ვლადივოსტოკში სტუდენტს ბრალი წაუყენეს იმის გამო, რომ მან არ დაწერა საჩივარი პოლიციაში
პირველი კურსის სტუდენტი ანა ვახრამეევა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 45 000 რუბლით დააჯარიმა. რის საფუძველზე? იმის გამო, რომ მან პოლიციას არ შეატყობინა მისი მეგობრის მიმოწერის შესახებ სოციალურ ქსელში, რომელიც გამოძიების თქმით, შეიცავდა „ტერორიზმისკენ მოწოდებებს“.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გოგონამ იცოდა, რომ ”ტერორისტული საქმიანობა რუსეთის ფედერაციაში აკრძალულია და მისი განხორციელების მოწოდება დანაშაულია”, მაგრამ განზრახ არ მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცავებს