსთან ერთად. 100 გრ. შეიცავს დაახლოებით 410 კილოკალორიას.


ასევე დაგაინტერესებთ:


9 მიზეზი, თუ რატომ არის მოცვი უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აუცილებლად გაითვალისწინეთ!


შავი ქიშმიშის 6 საოცარი თვისება. განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს


გაიგეთ, თუ რატომ არ უნდა გადაყაროთ საზამთროს კურკები


ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ!


სელის ზეთი – კურნავს ბევრ დაავადებას! რატომ, როგორ და ვინ უნდა მიიღოს?


მინერალები, რომელიც აძლიერებს ჩვენს ჯანმრთელობას და იმუნიტეტს. რომელი საკვები უნდა მივიღოთ ამისთვის?


რატომ უნდა მიირთვათ ბროწეული კურკასთან ერთად. ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!

5
450
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
450
  
2020, 19 აგვისტო, 18:58
არა, სამწუხაროდ :( არასოდეს გამისინჯავს :(((
2020, 19 აგვისტო, 17:17
როკფორი არის ძააალიან გემრიელი ყველი, ჩვენთან ახლა რაღაც არ შემხვედრია, ადრე ერევნიდან ჩამოჰქონდათ გადამყიდველებს, თუ გახსოვს ლელა
2020, 25 ივლისი, 13:16
ჩვენსას არ ვაფასებთ სათანადოს, ესაა ჩვენი პრობლემა...
2020, 23 ივლისი, 18:13
დავიჯერო კაი გუდის ყველს ჯობია ყველა ერთად აღებული????
2020, 17 ივლისი, 18:16
საინტერესოა, როგორც ყოველთვის.
დაილოცოს ქართული სულუგუნი, გუდის ყველი და საერთოდ ქართული ყველი.
გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ჰოლანდიური და იტალიური რძის ნაწარმიდან არცერთი ყველის გემო არ მომეწონს რაც კი გავსინჯე.
0 1 5