უცხოური პრესა OFAC-მა რუსეთის ფედერაციას ლიცენზია გააუქმა 2022, 25 მაისი, 14:18 რუსეთს გაუუქმდა სპეციალური ლიცენზია, რის გამოც მას ახლა სუვერენულ ობლიგაციებზე დოლარით გადახდა ეკრძალება. და ეს ნიშნავს, რომ სავალო ვალდებულებების შემდეგ ტრანშს რუსეთი ვერ განახორციელებს - ვერც დოლარში და ვერც რუბლებში. მაშინაც კი, თუ რუსეთის ფედერაციას ექნება ფული, ლიცენზიის გარეშე ის უსარგებლოა. რუსეთის ეკონომიკის ძალადობრივი ჩამოშლა სწორედ ახლა, დღეიდან, ხდება და ამის მოწმეები ვართ ყველანი.
"კრეისერი მოსკოვი", იგულისხმება თვით რუსეთი, 20 ივლისამდე დაეშვება ფსკერზე. რუსეთის სრული გათიშვა გლობალური ფინანსური სისტემიდან მას ფინანსური აპოკალიფსით ემუქრება. აი გენიალური სტრატეგის, პუტინის ძალისხმევის შედეგები. სავარაუდოა, რომ რუსეთს მძიმე პერიოდი მოელის. ეს არ მომხდარა 1917 წლის შემდეგ, ნამდვილად არ არის შესაშური იმ ადამიანების ბედი, ვინც "დასაღუპად გამზადებულ გემზე" აღმოჩნდა. ეს ასევე ნიშნავს, რომ რუსეთის ნებისმიერი აქტივი და ქონება ავტომატურად იქნება დაყადაღებული. ასეთი სანქციების მოხსნის პირობად შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მოითხოვოს ჯარების გაყვანა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმიდან, დონბასიდან, და სხვა... ნავთობთან დაკავშირებით: ესაძლებელია მთელი რუსული ნავთობის გაყიდვა და მისი აქტივების გაყინვა ან გადაცემა დაზარალებული სახელმწიფოსთვის. შედეგები რუსეთის ეკონომიკისთვის შოკიმომგვრელი იქნება. ყველა, აბსოლუტურად ყველა, უცხოელი ინვესტორი წავა. და საერთაშორისო სესხები გახდება უზარმაზარი საპროცენტო განაკვეთები, რაც თავისთავად წამგებიანია. ეს ყველაფერი ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდება, თუ რუსეთი ყველა მოთხოვნას არ შეასრულებს. 80 5-ს მოსწონს
|