x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138964
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ოტო ფონ ბისმარკი

1890 წლამდე ევროპის პოლიტიკა გერმანიის ირგვლივ და მაშასადამე ბისმარკის გარშემო ტრიალებს, რადგან ეს იყო ქვეყანა სადაც ეკონომიკა ყველაზე სწრაფად განვითარდა და რომელსაც 1866 და 1871 წლებში (ავსტრიისა და შემდგომ საფრანგეთის დამარცხება) მოპოვებულმა გამარჯვევებმა მას პრესტიჟი და ძალაუფლება მოუტანა. გარდა ამისა, ბისმარკის პიროვნება მისი პოლიტიკური მიმართულებითურთ სხვებს ბევრად აღემატება, არა ერთ მწერალსა და ისტორიკოსს აუღნიშნავს რომ ძალაუნებურად, მაშინდელი ევროპა ბისმარკს ეკუთვნის.image

თავდაპირველად ბისმარკი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდის, როგორც სახელმწიფო მოღვაწე. იგი გერმანელიც არის, მაგრამ იმ პირობით, რომ გერმანია პრუსიის დაქვემდებარებაში იქნება. თვითნებური, ავტომონიური დიპლომატიით მოქმედებდა, ადვილად აუღო ალღო იმ დროინდელ მოვლენებს. მის თვითნებურობას, რასაც შეიძლება ერთპიროვნულობა ან თუნდაც ავტორიტარიზმი ვუწოდოთ ხაზს უსვამს მის დამოკიდებულებას პარლამენტის მიმართ. მიუხედავად პარლამენტის წინააღმდეგობისა, რომ გაეზარდათ სამხედრო ხარჯები, ბისმარკმა განუცხადა: “თანამედროვეობის დიდი საკითხები სიტყვებითა და უმრავლესობის დადგენილებით კი არ წყდება, არამედ მახვილითა და სისხლით.“ ქვეყნის პირველი მინისტრი კარგად ხვდებოდა, რომ გერმანიის გაერთიანება უსისხლოდ არ ჩაივლიდა, რომ დიპლომატია საბოლოოდ მაინც რეალურ ქმედებას ანუ ძალას ემყარება. ბისმარკის მიზანი იყო იმ დროინდელი მსოფლიო პოლიტიკურად ნეიტრალური გაეხადა, რათა მოქმედების თამამი საშუალება მისცემოდა, რასაც მიაღწია კიდეც.

ვარშავის აჯანყების დროს (1863) მან პოლონეთ-პრუსიის საზღვარი დაკეტა და რუსეთს დახმარებაც კი შესთავაზა. “დიდი სახელმწიფოს ერთადერთი წმინდა საფუძველი არის ეგოიზმი და არა რომანტიზმი. დიდი სახელმწიფოსგან უღირსი საქციელია იბრძოლოს იმისთვის, რაშიც მისი ინტერესების ნაწილი მაინც არ ფიგურირებს.“ ბისმარკის პოლიტიკური მერკანტილიზმი იყო დასაბამი მისი წარმატებისა, პოლონეთ-პრუსიის საზღვარიც იმიტომ დაკეტა, რომ შემდგომ გერმანიის გაერთიანებაში რუსეთს ხელი არ შეეშალა, მოგვიანებით ასეც მოხდა რუსეთმა ნეიტრალობა აღუთქვა გერმანიის გასაერთიანებელ ბრძოლებში. საფრანგეთი იმ დროს ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას წარმოადგენდა, ბისმარკს ნაპოლეონ III მხარდაჭერა სჭირდებოდა, რომ არ ჩარეულიყო გერმანია-ავსტრიის ომში, (ავსტრია წინააღმდეგი იყო გერმანიის გაერთიანებისა.) ბისმარკმა მთელი მისი დიპლომატიური ნიჭი ჩააქსოვა საფრანგეთთან მოლაპარაკებაში. ნაპოლეონ III-ს იმედი ჰქონდა, რომ ეს ომი ხანგრძლივი იქნებოდა, ორივე მხარე დასუსტდებოდა და თავის მხრივ ლუქსემბურგს, ბელგიასა და მდინარე რაინის ნაპირებზე მდებარე გერმანულ ტერიტორიებს შეიერთებდა. ბისმარკის გადაწყვეტილებები ყოველთვის მყარ ნიადაგს ეყრდნობოდა, იმისათვის რომ მტკიცედ დარწმუნებული ყოფილიყო ავსტრიასთან გამარჯვებაში იტალია მიიმხრო, რომელსაც ვენეციის ოლქს დაჰპირდა. ავსტრიასთან ერთად იბრძოდა ყველა გერმანული სახელმწიფო, რათა ბისმარკის პრუსიის ხელში არ ჩავარდნილიყვნენ. პრუსიამ გერმანიის სახელმწიფოთა ჯარები დაამარცხა, ავსტრიამ კი იტალია. გადამწყვეტ ბრძოლაში სადოვართან, პრუსიამ გაიმარჯვა ავსტრიაზე. იმპერატორმა ვილჰელმ I-მა, რომელიც მთლიანად გერმანიის მმართველად იწოდებოდა, ავსტრიის „დაჩოქება“ მოინდომა, მას სურდა რომ თეთრ ცხენზე ამხედრებული შეძღოლოდა თავის ჯარებს ვენაში, მაგრამ ბისმარკმა ხელი შეუშალა, რადგან საფრანგეთთან ომისთვის ემზადებოდა. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ავსტრიასთან შედარებით შეღავათიანი ზავი დაიდო, იტალიაც კმაყოფილი იყო, რადგან ვენეციის ოლქი გადაეცა.

ავსტრია-პრუსიის ომის შემდგომ ნათელი გახდა, რომ გერმანია დინასტიური ომების გზით პრუსიის ირგვლივ ერთიანდებოდა. ამ გაერთიანებას ეწინააღმდეგებოდა ნაპოლეონ III, რომლის გეგმებიც ჩავარდა რადგან ავსტრია-პრუსიის ომი არ გაჭიანურდა. ვინაიდან ომი სწრაფად დამთავრდა ყველა სადაო საკითხი საფრანგეთთან უშუალოდ ომის ფაზაში გადავიდოდა. ამასთან დაკავშირებით ბისმარკი 1868 წელს ნაპოლეონ III-ის ბიძაშვილს განუცხადებს: „სხვათაშორის, მხოლოდ დიდ სახელმწიფოებს გააჩნიათ რეალური უფლებები, სახელმწიფოს მნიშვნელობა მისი ჯარისკაცთა რაოდენობით იზომება, სუსტების ხვედრია ძლიერების მიერ მათი გადაყლაპვა.“

ამგვარი პოლიტიკით ბისმარკიც პოლიტიკური რეალიზმის მიმდევარია. ბისმარკს ბრმა ადამიანის ალღო ჰქონდა, რომელიც ნაბიჯს ისე არ დგამს თუ ნიადაგი არ მოსინჯა სასიარულოდ მყარია თუ არა. მას ომი არავისთან დაუწყია ისე თუ მისი ჯარი კარგად მომზადებული არ იყო. მისი როგორც ინდივიდის ავტორიტეტი სუფთა უნდა ყოფილიყო საერთაშორისო არენაზე, ამას დიდი მნისჰვნელობა ჰქონდა, ომის მიზეზი სწორი და ყველასათვის ნათელი უნდა ყოფილიყო.


საფრანგეთთან ომის დროს საერთაშორისო ურთიერთობები პირველი მინისტრისათვის, რომელიც იმავდროულად ჩრდილოეთ გერმანიის მმართველი იყო მის სასიკეთოდ მიმდინარეობდა. ინგლისი თანაგრძნობით ეკიდებოდა პრუსიის გაძლიერებას, რადგან მომავალში თავისი მეტოქის საფრანგეთის გამაწონასწორებელ ძალად ესახებოდა. რუსეთიც დიდი სიმპათიით იყო განწყობილი ძველი გაწეული სამსახურის გამო. იტალიაც მის აპოლოგეტ ქვეყანად ითვლებოდა, რადგან ვენეციის ოლქი მისი წყალობით მიიღო.

1870 წლის 19 ივლისს საფრანგეთმა ომი გამოუცხადა პრუსიას. ბისმარკი აღტაცებული იყო, ომი ისე გაჩაღდა რომ მსოფლიო საზოგადოების წინაშე თავდამსხმელ მხარედ საფრანგეთი წარსდგა. იმის გამო რომ ნაპოლეონ III იოლად და სწრაფად ვარაუდობდა გამარჯვებას, რადგან მოწინააღმდეგის ჯარები და შესაძლებლობები სათანადოდ ვერ შეაფასა, პრუსიასთან ომში დამარცხდა. 1871 წლის 18 იანვარს კი ვერსალის სასახლეში გერმანია იმპერიად გამოცხადდა, ვილჰელმ I კი, რომელიც ოთხი მონარქიის გამგებელი იყო - იმპერატორად.

ზავი რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის დაიდო გერმანიას ძალზედ კარგ პირობებში აყენებდა, მას გადაეცა ელზასი და ლოთარინგია, ასევე ხუთი მილიარდი ოქროს ფრანკი რეპარაციის სახით. ამის შემდგომ საფრანგეთის ავტორიტეტი ძალზედ დაეცა მსოფლიოში.

შეიმუშავეს რა საერთო საიმპერიო კონსტიტუცია, ოტო ფონ ბისმარკი გახდა პირველი კანცლერი, რომელიც თითქმის ოცი წლის (1871-1890) მანძილზე შეუზღუდავად მართავდა სახელმწიფოს. მან მთლიანად დაუმორჩილა თავის გავლენას იმპერატორი ვილჰელმ I. ბისმარკი ანგარიშვალდებული იყო მის წინაშე, მარტო მას შეეძლო მისი თანამდებობიდან გადაყენება. 1888 წელს ვილჰელმ I გარდაიცვალა, თანამდებობა მისმა შვილიშვილმა დაიკავა. ბისმარკი და იმპერატორი ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და 1890 წელს ბისმარკი გადადგა.

მისი პიროვნება უამრავი ღირსებით არის სავსე, ერთ-ერთი რაც ამ ადამიანში განსაკუთრებით აღსანიშნავია არის ის რომ დროის შეგრძნების ხელოვნებას ფლობს. იგი ყოველთვის მოელოდა რომ, პრუსიასა და საფრანგეთის შორის მიმდინარე კონფლიქტში ევროპა ჩაერეოდა „ჩემი ამოცანა მასაშასადამე, იყო სიტუაციის მოგვარება საფრანგეთთან მანამ სანამ ნეიტრალური სახელმწიფოები შეთანხმდებოდნენ იმ ზეგავლენაზე, რომელიც მათ მშვიდობის აღსადგენად უნდა გამოეყენებინათ.“ (აზრები და მოგონებები თავი XIII)

დროის ფაქტორის გათვალისწინებით საჩქაროდ დადო ზავი ავსტრიასთან, რათა საფრანგეთს მომზადებული დახვედროდა. იგი იცდიდა სანამ ნაპოლეონ მესამე ომს არ გამოუცხადებდა. ამ ქმედებით მან მსოფლიოს საზოგადოებას დაანახა, რომ ამ ომით ის უბრალოდ თავს იცავდა. ელზასი და ლოთარენგიის წართმევა თავის დაცვა არ იყო, მაგრამ საფრანგეთის, როგორც თავდამსხმელის იარლიყი მან კარგად გამოიყენა. მისი მიზანი იყო რომ, პრუსია ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოდ ექცია, თუმცა მას არასოდეს სურდა, რომ პრუსია ერთადერთი ძლიერი სახელმწიფო ყოფილიყო, რითაც მის შორეულ მემკვიდრე ადოლფ ჰიტლერისგან ძლიერ განსხვავდებოდა.

ქვეყნის პირველი კანცლერი მიიჩნევდა რომ გამუდმებული ომები მას ცუდ შედეგს მოუტანდა. იცოდა ძალის გამოყენების დრო და ადგილი, ფიქრობდა რომ ევროპა მის ქმედებებში დაინახავდა ახლახანს მიღწეული ძალაუფლების გამოყენების ცუდ მცდელობას. წარმატებული სახელმწიფო მოღვაწე იყო, კარგად იცოდა რომ ეროვნული ინტერესები და ამოცანები ეროვნულ შესაძლებლობებთან უნდა დაებალანსებინა. სახელმწიფოს მართავდა არა ერის მოლოდინებისა და სურვილების გამართლებით, არამედ რეალური შესაძლებლობებით. ზუსტად არჩევდა რა იყო სასიცოცხლო და რა მეორე ხარისხოვანი. იმას აკეთებდა რაც საჭიროდ მიაჩნდა, ამიტომ როდესაც ავსტრიელმა დიპლომატმა შეახსენა: „შეთანხმებები დაცული უნდა იქნესო“ (რაც საერთაშორისო სამართლის საფუძველს წარმოადგენდა) ბისმარკმა უპასუხა: „ავსტრია და პრუსია მეტისმეტად დიდი სახელმწიფოები არიან იმისათვის, რომ ერთმანეთთან დაკავშირებულნი იყვნენ ხელშეკრულების ტექსტით. მათ უნდა მართავდეს საკუთარი ინტერესები და შეთანხმებები, თუ ხელშეკრულება გზაზე ეღობება ამ ინტერესებსა და შეთანხმებებს, ეს ხელშეკრულება უნდა დაირღვეს.“ სწორედ ბისმარკის დამსახურებაა, რომ მსოფლიო შეეგუა გერმანიის განვითარებას, სწორედ გერმანიის პოლიტიკის მშვიდმა ხასიათმა აიძულა გარე სახელმწიფოები და შიდა ოპონენტები აეტანათ გერმანული სახელმწიფოს ახალი განვითარება. ჩერჩილმა თქვა: „ორატორმა უნდა ამოწუროს თემა და არა მსმენელთა მოთმინება.“ ბისმარკი ყოველთვის აღწევდა თავის საწადელს - გააერთიანა გერმანია, შემოიერთა ელზასი და ლოთარენგია, მაგრამ არასოდეს არ გაუღვიძებია ლომი - კოალიცია, რომელიც შეიძლებოდა მის მიმართ ყოფილიყო მიმართული. ამასთან დაკავშირებით ბისმარკი წერს: „ჩვენ არ მოვითხოვთ საკუთარი ტერიტორიის გაფართოებას. ეს ყოველთვის იყო ჩემი იდეალური მიზანი, იმის შემდეგ, რაც ჩვენ დავამყარეთ ერთობა შესაძლო საზღვრებში, მოვიპოვეთ ნდობა არა მხოლოდ პატარა ევროპელი ქვეყნებისა, არამედ დიდი სახელმწიფოებისაც და ისინი დავარწმუნეთ, რომ გერმანიის პოლიტიკა იქნება ზუსტი და მშვიდი.“

ის არ ჰგავდა ნაპოლეონს, რომელსაც ევროპის დაპყრობა სურდა, მან იცოდა ორდის უნდა გაჩერებულიყო, რომ იმ დროინდელი მსოფლიო დაიღალა ამდენი სისხლითადა ომით. მას არ სჭირდებოდა აბსოლუტური ძალაუფლება, როგორც ნაპოლეონს. მიუხედავად იმისა, რომ ვილჰელმ I მისი ზეგავლენის ქვეშ არის და მსოფლიოს თვალში გერმანია ბისმარკთან ასოცირდება, მას იმპერატორობის ამბიცია არ აქვს. მისი ლოტოლვა ტოტალიტარული ძალაუფლებისაკენ არსად ჩანს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც შეეძლო, რომ ვილჰელმ II-ისა და მანამდე ფრიდრიხ III-ის დროს, როდესაც მისი სახელი მსოფლიომ იცოდა, ჩაებარებინა მთლიანი ძალაუფლება. თუმცა იმპერატორთან განსხვავებული პოზიციების გამო 1890 წელს გადადგა. მან გაითვალისწინა ბონაპარტეს კრახი და არ გააჩინა ხანძარი ევროპაში კოალიციის სახით. ის მილიტარიზმი, რომელიც ბისმარკმა გერმანიის გასაერთიანებლად დაიწყო, ამ მიზნის მიღწევითვე დაამთავრა და ფართო არეალის დაპრყრობა არ გაუგრძელებია. ის არც ტალეირანია, რომელსაც პირადი მიზნებისთვის მისაღწევად გაყიდის, უღალატებს და კიდევ გაყიდის. ბისმარკის ავტორიტეტი არასდროს ყოფილა შებღალული, მის პიროვნულ ღირსებებზე, სტრატეგიულ და დიპლომატიურ უნარებზე დღემდე არაერთი ადამიანი იხიბლება. თვითგადარჩენა ეროვნული პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა, ხოლო გადარჩენოს უზრუნველყოფის საუკეთესო გზა სახელმწიფოს ძლიერების ზრდაა, რომელთან ერთადაც ბისმარკმა მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა.

5
2533
7-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
2533
  
2012, 12 ნოემბერი, 0:07
ხო რა თქმა უნდა ბისმარკის უდიდესი დამსახურებაა დღევანდელი გერმანიის არსებობა, ნუ რეალ პოლიტიკი საერთოდ, თუმცა არც ტალეირანს გაუკეთებია მასზე ნაკლები თუნდაც ქვეყნის მართვაში, აღარაფერს ვამბობ მის უდიდეს როლს ვენის კონგრესზე, ზოგადად უდავოა, რომ ორივე უძლიერესია.
2012, 11 ნოემბერი, 3:54
მადლობა შეფასებისთვის... გეთანხმები, ტალეირანი ერთ-ერთი უდიდესი დიპლომატია, მაგრამ არა როგორც ქვეყნის პირველი პირი, როგორ ბისმარკი. I მსოფლიო ომის მთავარ აქტორს ბისმარკმა ჩაუყარა საფუძველი და ისე გადადგა რომ ძალაუფლებას არ დამონებია, მაშინ როცა იმპერატორობა შეეძლო... დასაფასებელია ასეთი ქმედება. რეალ პოლიტიკის ერთ-ერთი მამაა.
2012, 6 ნოემბერი, 12:31
მართლა კარგის სტატიაა, თუმცა ბისმარკს არც ტალეირანი და მეტერნიხი ჩამოუვარდებოდნენ, მართლაც რომ უძლიერესი დიპლომატები იყვნენ.
2012, 8 აპრილი, 19:06
მადლობა გურულო, ჯიგარი ხარ.
2012, 8 აპრილი, 14:38
კარგი სტატიაა
0 1 5