კინო 8 კინოსცენა, რომელიც მხოლოდ წუთები გამოჩნდა ეკრანებზე, მაგრამ რეჟისორებმა მასში მილიონები გადაიხადეს 2020, 9 ივლისი, 11:49 1. ბნელი რაინდი
ფილმში არის სცენა, როდესაც ჯოკერი საავადმყოფოდან გამოდის, მის ზურგს უკან კი შენობა ფეთქდება. ეს ეპიზოდი ფილმში ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება. იმისათვის, რომ რეალური კადრები გადაეღოთ, სპეციალურად იყიდეს მიტოვებული საკონდიტრო ფაბრიკა და მისი აფეთქების სცენა გადაიღეს.
2. ადამიანი ობობა: სახლში დაბრუნება (2017) ფილმში ყველას უყვარს ახალგაზრდა პიტერ პარკერის და ტონი სტარკის ურთიერთობა. სრულ ფილმში ტონი სტარკი რკინის კოსტიუმით და მის გარეშეც მხოლოდ 15 წუთით გამოჩნდა, სანაცვლოდ კი მსახიობს 10 000 000 დოლარი გადაუხადეს. 3. მე ლეგენდა ფილმში ევაკუაციის კადრები ყველაზე ძვირადღირებულია. მასში 14 სახელმწიფო ორგანიზაცია, 1000 დაქირავებული ადამიანი და 250 გადამღები ჯგუფის წევრი მონაწილეობდა. საერთო ჯამში ეს სცენა 5 000 000 დოლარი დაუჯდათ. 4. პერლ ჰარბორი ფილმში იაპონელების თავდასხმის სცენა 7.5 მილიონი დოლარი დაუჯდათ 4. მატრიცა: გადატვირთვა ფილმში არის სცენა, სადაც ტყუპები ტრინიტის და მორფიუსის დაჭერას ცდილობენ. რეჟისორ ვაჩოვსკებს არ სურდათ ბევრი კომპიუტერული გრაფიკის გამოყენება, ამიტომ რბოლისთვის სპეციალურად გააკეთებინეს ტრასა, რომელიც 2.5 მილიონი დოლარი დაუჯდათ. 5. წმინდა ვალენტინის დღე ჯულია რობერტსს საეკრანო დროის 6 წუთში 3 000 000 დოლარი გადაუხადეს. ყოველ წარმოთქმულ სიტყვაში ის 11 952 დოლარს იღებდა, სიტყვების რაოდენობა კი 251 იყო.
6. შურისმაძიებლები: ფინალი ფინალურ სცენასი ტონი სტარკის დაკრძალვას მარველის ბევრ სუპერგმირი ესწრება და არამარტო. ამ სცენის ბიუჯეტს არც ასახელებენ.
7. დასაწყისი სასტუმროს სცენისთვის სპეციალურად ააშენებინეს მოძრავი დერეფანი, , რომელიც წუთში 6 ბრუნვას აკეთებდა. ამ სცენა ს3 კვირა იღებდნენ, მაგრამ მხოლოდ 3 წუთით გამოჩნდა ეკრანებზე. მისთვის კი 160 000 000 დოლარი დაიხარჯა
8. ჯეიმს ბონდი: სპექტრი
ეს ხომ ჯეიმს ბონდია, მას სხვადასხვა თანამედროვე მანქანები ჰყავს, რომებიც ფილმში ხან ფეთქდება, ხან იკაწრება, ხანაც საერთოდ ქრება. 10 დან 7 მანქანა ყოველთვის ზიანდებოდა. საერთო ჯამში მხოლოდ ავტომობილებში 36 000 000 დოლარი დაიხარჯა.
133 შეფასება არ არის
|