x
image
მანანა თურმანიძე
გაბუნიას ლიკვიდაცია

image

"ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უარყოფს ინფორმაციას, რომ იგი დგას ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის სავარაუდო დაკვეთის უკან" - ასე ეხმიანება უცხოური მედია გახმაურებულ სკანდალს, რომელიც დღეს საქართველოში აქტიურად განიხილება ადგილობრივი მასმედიის მიერ.


"ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ ორშაბათს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ დაკავებული რუსი მამაკაცი, კადიროვის ბრძანებით, ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიას მკვლელობისთვის იყო გამოგზავნილი.


ჟურნალისტმა შარშან სერიოზული სკანდალი გამოიწვია, როდესაც მან, პირდაპირ ეთერში, სასტიკად შეურაცხყო რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი.



თუმცა, ბ-ნმა კადიროვმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბ-ნი გაბუნია მისი "მტერი" იყო, მისი მოწყობილი არ ყოფილა ეს მკვლელობა.


მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ასრულებს მას.

გიორგი გაბუნია უმჯობესია დაეცეს მუხლებზე და ითხოვოს პატიება… წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, ვიმეორებ, დარჩება ჩემს მტრად” - დასძინა მან.


ქართველ ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.


ვინ არის გიორგი გაბუნია?


სავარაუდო მკვლელობის შეთქმულების დეტალები პირველად ორშაბათს გაირკვა, მაგრამ სიუჟეტი გასული წლის ივლისით თარიღდება, როდესაც ტელე-წამყვანმა, რუსეთსა და საქართველოს შორის სკანდალი გამოიწვია.


გაბუნიამ საქართველოს წამყვან, კომერციულ სატელევიზიო არხზე, პირდაპირ ეთერში ტირადა წარმოთქვა პუტინის წინააღმდეგ. მაშინვე მოეწყო საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები არხის შენობის წინ შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ის მალევე გაიყვანეს ეთერიდან, უსაფრთხოების მიზნით.


რას წარმოადგენს სავარაუდო შეთქმულება?


ორშაბათს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმა განაცხადეს, რომ ყალბი დოკუმენტების გამოყენების გამო დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. მისი დაპატიმრება განხორციელდა "შეკვეთილი მკვლელობის მომზადების" გამოძიების ფარგლებში, ნათქვამია განცხადებაში.


განცხადებაში არ მოიხსენიებოდა არც ჟურნალისტი და არც ბ-ნი კადიროვი, ხალხს კი სთხოვეს არ გაევრცელებინათ "ყალბი ინფორმაცია", რათა საშუალება მიეცეთ "დაადგინონ ამ საქმეში ობიექტური ჭეშმარიტება". უსაფრთხოების სამსახურებმა ასევე მოითხოვეს მეტი ინფორმაცია "ინტერპოლის არხების მეშვეობით".


იმავე დღეს ბ-ნ გაბუნიას უფროსმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა ღია კავკასიის მედიას, რომ ინდივიდი ვ.ბ. რამზან კადიროვის ბრძანებით გამოგზავნეს ჟურნალისტის მკვლელობისთვის და რომ უსაფრთხოების სამსახურებმა შეიტყვეს შეთქმულება უკრაინელი ოფიციალური პირებისგან.


ყოფილი ჩეჩენი სეპარატისტი, ბ-ნი კადიროვი ახლა პრეზიდენტ პუტინის ერთგული მოკავშირეა. კრიტიკოსებმა მას წარსულში რამდენიმე მკვლელობის შეთქმულება დაუკავშირეს, მაგრამ მან უარყო ნებისმიერი მონაწილეობა.


უფლებადამცველი ჯგუფები მას ადანაშაულებენ ადამიანთა წამებაში, ჰომოსექსუალების დევნაში და მოწინააღმდეგეების გაუჩინარებაში.


როგორც ამბობენ, ძლიერი ლიდერი სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვის საავადმყოფოში სამკურნალოდ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა, მაგრამ მოგვიანებით მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი "აბსოლუტურად ჯანმრთელია", თუმცა, მას მარჯვენა ხელზე ზონდი მოუჩანდა" - აცხადებს ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო BBC (წყარო: bbc.com).


image


რასაკვირველია, ჩვენ ვეთანხმებით, რომ გიორგი გაბუნიას საქციელი არაპროფესიონალური და ვულგარულია, რის გამოც ის მაყურებელმა მკაცრად გააკრიტიკა და მისი არხის ხელმძღვანელმა პირდაპირ ეთერში საზოგადოებას ბოდიშიც მოუხადა. ჩვენ, მისი ქცევის შესახებ აზრი მაშინვე გამოვთქვით, დავგმეთ ჟურნალისტის არაეთიკური ქცევა და ახლაც ვთვლით, რომ მისი საქციელი მიუღებელია არაერთი პუნქტით, კერძოდ:


  • ასეთი უხამსი ტირადის ეთერში გაჟღერება მაყურებლის შეურაცხყოფაა, დემონსტრირებაა იმისა, თუ რამდენად არ სცემ პატივს შენს მაყურებელს, რომ ამ უხამსობის მოსმენას აკადრებ, რაც არანაირად არ შეესაბამება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს;
  • მიუღებელია ასეთი შეურაცხყოფის ნებისმიერი ქვეყნის ლიდერის მიმართ გაჟღერება, თუნდაც ეს იყოს ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს დიპლომატიური სკანდალი, ან/და გაამწვავოს, კიდევ უფრო დაძაბოს ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის, რომ აღარაფერი ვთქვათ ეტიკეტზე და კარგ აღზრდაზე;
  • გინება და შეურაცხყოფა უსუსური, ინფანტილური და არასერიოზული მცდელობაა ქვეყნის დასაცავად, რაც ქვეყანას კიდევ უფრო შეურაცხყოფს და აკნინებს, რამეთუ სუვერენული სახელმწიფოს ინტერესები სხვა დონეზე, სხვა რაკურსით, სერიოზული ეროვნული სტრატეგიებით, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით და ინსტიტუტებით, სხვა მექანიზმებით უნდა იყოს დაცული.

  • თუმცა, მიუხედავად ზემოთქმულისა, ის, რაც გაირკვა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის შესახებ, არანაკლებ მიუღებელი და ამაზრზენია, ვიდრე მისი უხამსობა პირდაპირ ეთერში.


    ცნობილი გახდა, რომ ინფორმაცია მართლაც უკრაინულმა მხარემ მიაწოდა საქართველოს შესაბამის უწყებებს, მას შემდეგ, რაც იქ დააკავეს გენერალი შაითანოვი, რომელმაც აღიარა, თუ ვისგან ჰქონდა დავალებული პატრიოტი ჩეჩენის, ვინმე ადამ მუსაევის მკვლელობა და რამდენი გადაუხადეს მას ამ დავალებაში. სწორედ ასე გაირკვა გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის და ახლა უკვე დაკავებული ვასამბეკ ბოკოვის მისიის შესახებ. ამ უკანასკნელს გიორგი გაბუნიას თვალთვალი ევალებოდა, რასაც ახდენდა კიდეც ორი თვის განმავლობაში, ვიდრე სამართალდამცავებმა არ შენიშნეს და არ დააკავეს.


    ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვა ყველა ცივილურ სახელმწიფოში სახელმწიფოებრივი მოვალეობაა, რადგან ყოველი ცივილური სახელმწიფო მიერთებულია იმ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს. ადამიანის უნივერსალური უფლებების დაცვა კი დემოკრატიული საზოგადოების უზენაესი ვალი და პასუხისმგებლობაა.


    'ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია', რომელსაც საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი, მიუერთდა და რომელიც ძალაში შევიდა 1999 წელს, I თავის II მუხლში გვამცნობს: „ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არ შეიძლება სიცოცხლის განზრახ ხელყოფა, თუ არა სიკვდილის სასჯელის აღსრულების შედეგად, რომელიც სასამართლოს განაჩენით შეეფარდა მოცემულ პირს, ისეთი დანაშულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.“


    ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებები, მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია კონსტიტუციით და საერთაშორისო კანონმდებლობით. ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, სადაც ჟურნალისტებს „შეცდომების“ გამო კლავენ და ეს შეცდომები განსხვავებული, კრიტიკული აზრია; ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, სადაც შეკვეთილი მკვლელობები და ტერორისტული აქტები ნორმად ითვლება, რითაც აშინებენ და ამონებენ მოსახლეობას; ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, სადაც ყველა ტელევიზია ერთნაირ „სამოთხეს“ ხატავს და ყველას სჯერა, თუ რა ბედნიერი ცხოვრება ჰქონიათ ქვეყანაში და რა საშინელებაა დანარჩენ მსოფლიოში, რომელიც თურმე მათი მოშურნე მტერია; ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, სადაც ადამიანებს თავისუფალი ნება ეზღუდებათ კრიტიკულად იაზროვნონ, ან გადართონ კრიტიკულად განწყობილ არხზე.


    ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს, რადგან დასავლური გზა და დემოკრატიული ღირებულებები ავირჩიეთ; ჩვენ არ ვეძებთ მტრებს, ჩვენ ვეძებთ მეგობრებს, პატივს ვცემთ მეზობლებს და ვაფასებთ იმ ისტორიული სიკეთეებს, რაც ჩვენს მეზობელ და მოძმე ერებთან გვაკავშირებდა. ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და ჩეჩნეთის პრეზიდენტის, ჯოჰარ დუდაევის ძმობის ამბავი. ჩვენ არც რუსი ხალხის სიყვარული და ურთიერთპატივისცემა გვავიწყდება; ჩვენ პატივს ვცემთ მოძმე ჩეჩენ და რუს ხალხებს, მიუხედავად ურთიერთობებში დაშვებული შეცდომებისა. საქართველოში ოდითგანვე ასე იყო, მტერს ხმლით ხვდებოდნენ, მოყვარეს კი ღვინის თასით ეგებებოდნენ; ჩვენ კავკასიური ერი ვართ და ჩვენთვის შიშზე უპირატესი ღირსებაა; ჩვენ ანტიკური ხანიდან მოვდივართ, ევროპის ნაწილი ვიყავით და ვიქნებით მუდამ, ეს ჩვენი ისტორიული წარსული, აწმყო და მომავალია.


    ჩვენთვის დასავლური ღირებულებები ძვირფასია, ეს ჩვენი არჩევანია. ეს ღირებულებები ჩვენს ისტორიულ, მამაპაპისეულ, ქრისტიანულ ფილოსოფიას და მსოფლმედველობას სრულად მიესადაგება. "არა კაც ჰკლა" - მეექვსე მცნება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულებაა ათი მცნებისა, ათი უმთავრესი კანონისა, რომელიც ძველი აღთქმის თანახმად თავად ღმერთმა შთააგონა ანგელოზის სახით მოსე წინასწარმეტყველს და რომელიც ქრისტიანობის პოსტულატად იქცა.


    ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ასწავლა - მიუტევე და მოგეტევებაო. მიუტევე უსამართლობა ადამიანს და მაშინ შენც მოგეტევება შენი ცოდვები, უცოდველი კი არავინაა ქვეყნად.


    აქედან გამომდინარე, ლიკვიდაციისთვის ჩვენ არც გიორგი გაბუნია გვემეტება და არც არავინ ქვეყნად. ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მრწამსი და იდეოლოგია გვკარნახობს, რომ დავიცვათ თითოეული სიცოცხლე და ასეც მოვიქცევით. ჩვენ შანსს მივცემთ მომავალს, რომელიც იმედია ყველასთვის მშვიდობიანი იქნება და თავისუფალი საფრთხეებისგან. ჩვენ ვოცნებობთ მშვიდობიან სამყაროზე და ჩვენს უსაფრთხო ადგილზე ამ სამყაროში, სადაც აღარ იქნება არც ომები, არც შუღლი, არც მტრობა, არც გაჭირვება და აღარც მკვლელი ვირუსები. ჩვენ ვცდილობთ დავიმსახუროთ ასეთი მომავალი.



    10
    352
    1-ს მოსწონს
    ავტორი:მანანა თურმანიძე
    მანანა თურმანიძე
    352
      
    მავანი არ გამოხტეს ეხლა და არ დამიწყოს,ქალს მსგავსი რამე არ უნდა დაუწეროო. ნებისმიერი ადამიანი თანასწორია და ჩემთვის განსხვავება არ აქვს სქესს. მოღალატე არც კაცი ვარგა და არც ქალი. ჩაჯ... სულის და გამყიდველის მენტალიტეტის ნებისმიერი სქესი,ნებისმიერი აღმსარებლობის და საზოგადოების წევრი შეიძლება იყოს. ეს რუსეთუმმე სტატიებით ცდილობს ხალხის აზრზე გავლენის მოხდენას ცრუ ინფორმაციის გამოყენებით,რომელსაც ბბს აპრავებს.
    ხო დღევანდელი სამყარო ისეა მოწყობილი,რომ შეიძლება ფულის სანაცვლო დააწერინო ის,რაც შემკვეთს უნდა. ბბს კი არა ნებისმიერი რაღაცის ყიდვა შეიძლება,თუ ამის სურვილი არსებობს. რახან ბბს წერს ე.ი. მართალია ილუზიებია მხოლოდ. მეც მაგას ვამბობ მერე,თქვენი და ბბს მოსაზრება ემთხვევათქო,ხოდა თუ ბბს დავადანაშაულებ რუსეთუმეობაში,მაშინ თქვენზე როგორ უნდა ვიფიქრო? არადა წაკითხულის გააზრების პრობლემა გაქვთო და ვაღიარებს,როგორც კი შევამჩნიე მცირე დეტალი რუსეთუმეობის,მაშინვე შევწყვიტე კითხვე. ზოგი რამე შესაძლოა ჩემი არასწორი ინტერპრეტაცია,მაგრამ ერთში ნამდვილად მართალი დავწერე.ჩემო მანანა,ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება,სამხედრო სამსახურის და უამრავი ადამიანთან კონტაქტის გამოყენებით შემიძლია 15 წუთში გითხრათ,ვის რა ზომის უნდა და რა ფორმის. რაც შეეხება სახელს,ეგ ყველაფერი ასახავს საქართველოს რეალობას. იმ საქმეში,რომლის განხორციელებაც მინდა თითქმის მარტო ვარ და ამიტომაც დავირქვი ამ საიტზე ეს სახელი. საიტზე ჩემი ყოფნის მიზანი არის რუსეთუმეების,ტვინაღძობი,ფაშისტების,კომუნისტების,ფემინისტების და საქრთველოს დისკრიმინაციის მოსურნეს აკენწვლა. არ გაგიმართლად,შემთხვევით გადავაწყდი თქვენს სტატიას და მონიშნული ხართ რუსეთუმეთ და ნაციონა-სოციალისტ მარშიანელების მხარდამჭერად,მათი აზრის გამტარებლად. იმედი მაქვს,რომ ფულს ჩაგირიცხავენ მაინც და პირიქით დიდი მადლობელი ვარ,რომ ადამიანებს საშუალება მიეცით იცოდნენ სიმართლე თქვენზე.წარმატებას არ გისურვებთ,რადგან თქვენაირი ხალხის წამალი ტყვია შუბლში,სხვა ვერაფერი გიშველით.
    2020, 5 ივლისი, 3:56
    მაპატიეთ, არ ვიცი როგორ მოგმართოთ, თქვენ ხომ სახელი დაფარული გაქვთ!
    უკვე გითხარით, რომ თქვენთან კამათს არ ვაპირებდი. ერთ რამეს კი გაგიმეორებთ - პასაჟები, რომელსაც ჩემს სტატიაში აკრიტიკებთ, არის ნათარგმნი უცხოური მედიიდან, კერძოდ ბიბისის ეკუთვნის და მთელი ეს ტექსტი გამოყოფილია ბრჭყალებით (" --- "), ბოლოში კი მითითებული აქვს წყარო. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი თქვენი პრეტენზიები ბიბისის მიმართ არის მიმართული, რამეთუ, სწორედ ისინი მოიხსენიებენ ამ ფაქტს სკანდალად. აქედან გამომდინარე, რუსეთუმედაც ბრიტანული გამოცემა მოგეჩვენათ, საერთაშორისო ურთიერთობების არცოდნაშიც ისინი დაადანაშაულეთ და ა.შ. რაც შეეხება ბილწსიტყვაობას, ჩემი პოზიცია ბიბისის პოზიციას სრულად ემთხვევა, თქვენსას კი - არა! თუმცა, მე რომც არ ვეთანხმებოდე, ბიბისი ალბათ ამას როგორმე გადაიტანდა, თქვენც ასევე, ალბათ როგორმე გადაიტანთ. გმადლობთ კომენტარებისთვის.
    2020, 4 ივლისი, 18:03
    საქართველოს ისტორიას ახსოვს თქვენაირი მორალისტები,რომლებიც აკრიტიკებდნენ იმ ხალხს,რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. იმ მოტივით,რომ რუსეთი არ გაბრაზებულიყო,საკუთარ თანამოქალაქეს ავიწროებდნენ. რუსეთთან გვაქვს საომარი სიტუაცია და ეს ქვეყანა არღვევს ყველანაირ საერთაშორისო შეთანხმებას,ხოდა სწორედაც სკანდალი უნდა გამოიწვიოს(არ გამოიწვევს),რომ ვიღაცამ ან რაღაცამ ყურადღება მოგვაქციოს. თქვენნაირ მორალისტებს ერთი ადგილი ქონდეთ თბილად და სულ აინტერესებს,რა მოხდება. ჩეჩმაში მყოფი ადამიანს,რომელიც იძირება ქაქში აქვს არჩევანი,გავიდეს სიცივეში გარეთ თუ დარჩეს თბილ ქაქში.თუ დარჩება უფრო თბილად იქნება და ექნება კომფორტის ზონა,ხოლო თუ გამოვა სიცივე შეაწუხებს,შეიძლება გაცივდეს ან მოკვდეს,მაგრამ ეს არის ფასი თავისუფლების.თავისუფლება ვაზელინობით არ მოიპოვება და დაბალ ღობეზე გადახტომით. გაბუნიამ თავისი არჩევანი გააკეთა და გავიდა სიცივეში,ხოდა თქვენ ქაქში რატო არ დარჩის ძახილით აკრიტიკებთ ამ პიჟონკაცას. სტანდარტულად მიმართვა სხვაა და გაბუნიამ სხვანაირად მიმართა,მაგრამ არც რუსეთი გვებრძვის სტანდარტულად და აღიარებული ომის წესებით. წაკუზული მდგომარეობა არ არის ნორმა და მშვიდობის,რაიმეს გამვავების შიშით ნუ შემოგვასაღებთ. წაკითხვით წაიკითხავთ და არ მაინტერესებს მიპასუხებთ თუ არა. ქართველთან გამარჯვების მოსაპოვებლად არ შევდივარ კამათში და თქვენ ხართ ეგრე სავარაუდოდ,მაგიტომ გგონივართ ეგრე მეც.
    2020, 4 ივლისი, 17:49
    თუ ასეთი გონიერი ხართ,მაშინ მიხვდებოდით,რა კონტექქსტით დავწერე "რუსეთუმე". დიპლომატიური კომფლიქტს წარმოშობსო მარშელები ბრძანებდნენ. გაკეთებით კი ბევრი რამე მაქვს გაკეთებული,მაგრამ ამაზე საუბარი არ ღირს,მით უფრო თქვენთან. ზუსტადაც,რომ ბილწსიტყვაობაც შეიძლება იყოს სიტყვის თავსისუფლების ჭრილში გაგებული,მაგრამ თქვენ თავისუფლებაზე სხვა წარმოდგენა გაქვსთ. ქმედება,რომელიც არ მოიცავს ძალადობას მყისიერად და მოწოდება,რომელიც არ მოიცავს ძალადობას არ გამოიწვევს,მაშინ ის დანაშაული არ არის. საკუთრების უფლება გულისხმობს,რომ ჩემს ტელევიზიაში ვინ შეიგინება და ვინ არა ეგ სხვისი საქმე არ არის,მით უფრო მთავრობის. თუ ვინმეს არ მოსწონს,მაშინ არ უყუროს და დამთავრდა. მორალისტები უნდა გამოდგეთ ყველაგან და მაგის ბრალია ყველაფერი. სიმართლე შეურაწყოფად აღიქმება ამ ქვეყანაში არც არაფერი მიკვირს. უზრდელობას მაშინ აქვს გამართლება,როცა თქვენაირ გრანტიჭამია ადამიანების მისამართით არის ნახსენები,თორემ საზოგადოდ ცუდია. თქვენაირი ტვინაღძობი ხალხი აქვცევს გაბუნიას ნაირ პიჟონებს გმირებად. აგერ სახელმწიფო დამნაშავე რურუა ლამის გმირად წარმოგვიდგინონ და კიდევ რამდენია ვინ მოთვლის. აღზრდა და განათლება ისეთი რამეა,რომ ვერ იტყვი გადაჭრით რამეს. ტრ... მიცემაც კარგ აღზრდაზე მიუთითებს ამ ქვეყანაში უკვე და მაინცადამაინც არ ვიამაყებდი დედიკოს კარგი აღზრდით. საერთოდ,ვინ აწესებს რა არის კარგი და რა არასწორი. სწორედაც,რომ თქვენი საქმე არ არის ვინ,სად და როგორ შეიგინება ან ვის შეაგინებს. დაიცავით კერძო საკუთრების უფლება და ერთი პიჟონი ჟურნალისტი სიტუაციას ვერ გააფუჭებს.
    2020, 4 ივლისი, 8:14
    ... და ბოლოს, პასაჟები გაბუნიას, კადიროვის და საერთოდ ამ ისტორიის შესახებ თარგმნილია უცხოური მედიიდან და ძირითადად "ბიბისი"-ს ინფორმაციების თარგმანია, რაც ბრჭყალებით არის გამოყოფილი ტექსტიდან. მეგონა ესეც ჩანდა სტატიიდან, იქნებ ყურადღებით წაგეკითხათ, ვიდრე დააკომენტარებდით და პირდაპირ ცილისმწამებლურ შეურაცხყოფებზე გადახვიდოდით! მესმის, რომ ყველას არ ხელეწიფება წაკითხულის აღქმა-გაგება, მაგრამ იქნებ მეტად მოგენდომებინათ.
    2020, 4 ივლისი, 7:52
    ერთ-ერთი მთავარი, რაც შეგეშალათ - კარგ აღზრდას სწორედ სხვისი შეფასება სჭირდება, ხოლო ფრაზა: "თქვენი საქმე არ არის" - კარგი აღზრდის მანიშნებელი ნამდვილად ვერ იქნება, პირიქით, სხვა რამეზე მეტყველებს!
    2020, 4 ივლისი, 7:35
    სიმართლე გითხრათ ახლა ვნახე და პასუხის გაცემას არც ვაპირებდი, რადგან თქვენი ტონი და შინაარსი შეურაცხმყოფელია, ასე ადვილად კულტურული და განათლებული ადამიანები შეურაცხყოფას არ აყენებენ, ამდენად ყველას პასუხის ღირსად არ ვთვლი! თუმცა, ისევ სუბიექტურად აზროვნება რომ არ განაგრძოთ და არ იფიქროთ, რომ გაგივიდათ, აქ მოკლედ გიპასუხებთ, მსჯელობას და კამათს თქვენთან ნამდვილად არ ვაპირებ!

    თუკი იცით, რომ 170000 ბავშვი შიმშილის ზღვარზეა და სხვა უსამართლობებიც გაწუხებთ, ნება მიბოძეთ კითხვა შეგიბრუნოთ, თქვენ რა გააკეთეთ, ან რას აკეთებთ ამის საწინააღმდეგოდ? ადვილია სხვას მოთხოვო, მაგრამ უფრო ძნელია საქმე თავად აკეთო! კალაძემ რა თქვა, ნაკლებად მაინტერესებს, დიდ რეზონანსს ჩემში არ იწვევს, მაგრამ, როდესაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტს ეხება საქმე - აქ ნამდვილად არის დიპლომატიური სკანდალის სუნი, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს ოკუპანტთან, ეს ნიშნავს, რომ არ მინდოდა დამეკონკრეტებინა ის, რაც დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდგომ გართულებებს ჰქვია, მაგდენს თქვენ ვერ მიხვდით, სამწუხაროდ, ნუ რას ვიზავთ, ყველას ვერ მოსთხოვ ამდენს!!!

    ცხადია, თქვენგან მადლობას არ მოველი, მაგრამ ვთვლი, რომ ნამდვილად დიდი პატივია თქვენთვის ჩემგან პასუხის გაცემა, მას შემდეგ, რაც "რუსეთუმე" მიწოდეთ, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას საერთოდ არ ხართ, გასული ბრძანდებით მომსახურეობის ზონიდან, როგორც ვხვდები. იმასაც კი ვერ მიხვდით, რომ ეს სტატია სწორედ გაბუნიას დასაცავად არის დაწერილი!!!

    უკაცრავად, მე არ ვარ ჩვეული უხეშობას და შეურაცხყოფას, თქვენგან განსხვავებით, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ პასუხების გაქცემა მეც კი შემიძლია, თუმცა არა დედის გინებით და ბილწსიტყვაობით, არც ბოღმით და მკვდრების საფლავებიდან ამოყრით, ლექსიკა და სულგრძელობა მრთავს ამდენის საშუალებას. სხვათაშორის, თან ისიც ვიცი, რომ სიტყვის თავისუფლებას ეს არ ნიშნავს ნამდვილად და სამწუხაროა, რომ პოსტაბჭოთა სივრცეში ბევრმა ასე გაიგო სიტყვის თავისუფლება, ანუ ახლა შეუძლია, ვისაც უნდა დედა აგინოს! რა სამწუხაროა, ასეთ სისულელეებზე და უბადრუკობაზე რომ მიწევს კომენტირება!!!

    ასე, რომ კარგად გაერკვიეთ საერთაშორისო ურთიერთობებში
    2020, 21 ივნისი, 12:14
    კადიროვმა თქვა,სტატისტიკას ნუ მიფუჭებთო,რადგან მოკვლის ბრძანებას თუ გავცემდი,მაშინ მკვდარი იქნებოდაო. ტიპი არ მალავს რო მკვლელია,უბრალოდ სტატისტიკას მიფუჭებენო და მაგან გაანაწყენა. დიპლომატიური სკანდალი სხვა რამე ჩემო მანანო :) ამერიკელ კონგრესმენზე რო იტყვი ნაციაო და ამერიკის გაძლიერების და საერთაშორისო საფრთხეების დოკუმენტზე რო იტყვი დაბალი რანგის არისო. ამას არ გამოუწვევია დიპლომატიური სკანდალი და ერთი ჟურნალისტის ნათქვამი ვერ გამოიწვევდა. კალაძემ თქვა,რომ მთაწმინდაზე ადგილი გამოათავისუფლეს ნაცებისთვის და შეუძლიათ გამოექანონო,ხოლო ამერიკელ კონგრესმენზე ამბობენ რო ნაციაო. აი,ასეთი განცხადებები არის საფრთხის შემცველი ქვეყნისთვის. ამერიკელებმა იციან,რომ არაადეკვატური მთავრობა გვყავს,რომელიც რუსეთიდან იმართება და ამიტომაც გაატარეს ეს ყველაფერი,თორე სკანდალი მერე გენახათ. ბოლო ნაწილი კი "სერიოზულია" სასიკვდილოთ არავინ გვემეტება და ყველა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია. თუ ყველა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია,მაშინ მსურს გავიგო,რას აკეთებთ ამისათვის? 170000 ბავშვი შიმშილის ზღვარზეა ამ ქვეყანაში და განიხილავთ გაბუნიას გინებას პუტინის მიმართ. ამ ბავშვების შიმშილზე,სიკვდილზე ყველა პასუხისმგებლები ვართ და იმის მაგივრათ რო თავისუფლებას,სამართლიან სასამართლოს,ლიბერალურ ეკონომიკას და მცირე მთავობას ვქმნიდეთ,რომელიც ეკონომიკის გაძლიერებას გამოიწვევს და ადამიანები აღარ იშიმშილებენ,განვიხილავთ კადიროვს,გაბუნიას და პუტინს,თან სიცრუის ტირაჟირებით. თუ დიპლომატიურ ურთიერთობებში ვერ ერკვევით,მაშინ ზღაპრებზე წერეთ და თუ ერკვევით,მაგრამ მაინც ამას წერთ ე.ი. რუსეთუმე ბრძანდებით და ეგ უფრო ცუდია.
    2020, 21 ივნისი, 11:59
    არ შეიძლება? რატომ არ შეიძლება,კერძო პირმა,რომელიც მუშაობს კერძო ტელევიზიაში მსგავსი საქციელი ჩაიდინოს? შესაძლოა არ მოგწონდეს,მაგრამ ეს არ ნიშნავს რო არ შეუძლია. თავისუფალი სიტყვა გაგებული გექნებათ და რას ნიშნავს უნდა გაიაზროთ,მერე აღარ გექნებათ განცდა რო არ შეიძლება.ნებისმიერი რამ შეიძლება,რომელიც ძალადობას არ ეხება. საკუთარი აზრი დააფიქსირა და ამაში არც არაფერია გასაკვირი. რაც შეეხება,დიპლომატიური სკანდალს,რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთიბა 12 წელია არ გვაქვს და რა სკანდალზე საუბრობთ? ან კერძო პირის ნათქვამმა როგორ უნდა გამოიწვიოს დიპლომატიური სკანდალი? აღზრდა და განათლება გაბუნიასი საინტერესო არ არის,რადგან ეგ არც თქვენი და არც ჩემი საქმე არ არის. კალაძემ როცა თქვა "მთაწმინდაზე ადგილი გამოვათავისუფლეთ ნაციონალებისთვისო" ეს კარგი აღზრდის მანიშნებელია? არ მახსოვს რამე დაგეწერათ ამაზე. სირცხვილია,როცა ადმენი ადამიანი იკრიბება ვიღაც გაბუნიას დასასჯელად,მაშინ როცა რუსი კომუნისტი დეპუტატის ჩამობრძანება ხახვივით შერჩა მთავრობას. გაბუნიამ ის თქვა,რასაც ფიქრობდა და არაეთიკური მანდ არაფერია,ხოლო თქვენი ეს სტატია ტყუილია,რომელიც უფრო არაეთიკურია,ვიდრე პირდაპირ ეთერში გინება. ამ ქვეყანაში,სხისი თეფში თმის ძებნას,ჯობია საკუთარ თეფშს მივხედოთ. ასე ჩვენ თავსაც გამოვადგებით და ქვეყანასაც.
    წინა კომენტარების ნახვა
    0 0 10