შოუბიზნესი როგორ გამოიყურება „სულთან სულეიმანის“ ცოლი რეალურ ცხოვრებაში? 2020, 29 იანვარი, 10:38 თუ პოპულარული თურქული სერიალი „დიდებული საუკუნე“ ნანახი გაქვთ, ალბათ თქვენთვის ნაცნობია მსახიობი ჰალიტ ერგენჩი.
ამ კინოშედევრში ერთ-ერთი მთავარი როლი, უფრო ზუსტად სულთან სულეიმანის როლი სწორედ მან შეასრულა. ჰალიტთან ერთად „დიდებულ საუკუნეში“ მისი ცოლიც, ბერგიუზარ ქორელიც მონაწილეობდა. უბრალოდ ნახეთ, რა ლამაზია! მეუღლის შესახებ ჰალიტ ერგენჩი და ბერგიუზარ ქორელი უკვე 10 წელზე მეტია ერთად არიან. წყვილს ერთი შვილი ჰყავს. ცოლ-ქმარს შორის 12 წლიანი სხვაობაა, მაგრამ ამას აბსოლუტურად ვერ ამჩნევენ. სხვათა შორის, ოჯახურმა წყვილმა ერთმანეთი „1001 ღამის“ გადაღებების დროს გაიცნეს. ცოტა ჰალიტ ერგენჩის ბიოგრაფიის შესახებ მსახიობი ჰალიტ ერგენჩი 1970 წლის შემოდგომას დაიბადა. მისი კინო დებიუტი 1996 წელს შედგა. დღესდღეობით 20-ზე მეტ ფილმში მონაწილეობა აქვს მიღებული, მათ შორისაა „მამა და შვილი“, „ალი და ნინო“ და ა.შ. ბერგიუზარ ქორელი ერგენჩის მეორე ოფიციალური მეუღლეა. ქორელი 1982 წელს ზაფხულში დაიბადა. სტუდენტობამდე პროფესიონალურ დონეზე ხელბურთს თამაშობდა. თავისი პირველი როლი შეასრულა სერიალში „დამსხვრეული ცხოვრება“. ამ დრომდე მსახიობს 9 სერიალში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორისაა „შენ ჩემი სამშობლო ხარ“, „დაუსრულებელი სიმღერა“ და ა.შ. ასევე დაგაინტერესებთ: 5 თურქი მსახიობი, რომლებმაც სილამაზის კონკურსში გაიმარჯვეს 14 ცნობილი მამა, რომლებმაც ინტერნეტი დაიპყრეს ნახეთ, ვინ იყო ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი მსახიობი, როცა თქვენ დაიბადეთ საინტერესო ფაქტები თურქი მსახიობის კივანჩ ტატლიტუგის ცხოვრების შესახებ კიანუ რივზმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სიკეთე - მარტივი საქმეა 5342 1-ს მოსწონს |