x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
რა არის დორამა, და რატომაა დღეს ის ასეთი პოპულარული?
დორამა- ეს აზიური სერიალების სახელწოდებაა, კერძოდ კი სამხრეთ კორეულის, იაპონურის, ტაივანურის, ჩინურის ან ტაილანდურის. ყველა ქვეყანას სერიალების სიუჟეტის და გადაღებების თავისებური სტილი აქვს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კორეული დორამები დღეს ლიდერობს აზიის ქვეყნებში და არამარტო. რატომაა დორამა საინტერესო? პირველ რიგში იმიტომ, რომ მათი სიუჟეტები ამერიკული ან ევროპული სიუჟეტებისგან განსხვავდება, მათ 1 სეზონი აქვთ და 16-25 სერიით შემოიფარგლებიან, ასე რომ, შაბათ-კვირას მათი ნახვა სულაც არაა დამღლელი, პირიქით, ისე ჩაგითრევთ, რომ შეიძლება დრო ისე გავიდეს რომ ვერც გაიგოთ. საყურადღებო ფაქტორია ისიც, რომ დორამაში გვიჩვენებენ ჩვენთვის უცხო კულტურას და წეს -ჩვეულებებს, მიმართვის ფორმებს, კულტურას, ეკონომიკას, მენტალიტეტს და ა. შ. დღეს შემოვიფარგლები მხოლოდ რომანტიკული ჟანრის მელოდრამებით, რომლებიც პოპულარული იყო და არის არამარტო აზიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.


1.Personal Taste

image

მთავარი გმირი გოგონა პაკ გე ინი ძალიან მიამიტია, მამამისი ცნობილი არქიტექტორი იყო, რომლის მიერ დაპროექტებულ სახლშიც თვითონ ცხოვრობს. გოგონა ყველას მიმართ კეთილია, მას იმედს უცრუებენ საქმროც და საუკეთესო მეგობარიც, როდესაც მისგან მალულად იწყებენ შეხვედრას. ისტორია იწყება იმით, რომ გე ინი გადაწყვეტს სახლში ერთი ოთახი მიაქირავოს ასევე არქიტექტორ ბიჭს, ჯინ ჰოს, რომელსაც გოგონა ჰომოსექსუალად თვლის, ისინი მალევე მეგობრდებიან, “გეი'' მეგობრის ყოლა ხომ ძალიან კარგია, ის ურჩევს როგორ ჩაიცვას, ასწავლისფლირტს და ა. შ. საბოლოოდ კი გე ინი ჯინ ჰოს სთხოვს, რომ თავი მის შეყვარებულად მოაჩვენოს ყოფილი საქმროს საეჭვიანოდ, სწორედ აქედან იწყება ისტორიაც...




2. It's Okay, That's Loveimage

პირველი კორეული დორამაა ფსიქიატრიის შესახებ, ის გვიჩვენებს როგორ ცხოვრობენ ადამიანები პსიქოლოგიური პრობლემებით. მთავარი გმირი ქალი ფსიქიატრია პროფესიით, თუმცა თვითონაც აქვს პრობლემები, რომლებსაც თვითონ ვერ შველის, მთავარი გმირი მამაკაცი კი ცნობილი დეტექტივების ავტორი და დიჯეია, მასაც აქვს ბავშვობის დროინდელი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომლის შესახებ თვითონ ვერ ხვდება. მათი შეხვედრა კი ყველაფერს ცვლის, თუმცა თავიდან ერთმანეთს ვერ იტანენ.




3. Oh My Venus

image

მთავარი გმირი მამაკაცი კიმ იონ ჰო ამერიკაში ცხოვრობს და ცნობილი ფიტნეს უინსტრუქტორია, ის მდიდარი ოჯახიდანაა და თითქოს პრობლემები არ აქვს, მაგრამ სინამდვილეში, ბავშვობაში მიღებული ტრავმის გამო მას ყოველ დღე უწევს ტკივილთან გამკლავება. მთავარი გმირი ქალი კი კან ჯუ ინია, ის 33 წლისაა და ადვოკატია, სკოლის პერიოდში იგი ძალიან ლამაზი იყო, ისე, რომ ქალაქში მასზე ლეგენდები დადიოდა, მაგრამ ყოველდღიურმა რუტინამ და ასაკმა მას ფორმა დააკარგვინა, რისი შეხსენებაც თანამშრომლებს და საქმროს არ ავიწყდებათ. შემთხვევითი შეხვედრა კი ყველაფერს ცვლის. დორამა სერიოზულ სიყვარულზეა, მიზანსწრაფულობასა და ერთგულებაზე.




4. The Master's Sun

image

ისტორია ქალზე, რომელიც მოჩვენებებს ხედავს, და მამაკაცზე, რომელიც ცნობილი ბიზნესმენია და ყველაფერში მოგებას ელის, სწორედ ამიტომ ეხმარება გოგონასაც, მას ხომ იმის დანახვა შეუძლია, რასაც თვითონ ვერ აცნობიერებს. ყოველ სერიაში ისინი ეხმარებიან მოჩვენებებს თავიანთი დარჩენილი საქმეების მოგვარებაში, რათა მშვიდად წავიდნენ...



5. Because This Is My First Life

image

დორამა გადმოგვცემს იმას, თუ რა შეხედულება აქვს თანამედროვე საზოგადოებას ქორწილისადმი. მამაკაცი ცოტა უცნაურია, ის პრაგმატულია და ვერასოდეს გაიგებ როდის რა უხარია, თუმცა ყოველთვის ამბობს რა არ მოსწონს. გოგონას კი ფინანსური პრობლემები აქვს, სწორედ ამიტომ გადაწყვეტენ კონტრაქტით დაქორწინებას.


6. High Society

image

გოგონა ჩან იუნ ჰა ძალიან მდიდარი ოჯახის შვილია, სადაც ერთმანეთი არავის არ უყვარს და ყველა ფულზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ გადაწყვეტს ოჯახიდან წამოსვლას და თავისი წარმომავლობის დამალვას, რათა ნამდვილი სიყვარული იპოვოს. ისტორია ორი ძალიან განსხვავებული წყვილის შესახებ მოგვითხრობს. აღნიშნული დორამის რიმეიქი ასევე თურქებს აქვთ გადაღებული.



7. Descendants of the Sun

image

ისტორია ჯარისკაცსა და ექიმზე, რომლებსაც უცხო ქვეყანაში ბაზაზე ერთად მოუწიათ ყოფნა. ორივე თავიანთი ძალებით ცდილობენ ადამიანების დახმარებას. დორამა ძალიან პოპულარულია კორეაში და მის ფარგლებს გარეთ დღესაც. მან მაყურებელთა რაოდენობით რეკორდიც კი მოხსნა. სერიალის რიმეიქი კი გადაღებული აქვთ იაპონიაში, ჩინეთში, ტაივანში, ინდოეთში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში.



8. That Winter, The Wind Blows

image

ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, ის მოგვითხრობს უბედური თაღლითის და მხედველობადაქვეითებული გოგონას შესახებ, რომელიც მდიდარია. მან ბავშვობაში ძმა დაკარგა და ყველანაირად ცდილობს მის პოვნას. სწორედ ამას იგებს ჩვენი თაღლითიც და “დაკარგულ ძმად'' გამოეცხადება.



9. Third-Rate My Way

image

ისტორია ბავშვობის მეგობრებზე, რომლებიც ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ და ერთმანეთის პირად ცხოვრებაზე ყველაფერი იციან. ერთ დღესაც ხვდებიან, რომ უკვე მხოლოდ მეგობრობა არ აკავშირებთ.



10. Suspicious Partner

image

მთავარი გმირი გოგონა, ინ ბონ ჰი პროკურატურაში სტაჟირების დროს მკვლელობაში დაადანაშაულეს, მთავარი გმირი მამაკაცი კი ნო ჯი უკი პროკურორი იყო, რომელიც ახალგაზრდა სტაჟიორს ასწავლიდა, მაგრამ საბოლოოდ მის საქმეში მოუწია პროკურორად ყოფნა. გოგონა უდანაშაულო იყო, სწორედ ამიტომ გაამართლა იგი ჯიუკმა და ამის გამო პროკურატურიდან წასვლაც მოუწია. წლების შემდეგ ეს ორი ხვდება ერთმანეთს, მაგრამ უკვე როგორც ადვოკატები. ისინი ერთად ცდილობენ გამოიძიონ თუ რა მოხდა სინამდვილეში.

0
395
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
395
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0