მუსიკა ბრაიან მეი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გიტარისტად დასახელდა 2020, 8 ივლისი, 11:57 ![]() საერთო ჯამში კი გამარჯვებული გახდა, ჯგუფ Queen-ის გიტარისტი ბრაიან მეი, რომელმაც უკან ჩამოიტოვა უკვე გიტარისტთა რეიტინგების თითქმის მუდმივი ლიდერი ჯიმი ჰენდრიქსი, მესამე საპატიო ადგილზე გავიდა "ლედ ზეპელინის" გიტარისტი ჯიმი პეიჯი. პირველ ათეულში აგრეთვე მოხვდნენ:ედი ვან ჰალენი(Van Halen), ერიკ კლაპტონი(ექს-Cream)დევიდ გილმორი(Pink-floyd), რიჩი ბლეკმორი(ექს-Deep Purple, Rainbow, Blackmore's night), ალექს ლაიფსონი(ექს -Rush, Victor, Big Dirty Band), ჯეფ ბეკი(ექს-The Yardbirds, The Jeff Beck Group და სხვა პროექტები) და სლეში(Guns N' Roses, Velvet Revolver) ბრაიან მეი საკუთარ აღიარებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, ჯერ მადლობა მოუხადა სტივ ვეის და ნუნო ბეტანკურს, შემდეგ კი აღნიშნა:" "Total Guitar-ის მადლიერი ვარ. თუმცა, გიტარის დაკვრაში ყველაზე კარგი ისაა, რომ აქ ცნება "საუკეთესო" არ არსებობს. ერთმანეთისგან ყველა განვსხვავდებით და ჩვენ-ჩვენი ნიშა გვაქვს. კარიერის განმავლობაში არაერთ დიდ არტისტთან ერთად მომიწია მუშაობა და ეს ყველაზე დიდი ჯილდოა. ჩემი აზრით, ამ წოდებას ყველა ჩემზე მეტად იმსახურებთ. თუმცა, მაინც ძალიან მიხარია და ამაყი ვარ", - წერს ბრაიან მეი. ![]() 30 5-ს მოსწონს
|