ქალი და მამაკაცი როგორ გამოვიდეთ პაემნიდან იაფად - 20 ჭკვიანური იდეა 2020, 16 იანვარი, 14:24 პაემნები ამაღელვებლად კარგია, მაგრამ ხშირად ძვირიც ჯდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფინანსების დაზოგვის მიზნით პარტნიორთან ნაკლები დრო უნდა გაატაროთ. ხომ იცით, რომ საუკეთესო პაემნებთან ფული არაფერ შუაშია. იმისთვის რომ საყვარელ ადამიანთან ყოფნით ისიამოვნოთ და თან ზედმეტი ფული არ დახარჯოთ, სტატიაში წარმოგიდგენთ 20 იდეას. ისიამოვნეთ!
1. გაატარეთ თქვენი ოცნების მანქანა.იქნებ, ორივე თქვენგანს გაქვთ ოცნების მანქანა და ამ ეტაპზე ვერ ყიდულობთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ, "ტესტ დრაივი" სცადოთ. რამდენიმე წუთის განმავლობაში საოცნებო მანქანის ტარებით ისიამოვნებთ.2. დაუკარით მუსიკა ერთმანეთისთვის.თუ ორივეს მოგწონთ მუსიკა, შეგიძლიათ ერთმანეთისთვის დაუკრათ. ამას თუ გააკეთებთ, სასიამოვნოდ გავა დრო. შეგიძლიათ, ერთმანეთს ასწავლოთ კიდეც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა.3. ერთად გააკეთეთ მოხალისეობრივი სამუშაო.თუ ორივეს გიყვართ ბუნება, ცხოველები და ქველმოქმედებაც გსიამოვნებთ, მოხალისეობა ერთ-ერთი კარგი აქტივობაა, რისი გაკეთებაც ერთად შეგიძლიათ. ეს თავს კარგად გაგრძნობინებთ და პარტნიორსაც ნათელი და პოზიტიური კუთხით დაგანახებთ.4. გაიარეთ ანტიკვარიატის მაღაზიებში.თუ ბევრი ფულის დახარჯვა არ გინდათ, შეგიძლიათ ანტიკვარიატს ან ფლი მარკეტს ესტუმროთ. სახალისო იქნება საინტერესო ნივთების ერთად აღმოჩენა. შეიძლება ისეთი რამეც იპოვოთ, რაც განსაკუთრებით თქვენ ორისთვის არის ღირებული და სამახსოვროდ დაიტოვოთ.5. ერთად უყურეთ ვარსკვლავების ცვენას.თუ იცით ადგილი, საიდანაც ღამით ვარსკვლავები განსაკუთრებით კარგად ჩანს, ეს აქტივობა ნამდვილად რომანტიკული იქნება. შეგიძლიათ, ღამის ცის ქვეშ პარტნიორთან მშვიდად ისაუბროთ. ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს სამყაროში მხოლოდ თქვენ ორნი ხართ.6. სცადეთ სპორტ-დარბაზი.ზოგიერთ სპორტ-დარბაზი აქცია აქვს, რომლის მიხედვითაც თუ დამწყები ხართ, საცდელი პერიოდის განმავლობაში უფასოდ შეგიძლიათ ვარჯიში. ეს მხოლოდ სახალისო კი არ არის, ჯანრმთელობისთვისაც სასარგებლოა, ამიტომ თამამად შეგიძლიათ, პარტნიორთან ერთად სცადოთ. თუმცა, არ დაგავიწყდეთ წევრობის გაუქმება, სანამ გადახდის დრო მოვა.7. ერთად მოამზადეთ სახლში საჭმელი.რესტორანში ვახშმობა სასიამოვნოა, თუმცა, ძვირია. შეგიძლიათ, ამის ნაცვლად ზოგჯერ სახლში მოამზადოთ საჭმელი. გარდა იმისა, რომ ფულს დაზოგავთ და უფრო ჯანსაღ პროდუქტს მიირთმევთ, ერთად სასიამოვნო დროსაც გაატარებთ, რაც თქვენს კავშირს გააძლიერებს.8. დარჩით სახლში სათამაშოდ.მოიმარაგეთ საინტერესო თამაშები და საღამოს პარტნიორთან შეჯიბრი მოაწყვეთ. როგორც მაგიდის, ასევე ვიდეო თამაშები დროის ერთად გასატარებელი სასიამოვნო აქტივობაა. ზოგჯერ, შეგიძლიათ მეგობრებიც მოიწვიოთ და ორმაგი პაემანიც კი მოაწყოთ.10. მოკრიფეთ ხილი.თუ ხილის მოკრეფის სეზონი დადგა და ხეხილის ბაღიც ახლოსაა, წაიყვანეთ პარტნიორი თავგადასავალზე. გარდა იმისა, რომ ჯანსაღ პროდუქტს მოიმარაგებთ, ის უფრო გემრიელიც მოგეჩვენებათ, რადგან თავად მოკრიფეთ.11. მოაწყვეთ სპა-საღამო.სპა-სალონებში ერთად განტვირთვა საკმაოდ სასიამოვნო პროცედურაა, თუმცა, ძვირი ღირს. შეგიძლიათ, სპა-საღამო სახლში მოაწყოთ, ერთმანეთს სახის ნიღბები წაუსვათ და მასაჟი გაუკეთოთ. საყვარელი ადამიანის შეხება ბევრად უფრო მრავალმნიშვნელოვანი და რომანტიკული იქნება, ვიდრე მასაჟის თერაპევტის.12. ითამაშეთ პინგ-პონგი ან ბოულინგი.თუ ასეთი რამეები მოგწონთ, პინგ-პონგის ან ბოულინგის სათამაშოდ წასვლა ყოველთვის შეგიძლიათ. თამაშის დროს შეგიძლიათ ერთმანეთს ასწავლოთ და შეეჯიბროთ კიდეც.13. ივახშმეთ მეგობრებთან ერთად.მოამზადეთ საჭმელი იმისგან, რაც მაცივარში გაქვთ, შედეგად კი რამე უცხოს და მოულოდნელს მიიღებთ.14. გადაიღეთ დასამახსოვრებელი სურათები.სურათი მილიონ სიტყვას უდრის. ახლა, როცა მობილურით ყველგანაა ფოტოს გადაღება შესაძლებელი, ისღა დაგრჩენიათ, კარგი ადგილი იპოვოთ.15. იცეკვეთ.თუ ერთმანეთი გყავთ და კარგი მუსიკაც მოგეპოვებათ, ამის გაკეთება ყველგან შეგიძლიათ. შეგიძლიათ, ცეკვის გაკვეთილებზე იაროთ ან სახლში იცეკვოთ. მნიშვნელობა არ აქვს, ცეკვა გამოგდით თუ არა, მთავარია, რომ ამას ერთად აკეთებთ.16. იყავით ტურისტების წყვილი საკუთარ ქალაქში.ხშირად მარტივად გეგმავთ თქვენს ქალაქში მდებარე კარგ ადგილს ეწვიოთ, მაგრამ სინამდვილეში ამისთვის დროს ვერ პოულობთ. საკუთარ ქალაქში ტურისტად ყოფნა საკმაოდ კარგი იდეაა. შეიძლება ისეთი ადგილებიც აღმოაჩინოთ, რომელთა არსებობაზე აქამდე წარმოდგენაც არ გქონდათ.17. გაისეირნეთ ველოსიპედით ან წადით სალაშქროდ.წყვილებისთვის, რომლებსაც გარეთ გასვლა და სიარული უყვართ, ლაშქრობა კარგი აზრია. თუ ამას ზედმეტად მიიჩნევთ, ალტერნატივად ველოსიპედის ტურს გთავაზობთ. ასე ბუნებით დატკბებით და სასიამოვნო დროს გაატარებთ პარტნიორთან ერთად.18. დაესწარით ფესტივალებს, კარნავალებს და ღონისძიებებს.ყოველწლიურად უამრავი ასეთი ღონისძიება იმართება და ზოგიერთი მათგანი უფასოა. შეგიძლიათ, ერთი თეთრის დახარჯვის გარეშე შეხვიდეთ და ნახოთ, რა ხდება.19. გაისეირნეთ სანაპიროზე.სანაპიროზე გასეირნება ჩვეულებრივ პაემანს საინტერესოს ხდის. შეგიძლიათ, ზაფხულში ეწვიოთ პლიაჟს და მზით ისიამოვნოთ ან ნებისმიერ სხვა სეზონზე წახვიდეთ და დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან ერთად.20. მოაწყვეთ პიკნიკი.იპოვეთ შესაფერისი პარკი/ბაღი და მოაწყვეთ პიკნიკი საყვარელ ადამიანთან ერთად. გარდა იმისა, რომ ფულს დაზოგავთ, ძვირიანი რესტორნისთვის ოფიციალურად ჩაცმაც არ მოგიწევთ. გარდა ამისა, როცა პარნიორთან მარტო იქნებით, უფრო მშვიდად ისაუბრებთ ყველაფერზე. გიცდიათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობა? იქნებ, სხვა იდეებიც გაქვთ, რომელთა გაზიარებაც გნებავთ. გვითხარით კომენტარების სექციაში♥♥p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია. ასევე დაგაინტერესებთ:1. ეს 10 შეკითხვა აუცილებლად დაუსვით პარტნიორს პირველ პაემანზე 2. 10 რომანტიკული ჟესტი, რაც თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას გააძლიერებს
390 2-ს მოსწონს
|