x
image
არჩილ ვერულიძე
იტალიამ ხმა მისცა აკრძალვას ცხოველების ცირკსში გამოყენების შესახებ

იტალიაში მიიღეს კანონი, რომელის მიხედვითაც იკრძალება ცხოველების ცირკში გამოყენება.


წესები იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელებს იტალია კანონს ცირკებში გამოყენებული ყველა ცხოველის შესახებ, ერთი წლის ვადაში იქნება დადგენილი მინისტრთა განკარგულებით.


ცხოველთა დამცველები Adi International– ში, წამყვანი ცხოველთა არაკომერციული უფლებების დაცვის ორგანიზაცია მიესალმებიან ამ გადაწყვეტილებას, როგორც მნიშვნელოვან მიღწევას.


იან კრემერმა (Adi International– ის პრეზიდენტი) განაცხადა: “ ერთი ადგილიდან მეორესკენ მოგზაურობისას კვირიდან კვირამდე დროებითი ვოლიერების გამოყენებით ცირკებს უბრალოდ არ შეუძლიათ ცხოველთა ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილება.


image

კერძო გამოძიებისას გამოვლენილი იქნა ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევები, რომელთა მეშვეობითაც იმორჩილებენ ცხოველებს და აიძულებენ ტრიუკების შესრულებას. ჩვენ მადლობას ვუხდით იტალიას და მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს მიბაძონ იტალიას, რათა ამ სისასტიკეს საბოლოოდ დაესვას წერტილი.”.


ინგლისის მთავრობამ განაცხადა, რომ ისევ მხარს უჭერს მიღებულ აკრძალვას, მაგრამ არ გაუკეთებია არანაირი კონკრეტული განცხადება, თუ როდისთვის მიიღებენ კანონს, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს იქნა შესწავლილი და შემუშავებული.


ბრიტანეთის ვეტერინარულმა ასოციაციამ განაცხადა: გარეული ცხოველების მოთხოვნილებები და საჭიროებანი ვერ იქნება დაკმაყოფილებული მოხეტიალე ცირკებში - საცხოვრებლის ან ნორმალური ბუნებრივი ქცევის შესაძლებლობის თვალსაზრისით.

უელსსა და შოტლანდიაში ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცხოველების ცირკში გამოყენების აკრძალვის მიზნით.


2
48
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
48
  
2020, 14 ივლისი, 0:11
კარგი იქნებოდა საქართვეშიც მიეღომ, მაგრამ შორს ვართ მაგ შეგნებიდან, სამწუხაროდ.
2020, 14 ივლისი, 0:04
ნეტა საქართველოში როდის მიიღებენ ამ კანონს????? მაგრამ არა მგონი მიიღონ თორე პარლამენტში ვიღა დარჩება??????
0 1 2