კინო ყველაზე საინტერესო თურქული სერიალები, რომელთა ყურებისას დრო შეუმჩნევლად გაფრინდება 2020, 7 ივლისი, 18:32 ყველაზე საინტერესო თურქული სერიალები, რომელთა ყურებისას დრო შეუმჩნევლად გაფრინდება:
1. ნაადრევი ფრინველი / Eckenci Kus (2018) სანემი მხიარული და სიცოცხლით აღსავსე გოგონაა. ყოველ დილით ადრე იღვიძებს და ავადმყოფი მამის ნაცვლად მაღაზიას აღებს. ამის გამო ნაადრევი ფრინველი შეარქვეს. გოგონა იძულებულია კარგი სამსახური იპოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვობის მეგობარზე გათხოვებას აიძულებენ. ბოლოს სამენი სააგენტოში მუშაობას იწყებს, სადაც მისი და, ლალე მუშაობს. აქ, კი მისი თავგადასავლები იწყება. 2. სიყვარულს სიტყვების არ ესმის / Ask laftan anlamaz (2016-2017) ჰაიატი პატარა, პროვინციულ ქალაქში დაიბადა. ის ორ მეგობართან ერთად საცხოვრებლად დედაქალაქში გადადის. მურატი – ლამაზი და მდიდარი მემკვიდრეა. მათი პირველი შეხვედრა სიძულვილით იყო სავსე, თუმცა ცოტა ხანში მათ შორის ნამდვილი გრძნობები იფეთქებს და ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდებათ. შეძლებენ კი სიყვარულის გადარჩენას სირთულეებით და განსაცდელებით სავსე გზაზე? 3. სიყვარული ქირით / Kiralik Ask (2015-2016) ახალგაზრდა, მომხიბლავი ბიჭი ომერი მოდის ბიზნესში წარმატებას აღწევს. მოგების მისაღებად ნათესავებს სურთ, რომ ის დაქორწინდეს ლამაზ გოგოზე, რომელიც ახლახან განათლების მიღების შემდეგ ამერიკიდან დაბრუნდა. გოგონას კი მხოლოდ მაღალ საზოგადოებაში კაშკაშის სურვილი აქვს. ბიჭს ეს არ მოწონს. შემთხვევით ის გაიცნობს დეფნეს, კაფის ოფიციანტს. დეფნეს ოჯახი ძმის გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. შეპყრობილი პატარძლის თავიდან მოსაშორებლად დეიდას წინ დეფნას კოცნის. დეიდამ ამ სიტუაციით სარგებლობა გადაწყვიტა და დეფნე მოისყიდა მიზნის მისაღწევად – ძმისშვილის დაქორწინება. 4. ნარჩიტა / Calikusu (2013) მთავარი გმირი ფერიდე დეიდასთან და მის შვილთან ქემრანთან ერთად ცხოვრობს. დაქალებულ ფერიდეს მოულოდნელად ძმისშვილი უყვარდება. მისი საიდუმლო სოფლის მცხოვრებლებისთვის ცნობილი ხდება. მართალია, ამასთან ერთად ირკვევა, რომ ფერიდე ქემრანსაც უყვარს. 5. ქარაფშუტა / Hercai (2019) მირანას 27 წელი შურისძიების ფიქრებით ზრდიდნენ. მას სიყვარული და ბედნიერების შეგრძნება არ შეუძლია. რეიანს კი სასწაულის და უსასრულო სიყვარულის სჯერა. ერთხელ მათი გზები იკვეთება და ერთმანეთი უყვარდებათ. მაგრამ ის – მისი მტრის ქალიშვილია, რომელზეც შურისძიებაც მან დაიფიცა. ასევე დაგაინტერესებთ: 5 თურქი მსახიობი, რომლებმაც სილამაზის კონკურსში გაიმარჯვეს საინტერესო ფაქტები თურქი მსახიობის კივანჩ ტატლიტუგის ცხოვრების შესახებ როგორ გამოიყურება „სულთან სულეიმანის“ ცოლი რეალურ ცხოვრებაში? სახეზე მშვენიერი, მაგრამ საშინელი ხასიათით: ჰოლივუდის ცნობილი ჭირვეულები 14 მომხიბვლელი ვარსკვლავი: სამწუხაროდ სიბერე მათთანაც მოვიდა 382 შეფასება არ არის |