ისტორიული ოტო ფონ ბისმარკი 2012, 8 აპრილი, 12:37 1890 წლამდე ევროპის პოლიტიკა გერმანიის ირგვლივ და მაშასადამე ბისმარკის გარშემო ტრიალებს, რადგან ეს იყო ქვეყანა სადაც ეკონომიკა ყველაზე სწრაფად განვითარდა და რომელსაც 1866 და 1871 წლებში (ავსტრიისა და შემდგომ საფრანგეთის დამარცხება) მოპოვებულმა გამარჯვევებმა მას პრესტიჟი და ძალაუფლება მოუტანა. გარდა ამისა, ბისმარკის პიროვნება მისი პოლიტიკური მიმართულებითურთ სხვებს ბევრად აღემატება, არა ერთ მწერალსა და ისტორიკოსს აუღნიშნავს რომ ძალაუნებურად, მაშინდელი ევროპა ბისმარკს ეკუთვნის. საფრანგეთთან ომის დროს საერთაშორისო ურთიერთობები პირველი მინისტრისათვის, რომელიც იმავდროულად ჩრდილოეთ გერმანიის მმართველი იყო მის სასიკეთოდ მიმდინარეობდა. ინგლისი თანაგრძნობით ეკიდებოდა პრუსიის გაძლიერებას, რადგან მომავალში თავისი მეტოქის საფრანგეთის გამაწონასწორებელ ძალად ესახებოდა. რუსეთიც დიდი სიმპათიით იყო განწყობილი ძველი გაწეული სამსახურის გამო. იტალიაც მის აპოლოგეტ ქვეყანად ითვლებოდა, რადგან ვენეციის ოლქი მისი წყალობით მიიღო. 1870 წლის 19 ივლისს საფრანგეთმა ომი გამოუცხადა პრუსიას. ბისმარკი აღტაცებული იყო, ომი ისე გაჩაღდა რომ მსოფლიო საზოგადოების წინაშე თავდამსხმელ მხარედ საფრანგეთი წარსდგა. იმის გამო რომ ნაპოლეონ III იოლად და სწრაფად ვარაუდობდა გამარჯვებას, რადგან მოწინააღმდეგის ჯარები და შესაძლებლობები სათანადოდ ვერ შეაფასა, პრუსიასთან ომში დამარცხდა. 1871 წლის 18 იანვარს კი ვერსალის სასახლეში გერმანია იმპერიად გამოცხადდა, ვილჰელმ I კი, რომელიც ოთხი მონარქიის გამგებელი იყო - იმპერატორად. ზავი რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის დაიდო გერმანიას ძალზედ კარგ პირობებში აყენებდა, მას გადაეცა ელზასი და ლოთარინგია, ასევე ხუთი მილიარდი ოქროს ფრანკი რეპარაციის სახით. ამის შემდგომ საფრანგეთის ავტორიტეტი ძალზედ დაეცა მსოფლიოში. შეიმუშავეს რა საერთო საიმპერიო კონსტიტუცია, ოტო ფონ ბისმარკი გახდა პირველი კანცლერი, რომელიც თითქმის ოცი წლის (1871-1890) მანძილზე შეუზღუდავად მართავდა სახელმწიფოს. მან მთლიანად დაუმორჩილა თავის გავლენას იმპერატორი ვილჰელმ I. ბისმარკი ანგარიშვალდებული იყო მის წინაშე, მარტო მას შეეძლო მისი თანამდებობიდან გადაყენება. 1888 წელს ვილჰელმ I გარდაიცვალა, თანამდებობა მისმა შვილიშვილმა დაიკავა. ბისმარკი და იმპერატორი ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და 1890 წელს ბისმარკი გადადგა. მისი პიროვნება უამრავი ღირსებით არის სავსე, ერთ-ერთი რაც ამ ადამიანში განსაკუთრებით აღსანიშნავია არის ის რომ დროის შეგრძნების ხელოვნებას ფლობს. იგი ყოველთვის მოელოდა რომ, პრუსიასა და საფრანგეთის შორის მიმდინარე კონფლიქტში ევროპა ჩაერეოდა „ჩემი ამოცანა მასაშასადამე, იყო სიტუაციის მოგვარება საფრანგეთთან მანამ სანამ ნეიტრალური სახელმწიფოები შეთანხმდებოდნენ იმ ზეგავლენაზე, რომელიც მათ მშვიდობის აღსადგენად უნდა გამოეყენებინათ.“ (აზრები და მოგონებები თავი XIII) დროის ფაქტორის გათვალისწინებით საჩქაროდ დადო ზავი ავსტრიასთან, რათა საფრანგეთს მომზადებული დახვედროდა. იგი იცდიდა სანამ ნაპოლეონ მესამე ომს არ გამოუცხადებდა. ამ ქმედებით მან მსოფლიოს საზოგადოებას დაანახა, რომ ამ ომით ის უბრალოდ თავს იცავდა. ელზასი და ლოთარენგიის წართმევა თავის დაცვა არ იყო, მაგრამ საფრანგეთის, როგორც თავდამსხმელის იარლიყი მან კარგად გამოიყენა. მისი მიზანი იყო რომ, პრუსია ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოდ ექცია, თუმცა მას არასოდეს სურდა, რომ პრუსია ერთადერთი ძლიერი სახელმწიფო ყოფილიყო, რითაც მის შორეულ მემკვიდრე ადოლფ ჰიტლერისგან ძლიერ განსხვავდებოდა. ქვეყნის პირველი კანცლერი მიიჩნევდა რომ გამუდმებული ომები მას ცუდ შედეგს მოუტანდა. იცოდა ძალის გამოყენების დრო და ადგილი, ფიქრობდა რომ ევროპა მის ქმედებებში დაინახავდა ახლახანს მიღწეული ძალაუფლების გამოყენების ცუდ მცდელობას. წარმატებული სახელმწიფო მოღვაწე იყო, კარგად იცოდა რომ ეროვნული ინტერესები და ამოცანები ეროვნულ შესაძლებლობებთან უნდა დაებალანსებინა. სახელმწიფოს მართავდა არა ერის მოლოდინებისა და სურვილების გამართლებით, არამედ რეალური შესაძლებლობებით. ზუსტად არჩევდა რა იყო სასიცოცხლო და რა მეორე ხარისხოვანი. იმას აკეთებდა რაც საჭიროდ მიაჩნდა, ამიტომ როდესაც ავსტრიელმა დიპლომატმა შეახსენა: „შეთანხმებები დაცული უნდა იქნესო“ (რაც საერთაშორისო სამართლის საფუძველს წარმოადგენდა) ბისმარკმა უპასუხა: „ავსტრია და პრუსია მეტისმეტად დიდი სახელმწიფოები არიან იმისათვის, რომ ერთმანეთთან დაკავშირებულნი იყვნენ ხელშეკრულების ტექსტით. მათ უნდა მართავდეს საკუთარი ინტერესები და შეთანხმებები, თუ ხელშეკრულება გზაზე ეღობება ამ ინტერესებსა და შეთანხმებებს, ეს ხელშეკრულება უნდა დაირღვეს.“ სწორედ ბისმარკის დამსახურებაა, რომ მსოფლიო შეეგუა გერმანიის განვითარებას, სწორედ გერმანიის პოლიტიკის მშვიდმა ხასიათმა აიძულა გარე სახელმწიფოები და შიდა ოპონენტები აეტანათ გერმანული სახელმწიფოს ახალი განვითარება. ჩერჩილმა თქვა: „ორატორმა უნდა ამოწუროს თემა და არა მსმენელთა მოთმინება.“ ბისმარკი ყოველთვის აღწევდა თავის საწადელს - გააერთიანა გერმანია, შემოიერთა ელზასი და ლოთარენგია, მაგრამ არასოდეს არ გაუღვიძებია ლომი - კოალიცია, რომელიც შეიძლებოდა მის მიმართ ყოფილიყო მიმართული. ამასთან დაკავშირებით ბისმარკი წერს: „ჩვენ არ მოვითხოვთ საკუთარი ტერიტორიის გაფართოებას. ეს ყოველთვის იყო ჩემი იდეალური მიზანი, იმის შემდეგ, რაც ჩვენ დავამყარეთ ერთობა შესაძლო საზღვრებში, მოვიპოვეთ ნდობა არა მხოლოდ პატარა ევროპელი ქვეყნებისა, არამედ დიდი სახელმწიფოებისაც და ისინი დავარწმუნეთ, რომ გერმანიის პოლიტიკა იქნება ზუსტი და მშვიდი.“ ის არ ჰგავდა ნაპოლეონს, რომელსაც ევროპის დაპყრობა სურდა, მან იცოდა ორდის უნდა გაჩერებულიყო, რომ იმ დროინდელი მსოფლიო დაიღალა ამდენი სისხლითადა ომით. მას არ სჭირდებოდა აბსოლუტური ძალაუფლება, როგორც ნაპოლეონს. მიუხედავად იმისა, რომ ვილჰელმ I მისი ზეგავლენის ქვეშ არის და მსოფლიოს თვალში გერმანია ბისმარკთან ასოცირდება, მას იმპერატორობის ამბიცია არ აქვს. მისი ლოტოლვა ტოტალიტარული ძალაუფლებისაკენ არსად ჩანს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც შეეძლო, რომ ვილჰელმ II-ისა და მანამდე ფრიდრიხ III-ის დროს, როდესაც მისი სახელი მსოფლიომ იცოდა, ჩაებარებინა მთლიანი ძალაუფლება. თუმცა იმპერატორთან განსხვავებული პოზიციების გამო 1890 წელს გადადგა. მან გაითვალისწინა ბონაპარტეს კრახი და არ გააჩინა ხანძარი ევროპაში კოალიციის სახით. ის მილიტარიზმი, რომელიც ბისმარკმა გერმანიის გასაერთიანებლად დაიწყო, ამ მიზნის მიღწევითვე დაამთავრა და ფართო არეალის დაპრყრობა არ გაუგრძელებია. ის არც ტალეირანია, რომელსაც პირადი მიზნებისთვის მისაღწევად გაყიდის, უღალატებს და კიდევ გაყიდის. ბისმარკის ავტორიტეტი არასდროს ყოფილა შებღალული, მის პიროვნულ ღირსებებზე, სტრატეგიულ და დიპლომატიურ უნარებზე დღემდე არაერთი ადამიანი იხიბლება. თვითგადარჩენა ეროვნული პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა, ხოლო გადარჩენოს უზრუნველყოფის საუკეთესო გზა სახელმწიფოს ძლიერების ზრდაა, რომელთან ერთადაც ბისმარკმა მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა. 2517 7-ს მოსწონს
|