x
image
Teklamaisuraze
,, დიდ სელჩუკთა " სახელმწიფოს აღზევება და დაცემა
სელჩუკთა იმპერია კიდევ უფრო გაფართოვდა სულთნების ალფ არსლანისა და მალიქშაჰის მმართველობის პერიოდში. ალფ არსლანის (1063- 1072 ) მთავარ დამსახურებას წარმოადგენს ბიზარტიის თავდაცვითი ხაზის განადგურება, რომელიც უკვე მორყეული იყო თურქული ბანდების რეგულარული თავდასხმების შედეგად.


image

1071 წელს ალფ არსლანმა მანაზკერტთან გაანადგურა ბიზანტიის არმია თავად კეისარი კი ტყვედ ჩაუვარდათ თურქებს . ანატოლია ღია აღმოჩნდა მომთაბარეთა შემოსევებისათვის, რომლებაც თანდათანობით ფეხი მოიკიდეს ქვეყანაში, რომელსაც უკვე აღარ ჰყავდა ადმინისტრაცია და ადგილობრივი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა.

ამგვარად ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე თურქების დასახლებას . რეგიონებში შეიქმნა საამიროები, რომელთაც სათავეში ედგნენ დიდ სელჩუკთა ნათესავები ან მათი მხედართმთავრები, თუმცა სელჩუკთა დასუსტების პირობებში ეს რეგიონებიც ანარქიამ მოიცვა . მხოლოდ XII საუკუნის შუა ხანებში მოახერხა სელჩუკიანმა ყილიჩ არსლანმა რუმის სელჩუკიანთა სახელმწიფოს დაარსება.

რუმი ეწოდრბოდა ტერიტორიას, რომელიც ოდითგანვე ბიზანტიის, რომის იმპერიის მემკვიდრის, შემადგენლობაში შედიოდა. თანდათანობით მოხდა ტერიტორიის თურქიზაცია მომთაბარე თურქების ახალი ტალღების მოდინებით.


მალიქშაჰის პერიოდში სელჩუკთა სახელმწიფომ სახელმწიფომ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია. მას შორეული იემენიც კი ემორჩილებოდა.

ეს მომთაბარეთა შემოსევების შედეგად შექმნილი იმპერია, რომლის მსგავსიც აღმოსავლეთში არ ყოფილა არაბთა დაპყრობების შემდეგ. მნიშვნელოვანია ირანელ მოხელეთა როლი. რომლებიც სელჩუკმა სუვერენებმა მოიწვიეს და საშუალება მისცეს კარგა ხნის ისლამიზებულ არისტოკრატიას, აღჭურვილიყო საკმაოდ მნიჩვნელოვანი ხელისუფლებით და გამოევლინა საკუთარი ტალანტი.

“ დიდი სელჩუკების " სახელმწიფოს განმტკიცებაში დიდი როლი შეასრულა ალფ არსლანისა და მალიქშაჰის სპარსული წარმომავლობის ვაზირმა ნიზამ ალ-მუქმა .

პირველ რიგში საჭირო იყო არმიისა და იმპერიის შემქმნელ ტომებთან მისი ურთიერთობის პრობლემის გადაჭრა. თურქები ძირითადად საზღვრისპირას დასახლდნენ, აზერბაიჯანსა და ანატოლიაში.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეინარჩუნა ძირითადად აბასიანთა მიერ შექმნილი სტრუქტურები. დაიხვეწა პროვინციების მართვის სისტემა. ეს ძლიერი სახელმწიფო სუნიტური იყო და ებრძოდა სხვადასხვა შიიტური მიმართულების წარმომადგენლებს, როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ.

ნიზამ ალ- მულქმა შექმნა სასწავლებლების -მადრასეების სისტემა, რომელშიც მასწავლებლებს სახელმწიფო ნიშნავდა.აქ ამზადებდნენ ღვთისმეტყველებსა და სამართალმცოდნეებს. რომლებიც შემდგომ თანამდებობებს იკავებდნენ.



მისი სიკვდილის შემდეგ მალე მალიქშაჰიც გარდაიცვალა, რამაც დინასტიის კრიზისი და საბოლოოდ დაშლა გამოიწვია. სელჩუკთა სახელმწიფოს შინააშლილობით ისარგებლეს ჯვაროსნებმაც რომლებმაც ორი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპივეს თურქულ ჯარზე. ჯერ მცირე აზიაში 1097 წ. დორილეასთან ბრძოლა, ხოლო შემდეგ სირიაშიც 1098 წ. ანტიოქიასთან.

მალიქშაჰის სამი ვაჟი ხანგრძლივი დროის მანძილზე ებრძოდნენ ერთმანეთს ძალაუფლებისათვის. 1118 წელს ერთ-ერთმა მათგანმა, სანჯარმა მიაღწია სხვების მიერ ოჯახის უფროსად აღიარებას. მაგრამ ამასთან იძულებული გახდა საგვარეულოს გვერდითი შტოებისათვის დაეთმო დასავლეთის რეგიონები. სელჩუკთა იმპერია საბოლოოდ დაიშალა.


(ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020)

თურქ -სელჩუკთა სახელმწიფო

image

0
206
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0