x
image
დავითი ჩუთლაშვილი
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად სწრაფად იზრდება
უკანასკნელი კვირების მანძილზე შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად სწრაფად მზარდ მაჩვენებლებს აღწევს. ეს ზრდა ივნისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული დღეში 50 ათასს უდრის.


ორშაბათს განსაკუთრებით საგანგაშო მაჩვენებელი დაფიქსირდა: 60 ათასი ახალი შემთხვევა! მაგრამ მდგომარეობა 8 ივლისს კიდევ უფრო უარესი გახდა, როცა კოვიდ-19 დაუდგინეს 61 067 ადამიანს.


კვლავაც შედარებით დაბალ ზღვრულ მაჩვენებელს ინარჩუნებს სიკვდილიანობა - აღირიცხება დღეში საშუალოდ 500 ახალი შემთხვევა, რაც ნაკლებია აპრილის მონაცემებთან შედარებით, მაგრამ როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს წარმატება კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში მხოლოდ დროებითია და შესაძლებელია, ძალიან სწრაფად ის უარყოფითი კუთხით შეიცვალოს, თუ საავადმყოფოებს უეცრად იმდენი ინფიცირებული მიაწყდება, რომ საწოლების რაოდენობა აღარ იყოს საკმარისი.


ამ ეტაპზე აშკარაა, რომ სიკვდილობის მაჩვენებელი ინფიცირებასთან შეფარდებით იმდენად მაღალი არ არის, როგორც გაზაფხულზე, როცა პანდემიის ეპიცენტრად ქალაქი ნიუ-იორკი გადაიქცა. ერთი შეხედვით, ეს კარგი ამბავია, თუმცა სპეციალისტები ფიქრობენ, რომ დღევანდელი მონაცემები მხოლოდ დროებითია, რაზეც უკანასკნელი ცნობებიც მოწმობს, როცა ბოლო დღეების განმავლობაში სიკვდილიანობამ 30 %-ით მოიმატა.



ბოლო დროს იმატა ასევე ახალგაზრდა პაციენტების რაოდენობამ, რომლებიც ინტენსიური თერაპიის პალატებში მკურნალობენ.


ბევრია კიდევ ასიმტომატურ პაციენტთა რაოდენობა, მაგრამ სიმპტომების არქონა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ჯანმრთელი ხარ. ბევრ ასიმპტომატურ პაციენტს აღენიშნება ენცეფალიტი, სისხლის შედედების გართულებები, ტრომბი და ინსულტი.


პოლიტიური მიმომხილველები და ექსპერტები დაავადების ასეთ კატასტროფულ გავრცელებას უკავშირებენ ტრამპის ადმინისტრაციის დაგვიანებულ და არასათანადო რეაგირებას კოვიდ-19-ის საფრთხესთან მიმართებით. ტრამპი დღემდე არასერიოზულად უყურებს, როგორც ის მას უწოდებს, “ჩინურ ვირუსს” და მოითხოვს, რომ შემოდგომის დაწყებასთან ერთად სკოლები გაიხსნას.


ამერიკა

0
79
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0