ქალი და მამაკაცი 9 არც ისე აშკარა ნიშანი იმისა, რომ ადამიანს მოსწონხართ 2020, 25 ივლისი, 11:26 იმისთვის რომ გაიგოთ, ადამიანს მოსწონხართ თუ არა, აუცილებელი არ არის ეს პირდაპირ ჰკითხოთ. საკმარისია, მის სხეულის ენას ყურადღება მიაქციოთ. ჟესტები ადამიანის გრძნობებზე უამრავ რამეს ამბობს.
1. თუ ადამიანი ცდილობს, თქვენ ორს შორის მყოფი ფიზიკური ობიექტები მოიშოროს, მას მოსწონხართ.როცა იმ ადამიანთან გვაქვს კომუნიკაცია, ვინც მოგვწონს, ვცდილობთ ჩვენ შორს მყოფი ფიზიკური ობიექტები მოვიშოროთ. სხვისი მხრიდან იმავეს გაკეთებაც ამას ნიშნავს. ამ შემთხვევაში ბარიერი შეიძლება იყოს ჭიქა, თეფში, ჩანთები და ბალიშები.მაგალითად, თუ ადამიანი თქვენ ორს შორის დადებს ჭიქას, სავარაუდოდ მას თქვენ მიმართ რომანტიკული გრძნობები არ აქვს. ან როცა ქალს წინ უჭირავს ჩანთა კაცთან საუბრისას, ეს იმას ნიშნავს, რომ მასთან მეტად დაახლოებას აღარ აპირებს. 2. ყველა ადამიანს აქვს განსაზღვრული პირადი სივრცე და მათ, ვინც უფრო ახლოს მოდიან ჩვენთან, უნდათ, რომ ისინი მოგვწონდეს.ქვეცნობიერად, ადამიანს სურს, ახლოს იყოს იმათთან, ვინც მოსწონს და დისტანცია დაიჭიროს იმათთან, ვინც არ მოსწონს. ეს ქცევა განპირობებულია სურვილით, დაიცვას საკუთარი პირადი სივრცე "მტაცებლებისგან", რაც ჩვენს წინაპრებს ახასიათებდათ. თავის გადაწევა მოსაუბრისკენ ან მთელი სხეულისა და თავის მისკენ შებრუნება იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ ინდიფერენტული არ ხართ. 3. როცა ადამიანს ესაუბრებით, დააკვირდით მისი ტერფების მიმართულებას.როცა სხეულის ენაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ტერფების პოზიცია. თუ ადამიანი ვიღაც სხვას ესაუბრება, მაგრამ მისი ტერფები თქვენკენაა მიმართული, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეცნობიერად მას თქვენი ყურადღების მიქცევა სურს. საინტერესოა, რომ ადამიანი მოწონებას პირველად ამ ჟესტით გამოხატავს, ესე იგი ჯერ თქვენკენ მოაბრუნებს ტერფებს, რასაც სხვა ჟესტები მოჰყვება.4. აწეული წარბები მხოლოდ გაოცებას არ გამოხატავს.როცა ესალმებით ადამიანს, რომელსაც მოსწონხართ, ის თავისდაუნებურად წარბებს მაღლა სწევს. რაც უფრო მოსწონხართ, ეს ჟესტი მით უფრო შესამჩნევია.5. თუ ვიღაც თქვენთან ახლოს დგას ან ზის სპეციალურად გამართული ზურგით, მას თქვენი ყურადღების მიქცევა უნდა.როცა მამაკაცი ესაუბრება ქალს, რომელიც მოსწონს, ის ქვეცნობიერად ცდილობს, გამართული ზურგით იჯდეს ან ცოტათი მისკენ გადაიხაროს კიდეც. ამ ჟესტით კაცი ცდილობს, თავისი ძლიერი მხარე გამოხატოს და ცოტათი მაღალიც გამოჩნდეს. თუმცა, პირველი შეხედვისას შეიძლება არასწორად ისიც იფიქროთ, რომ ის თქვენთან დისტანციის დაცვას ცდილობს.6. როცა ვიღაცის კომპლიმენტი არაგულწრფელი ჩანს, ყურადღება მიაქციეთ მას.ბევრი ადამიანი სპეციალურად არ ეუბნება კომპლიმენტს იმას, ვინც მოსწონს, მარტივი მიზეზის გამო: ფიქრობს, რომ იმდენად იდეალური ხართ, ამის შეხსენება არ გჭირდებათ.როცა ასეთი ადამიანი კომპლიმენტის თქმას ცდილობს, ნათქვამი ძალდატანებულს ჰგავს იმავე მიზეზით. ის ფიქრობს, რომ კარგად გამოიყურებით და დისკომფორტს გრძნობს ამის ხაზგასმისას. 7. როცა ვიღაცასთან ერთად სეირნობთ, დააკვირდით მის პოზიციას.თუ ადამიანი თქვენ წინ მიდის, ფსიქოლოგიურად ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე ფიქრობს და თქვენით დიდად დაინტერესებული არაა. თუ თქვენ უკან მოდის, შეიძლება აინტერესებდეთ. ხოლო თუ გვერდით მოგყვებათ, არც გისწრებთ და არც ჩამოგრჩებათ, ეს ნამდვილად იმას ნიშნავს, რომ მოსწონხართ.8. ყურადღება მიაქციეთ, რამდენად ხშირად ახამხამებს ადამიანი თვალებს.როცა ადამიანი ისეთ ვინმეს ელაპარაკება, ვინც დიდად არ მოსწონს, გაუცნობიერებლად ხშირად ხუჭავს თვალებს. დახუჭული თვალები ბარიერივითაა, რაც ამ ადამიანის "დაბლოკვაში" ეხმარება. ხოლო თუ მას მოსწონხართ, თვალებს უფრო იშვიათად დაახამხამებს.9. დააკვირდით მამაკაცის ხელების პოზიციას.საყვარელ ქალთან მამაკაცი ცდილობს გახსნილი გამოჩნდეს. ამის ჩვენების ერთ-ერთი გზა ხელების წელზე შემოლაგებაა. ეს პოზიცია შეიძლება ქედმაღლური და მუქარის შემცველი მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ერთ რამეს ნიშნავს - ვიღაც უნებურად ცდილობს გაჩვენოთ, რომ თქვენთან გახსნილია.ასევე დაგაინტერესებთ:1. რატომ ვერ მიდიხართ ადამიანისგან, რომელმაც გული გატკინათ - ექსპერტები ამ ფენომენს ხსნიან 2. 9 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდება - გაითვალისწინეთ! 3. რატომ რჩებიან მოღალატე კაცები ცოლებთან - 8 პოპულარული მიზეზი 4. როგორ გამოვიდეთ პაემნიდან იაფად - 20 ჭკვიანური იდეა 5. 10 რომანტიკული ჟესტი, რაც თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას გააძლიერებს 885 5-ს მოსწონს
|