უცხოური პრესა სირიაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალი დაიღუპა 2020, 18 აგვისტო, 20:13
დღეს ცნობილი გახდა, რომ სირიის ტერიტორიაზე დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი ვიაჩესლავ გლადკიხი, ამის შესახებ "რუსული გაზაფხული" წერს. სირიაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, პუბლიკაცია აღნიშნავს, რომ ატი-ტაიმის ნავთობის საბადოზე, დეირ ეზ-ზორის სამხრეთით მდებარე მაღაროში, დაიღუპა რუსი გენერალი, ასევე ქალაქ ალ-მეიადინის ეროვნული თავდაცვის მეთაური, ორთხ დაქვემდებარებულ პირთან ერთად. დაშავდა კიდევ სამი ადამიანი. ცნობილია, რომ რუსი 36-ე გაერთიანებული, შეიარაღებული არმიის მეთაურის მოადგილე იყო. მსახურობდა ბაიკალის მხარეში. და ბოლოს, დავამატებთ, რომ გენერალ-მაიორის წოდება მას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიანიჭა 2016 წლის 12 დეკემბერს. 511 4-ს მოსწონს
|