ასტროლოგია 5 ივლისის მთვარის დაბნელებასა და სავსემთვარეობაზე მიხეილ ცაგარელის რჩევები 2020, 4 ივლისი, 15:16 ![]() "მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობაა! თბილისის დროით 08 : 40 საათზე. ამ წელიწადში ნოემბერ-დეკემბრამდე დაბნელებები აღარ გვექნება! ყველამ კარგად ვიცით, მთვარის გავლენა ადამიანებზე როგორ მძაფრად მოქმედებს, განსაკუთრებით დაბნელების პერიოდში, ამიტომ ყოველგვარ დაძაბულ მოქმედებას და ინფორმაციას მოერიდეთ! შესაძლოა აგრესიულობამ მოიმატოს ადამიანებში, დაუფიქრებელი ნაბიჯები გადადგან, რაც შემდგომში საწვალებელი და გამოსასწორებელი გაუხდებათ. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ უმჯობესია აკონტროლეთ ემოციები, შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მზისა და მთვარის ნეგატიურ ნათებას, ილოცეთ დაანთეთ სანთელ-საკმეველი, გულით უსურვეთ ყველას მშვიდობა, სიყვარული, სიკეთე, ბედნიერება... გაუგზავნეთ სამყაროს, უფალს მადლიერება ყველაფრისათვის რაც იყო და გქონდათ, რაც არის და გაქვთ და რაც იქნება და გექნებათ, ყველაფრისათვის მადლობა გადაუხადეთ!... მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, პოზიტიურად და შინაგანი სიმშვიდით განვლეთ ეს დღე და მისი შემდგომი უახლოესი დღეები... ამით ზაფხულის დაბნელებების დერეფანი სრულდება! სულიერად გაძლიერებული ადამიანთა უმრავლესობა შეძლებს გათავისუფლდნენ წყენებისგან, შიშებისგან, აგრეთვე ზედმეტი წონისგან, მავნე ჩვევებისა და ნეგატიური ფიქრებისგან, ასევე ძველი კავშირებისგან, ოჯახური კარმის, რაღაცაზე ან ვიღაცაზე დამოკიდებულებისგან და სხვა... შეეცადეთ გათავისუფლდეთ იმისგან, რაც ხელს გიშლით მიზნებისა და წინსვლისკენ მიმავალ გზაზე!.. შეეცადეთ მშვიდად და მაქსიმალურად ნეიტრალურად შეხედოთ მოვლენებს. შეეცადეთ გამორიცხოთ ალკოჰოლი, ღამისთევები და თამბაქო. 12 ივლისს კი, პლანეტა მერკური რეტროგრადული ( უკუღმა მოძრაობის ) სვლიდან გამოვა და სწორად დაიწყებს მოძრაობას, რაც ადამიანებს საშუალებას მოგვცემს სწორად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი აზრები, სწორ გზას დავუბრუნდეთ და წარმატებულ შედეგებსაც თავდაჯერებული და გაძლიერებული, მომზადებული ენერგიებით შევხვდეთ! ამისათვის კი საჭიროა მოვაწესრიგოთ ჩვენი სულიერი და ფიზიკური ცხოვრება: ხარისხიანი დროული ძილი, სწორი კვება, წყლის სწორი მიღება დღის მანძილზე, ლოცვა, მშვიდი მოწესრიგებული გარემო, სისუფთავე და გეგმა უახლოესი შემდგომი ნაბიჯებისა და ა. შ... გისურვებთ კეთილგონიერებას, სულის სიმრთელეს, უფლის მფარველობასა და სიყვარულს." - მიხეილ ცაგარელი 125 შეფასება არ არის
|