საზოგადოება ნუგზარ კვაშალმა გურიის მაჟორიტარობა გადაწყვიტა (ლეგენდარული მუსიკოსი ახალ ამპლუაში) 2020, 4 ივლისი, 1:39 კულტურის და ხელოვნების შიდა წრეებში გავრცელებული ხმების თანახმად, ქართული ესტრადის ვარსკვლავმა, ლეგენდარული ანსამბლ „ივერიის“ სოლისტმა, მუსიკოსმა ნუგზარ კვაშალმა ცხოვრების ამ ეტაპზე ახალი და მისთვის უცხო სფეროში მოღვაწეობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო და 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, გურიის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის როლში გადაწყვიტა. „ინტერმედიის“ გვერდზე ჩვენი საინფორმაციო სააგენტო, პირდაპირ პირველ წყაროზე გავიდა და ინფორმაციის გადამოწმება მასთან გადაწყვიტა, ჩვენდა გასახარად მუსიკოსმა დაადასტურა და უახლოეს დღეებში საჯარო განცხადების გაკეთებაც დაანონსა ნუგზარ კვაშალი: - დიახ მეგობრებო, ეს სერიოზული გადაწყვეტილება მართლაც მივიღე და უახლოეს დღეებში ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებასაც გავაკეთებ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს მშობლიურ გურიაში წარდგენას ახლადშექმნილი პოლიტიკური გაერთიანება, პარტია „ქართული ფესვები“ გააკეთებს. უაღრესად ღირსეული ქართველების, ამერიკელი ქართველი ემიგრანტების მიერაა დაარსებული ეს პარტია და მინდა ბევრი კარგი საქმის გაკეთებისთვის საჯაროდ მადლობა გადავუხადო ბ-ონ თენგიზ ოქროპილაშვილს, რომელიც დიდი პატრიოტია საქართველოსი, დიდი დამფასებელი ქართული ხელოვნების და კულტურის და კიდევ ვიმეორებ, უახლოეს დღეებში ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებ, წინსწრებით კი გეტყვით, რომ ძალიან კარგი, განათლებული, ღირსეული პატრიოტები შემოგვიერთდნენ, პარტიაში სამუშაო რეჟიმია, მზადებაა, მობილიზებაა განცხადების გასაკეთებლად, ასე რომ ცოტაც მოითმინეთ მეგობრებო და ყველაფერს დაწვრილებით გაიგებთ, მანამდე კი, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ - დიახ ბატონებო, ჩემს მშობლიურ და საყვარელ გურიაში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენი საინფორმაციო სააგენტო, მოკლე პერიოდში შემოგთავაზებთ ინტერვიუს პარტია „ქართული ფესვების“ დამფუძნებელთან, ამერიკაში მოღვაწე ემიგრანტ ქართველთან, ბ-ონ თენგიზ ოქროპილაშვილთან, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ ყველა საინტერესო საკითხზე. 191 1-ს მოსწონს
|