x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
10 წიგნი ზაფხულისთვის, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
image


ზა­ფხულ­ში წიგ­ნის კი­თხვი­სა და ახალ ლი­ტე­რა­ტუ­რულ თავ­გა­და­სა­ვალ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გვაქვს.


გთა­ვა­ზობთ ტოპ 10 წიგნს სხვა­დას­ხვა ასა­კი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის მკი­თხვე­ლი­სათ­ვის, რო­მე­ლიც არ უნდა გა­მოგრჩეთ:


ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი - მე არ ვარ ნე­ო­ნი



image


"მე არ ვარ ნე­ო­ნი"- 2019 წლის ბესტსე­ლე­რის "შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბის" ავ­ტო­რის ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის მე­ო­რე რო­მა­ნია.


თუ გა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ უნდა იცხოვ­რო ისე, რომ ქვეყ­ნად არა­ვის უყ­ვარ­დე, მა­შინ ეს წიგ­ნი უნდა წა­ი­კი­თხო. წიგნ­ში არის ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც იშ­ვი­ა­თად ჰყვე­ბი­ან, არის გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ჰყავთ მთხრო­ბე­ლი, და კი­დევ არის ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­გო­ნილს ჰგავს.


„ამ­ბა­ვი ნამ­დვი­ლია და ჩემ­თვის, ავ­ტო­რის­თვი­საც, იმ­დე­ნად სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი იყო მისი მოს­მე­ნა, რომ მა­შინ­ვე გა­დავ­წვი­ტე წიგ­ნად მექ­ცია და მი­მე­ტა­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვის­შიც რა­ღაც დო­ზით მა­ინც არ­სე­ბობს ნე­ო­ნი, “ – გვიყ­ვე­ბა ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი.


„სამ­ყა­რო­სა­ვით ძველ და მა­რა­დი­ულ თე­მას, სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის ჭი­დილს ეძღვნე­ბა ახალ­გაზ­რდა, სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რის _ ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის ეს რო­მა­ნი", - ლია თო­ფუ­რია, რე­დაქ­ტო­რი.


მარკ მენ­სო­ნი - ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბა


image


NEW YORK TIMES-ის ბესტსე­ლე­რი. გა­მოს­ვლი­დან სულ რა­ღაც ერთ თვე­ში ამ წიგნ­მა სა­ქარ­თვე­ლო­შიც მო­ი­პო­ვა ბესტსე­ლე­რის სტა­ტუ­სი და ბიბ­ლუ­სის ტოპ 10 გა­ყიდ­ვად წიგნს შო­რის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.


სა­კუ­თარ თავ­ში შე­უ­პოვ­რო­ბი­სა და სი­თა­მა­მის აღ­მო­ჩე­ნის­თვის, სუ­ლაც არაა სა­ჭი­რო თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა. პი­რი­ქით, ამის­თვის ჩვენს დე­ფექ­ტებ­სა და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე თვა­ლის გას­წო­რე­ბა უნდა შეგ­ვეძ­ლოს. სწო­რედ ასეთ იდე­ებ­ზეა აგე­ბუ­ლი წიგ­ნი, მარკ მენ­სო­ნის "ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბა".


მარკ მენ­სო­ნი ამე­რი­კე­ლი სპი­კე­რი და მწე­რა­ლია, რო­მელ­მაც, თავ­და­პირ­ვე­ლად, პი­რა­დი ონ­ლა­ინბ­ლო­გი შექ­მნა და ვერც კი წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ ვი­ღაც ენა­ბილ­წი ბოს­ტო­ნე­ლის, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, "რა­ღაც მოჩ­მა­ხუ­ლი ცხოვ­რე­ბის აზ­რის შე­სა­ხებ“ ასეთ წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტან­და.


წიგნ­ში, „ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბა“ ავ­ტო­რი ეჭვქვეშ აყე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ტენ­დენ­ცი­ას, რო­მელ­მაც მთე­ლი თა­ო­ბე­ბი მო­წამ­ლა და ჩა­ა­გო­ნა ადა­მი­ა­ნებს, რომ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მხო­ლოდ თა­ვის წარ­მო­ჩე­ნაა სა­ჭი­რო.


მენ­სო­ნი გვირ­ჩევს, კარ­გად გა­ვი­აზ­როთ ჩვე­ნი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი და შე­ვე­გუ­ოთ მათ. ხოლო რო­დე­საც თვალს გა­ვუს­წო­რებთ ჩვენს ში­შებ­სა თუ სი­სუს­ტე­ებს და და­ვი­ნა­ხავთ მწა­რე სი­მარ­თლეს, სწო­რედ მა­შინ ვი­პო­ვით იმ სი­თა­მა­მეს, შე­უ­პოვ­რო­ბას, პა­ტი­ოს­ნე­ბას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და შემ­წყნა­რებ­ლო­ბას, რომ­ლებ­საც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ეძებს სა­კუ­თარ თავ­ში.


ნოელ სტრი­ტფილ­დი - სა­ბა­ლე­ტო ფეხ­საც­მე­ლე­ბი


image


გი­ნა­ხავთ ფილ­მი ”თქვენ­თვის წე­რი­ლია“? მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ამ­ჩნევ­დით ქეთ­ლინ კე­ლის საყ­ვა­რელ წიგნს „Ballet Shoes”. ეს სწო­რედ ის წიგ­ნია!


პა­უ­ლი­ნი, პეტ­რო­ვა და პოსი დები არი­ან, თუმ­ცა მათ მხო­ლოდ ის აერ­თი­ა­ნებთ, რომ ბი­ძია მე­თი­უმ სა­მი­ვე გა­ნა­მარ­ხი ნი­მუ­შე­ბი­ვით მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში შე­აგ­რო­ვა და დის­შვი­ლის შვილს, სილ­ვი­ას, სა­ჩუქ­რად ჩა­მო­უყ­ვა­ნა.


გვა­რი ”ფო­სი­ლი“ გო­გო­ნებ­მა თა­ვად აირ­ჩი­ეს და გა­და­წყვი­ტეს, თა­ვი­ან­თი სა­ნი­მუ­შო ცხოვ­რე­ბით ის ის­ტო­რი­ის წიგ­ნებ­ში შე­ე­ტა­ნათ. ამის­თვის კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გზე­ბი აირ­ჩი­ეს.


წა­ი­კი­თხეთ ეს სა­ო­ცა­რი წიგ­ნი და იფიქ­რეთ პეტ­რო­ვას შე­კი­თხვა­ზე: ასარ­ჩე­ვად რომ გქონ­დეთ საქ­მე, რო­მე­ლი მათ­გა­ნის ცხოვ­რე­ბას აირ­ჩევ­დით?


კრის­ტო­ფერ პრის­ტი - "პრეს­ტი­ჟი"


image


წიგ­ნის მი­ხედ­ვით რე­ჟი­სორ­მა კრის­ტო­ფერ ნო­ლან­მა 2006 წელს ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი, გა­და­ი­ღო. ფილმში მთა­ვარ რო­ლებს ჰიუ ჯეკ­მე­ნი და კრის­ტი­ან ბე­ი­ლი ას­რუ­ლე­ბენ.


რო­მა­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წიგნ­ში სი­უ­ჟე­ტი მო­წო­დე­ბუ­ლია ფრაგ­მენ­ტუ­ლად, ე.წ. "ფლე­შ­ბე­კე­ბის" დახ­მა­რე­ბით.


ორი ილუ­ზი­ო­ნის­ტის და­პი­რის­პი­რე­ბის, მე­ტო­ქე­ო­ბის, ფა­რუ­ლი თუ აშ­კა­რა ბრძო­ლის ამ­ბა­ვია. ის, რაც გა­მოს­დის ერთს, გა­მოს­დის მე­ო­რე­საც და მა­ინც, მათი წარ­მა­ტე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ორ სა­ი­დუმ­ლოს ეფუძ­ნე­ბა. მაგ­რამ თით­ქმის ერ­თნა­ი­რია თი­თო­ე­უ­ლის მიზ­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა _ სა­ცალ­ფე­ხო და ცი­ცა­ბო, რის­კით, ტყუ­ი­ლით, ეჭ­ვი­ა­ნო­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ასე­თი გზის და­სას­რუ­ლი კი... ვინ არის ილუ­ზი­ო­ნის­ტი: ჯა­დო­ქა­რი, თუ უბ­რა­ლოდ მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც სას­წა­ულ­მოქ­მე­დის როლს თა­მა­შობს?


უი­ლი­ამ სტა­ი­რო­ნი - "სო­ფის არ­ჩე­ვა­ნი"


image


პუ­ლი­ცე­რის პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის უი­ლი­ამ სტა­ი­რო­ნის ამ რო­მან­ში ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი და რე­ა­ლის­ტუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს.


წიგ­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცია რე­ჟი­სორ მა­ა­ლან პა­კულ­მა 1982 წელს გა­და­ი­ღო, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს - მე­რილ სტრი­პი ას­რუ­ლებს. სტრი­პი ნა­მუ­შე­ვარს გა­ნუ­მე­ო­რე­ბელს ხდის. მე­რილ სტრიპ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი რო­ლის­თვის მი­ი­ღო ოს­კა­რი­სა და ოქ­როს გლო­ბუ­სის ჯილ­დო­ე­ბი სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის­თვის.ცნო­ბი­ლია, რომ მსა­ხი­ო­ბი ამ როლს, რე­ჟი­სორ ალან პა­კუ­ლას, თით­ქმის მუხ­ლებ­ზე დამ­ხო­ბი­ლი სთხოვ­და.


რო­გო­რია ქალი _ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის ტყვე _ რო­მე­ლიც აი­ძუ­ლეს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი­დან ერთ-ერთი გა­ი­მე­ტოს სა­სიკ­ვდი­ლოდ? რო­გო­რია ქალი, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლის პი­რის­პირ დგას და სი­ცო­ცხლეს ებღა­უ­ჭე­ბა? რო­გო­რია ქალი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის დამ­ღით, ნიუ-იორ­კის ქუ­ჩა­ში ორ საყ­ვა­რელ­თან ერ­თად მო­მა­ვა­ლი? და­ბო­ლოს, რო­გო­რია ქალი, რო­მე­ლიც მუ­დამ ირ­ჩევს ორი­დან ერთს... რო­გო­რი იქ­ნე­ბო­დით თქვენ მის ად­გი­ლას, რას აირ­ჩევ­დით?.


ნო­დარ დუმ­ბა­ძე - ლექ­სე­ბი


image


ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ბავ­შვო ლექ­სე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე შე­იყ­ვა­რეს პა­ტა­რებ­მა, ეს დიდი ხნის წინ, 1950 წელს მოხ­და.


მას შემ­დეგ მრა­ვა­ლი კრე­ბუ­ლი და­ი­ბეჭ­და, თა­ო­ბე­ბი აღი­ზარ­და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე სტრი­ქო­ნებ­ზე.


ეს ახა­ლი კრე­ბუ­ლი ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის მზით გამთბარ ლექ­სებს აერ­თი­ა­ნებს. მზე იყო მისი შე­მოქ­მე­დე­ბის უმ­თავ­რე­სი მე­ტა­ფო­რა, სიმ­ბო­ლო და პერ­სო­ნა­ჟიც კი…


ვასო გუ­ლე­უ­რი - ნე­ტავ, მალე გა­ვიზ­რდე­ბი?!


image


"ნე­ტავ, მალე გა­ვიზ­რდე­ბი?!" თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის - ვასო გუ­ლე­უ­რის სა­ბავ­შვო ლექ­სე­ბის ახა­ლი კრე­ბუ­ლია.


ამ წიგნ­ში ბავ­შვე­ბი აღ­მო­ა­ჩე­ნენ ლექ­სებს სა­კუ­თარ სა­ხე­ლებ­ზე და არა მარ­ტო, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან მალე შე­იყ­ვა­რე­ბენ და ის­წავ­ლი­ან.


ვინი პუ­ჰის თავ­გა­და­სავ­ლე­ბი


image


ვინი პუჰი ყვე­ლა ბავ­შვის საყ­ვა­რე­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი პერ­სო­ნა­ჟია. წიგნ­ში პა­ტა­რა გა­ეც­ნო­ბა ოთხ ჯა­დოს­ნურ მო­თხრო­ბას, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა თა­ო­ბი­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი და­თუ­ნია პუ­ჰი­სა და მისი მე­გობ­რე­ბის თავ­გა­და­სავ­ლებს გვი­ამ­ბობს. წიგ­ნის გვერ­დე­ბი გა­ფორ­მე­ბუ­ლია ულა­მა­ზე­სი ილუსტრა­ცი­ე­ბით, რომ­ლე­ბიც ბავ­შვს თვალ­წინ და­უ­ხა­ტავს მო­თხრო­ბილ ამ­ბებს.


ჩი­მა­მან­და ნგო­ზი ადი­ჩი - ყვე­ლა­ნი ფე­მი­ნის­ტე­ბი უნდა ვი­ყოთ


image


ტექ­სტი, რო­მელ­საც ეს წიგ­ნი მო­ი­ცავს, 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში, TEDxEuston-ზე, აფ­რი­კი­სად­მი მი­ძღვნილ ყო­ველ­წლი­ურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჩი­მა­მან­და ნგო­ზი ადი­ჩის სი­ტყვით გა­მოს­ვლის მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვერ­სი­აა.


"TED-ის ფორ­მა­ტით მო­წყო­ბილ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე გა­მოს­ვლის გა­მოც­დი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წლით ადრე მი­ვი­ღე, როცა ჩემს სი­ტყვა­ში „ერთი ამ­ბის საფრ­თხე“ ვი­ლა­პა­რა­კე, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სტე­რე­ო­ტი­პებ­მა შე­მო­სა­ზღვრონ და გან­სა­ზღვრონ ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, აფ­რი­კის შე­სა­ხებ. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ სი­ტყვა „ფე­მი­ნის­ტი“ და ფე­მი­ნიზ­მის იდე­აც კი სწო­რედ ასე­თი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი­თაა შე­ზღუ­დუ­ლი. როცა ჩემ­მა ძმამ ჩაკს­მა და სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­მა­ი­კემ, რომ­ლე­ბიც TEDxEuston -ს უწევ­დნე­ნორ­გა­ნი­ზე­ბას, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­მოს­ვლა მთხო­ვეს, უარი ვერ ვუ­თხა­რი. გა­დავ­წყვი­ტე, ფე­მი­ნიზ­მზე­მე­ლა­პა­რა­კა, რად­გან ეს ის სა­კი­თხია, რო­მელ­ზეც ბევ­რი მაქვს ნა­ფიქ­რი. ვვა­რა­უ­დობ­დი, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი თემა არ ამირ­ჩე­ვია, მაგ­რამ იმე­დი მქონ­და, სა­ჭირ­ბო­რო­ტო დის­კუ­სი­ას მა­ინც წა­მო­ვი­წყებ­დი. ასე დავ­დე­ქი სცე­ნა­ზე იმ სა­ღა­მოს. თავს ისე ვგრძნობ­დი, რო­გორც სა­კუ­თარ ოჯახ­ში – კე­თი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი აუ­დი­ტო­რია მყავ­და, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, სწო­რედ ამ აუ­დი­ტო­რი­ას შე­ეძ­ლო ჩემ­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა. ბო­ლოს კი, როცა ფეხ­ზე წა­მომ­დგა­რი ხალ­ხი და­ვი­ნა­ხე და ოვა­ცი­ე­ბი ჩა­მეს­მა, გულ­ში იმე­დი ჩა­მე­სა­ხა", - ჩი­მა­მან­და ნგო­ზი ადი­ჩი.


ფი­ო­დორ დოს­ტო­ევ­სკი - იდი­ო­ტი


image


ფი­ო­დორ დოს­ტო­ევ­სკის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი 170-ზე მეტ ენა­ზეა ნა­თარ­გმნი, ხოლო მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გა­ყი­დუ­ლი წიგ­ნე­ბის სა­ერ­თო ტი­რა­ჟი 15 მი­ლი­ო­ნამ­დე აღ­წევს. მისი რო­მა­ნი „იდი­ო­ტი“ ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა მის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ნა­წარ­მო­ებ­თა შო­რის.


თუ ჯერ კი­დევ არ წა­გი­კი­თხავთ ამ კლა­სი­კო­სი მწერ­ლის გა­მორ­ჩე­უ­ლი რო­მა­ნი, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნის ტან­ჯვის ასახ­ვა ჭეშ­მა­რი­ტი ჰუ­მა­ნიზ­მი­თაა გამ­სჭვა­ლუ­ლი, მა­შინ ეს ზა­ფხუ­ლი აუ­ცი­ლე­ბა­ლად უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ.



0
136
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0