საქართველო გაბუნიას ლიკვიდაცია 2020, 19 ივნისი, 18:44 ![]() "ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ ორშაბათს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ დაკავებული რუსი მამაკაცი, კადიროვის ბრძანებით, ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიას მკვლელობისთვის იყო გამოგზავნილი. ჟურნალისტმა შარშან სერიოზული სკანდალი გამოიწვია, როდესაც მან, პირდაპირ ეთერში, სასტიკად შეურაცხყო რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი. თუმცა, ბ-ნმა კადიროვმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბ-ნი გაბუნია მისი "მტერი" იყო, მისი მოწყობილი არ ყოფილა ეს მკვლელობა. ”მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ასრულებს მას. გიორგი გაბუნია უმჯობესია დაეცეს მუხლებზე და ითხოვოს პატიება… წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, ვიმეორებ, დარჩება ჩემს მტრად” - დასძინა მან. ქართველ ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ვინ არის გიორგი გაბუნია? სავარაუდო მკვლელობის შეთქმულების დეტალები პირველად ორშაბათს გაირკვა, მაგრამ სიუჟეტი გასული წლის ივლისით თარიღდება, როდესაც ტელე-წამყვანმა, რუსეთსა და საქართველოს შორის სკანდალი გამოიწვია. გაბუნიამ საქართველოს წამყვან, კომერციულ სატელევიზიო არხზე, პირდაპირ ეთერში ტირადა წარმოთქვა პუტინის წინააღმდეგ. მაშინვე მოეწყო საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები არხის შენობის წინ შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ის მალევე გაიყვანეს ეთერიდან, უსაფრთხოების მიზნით. რას წარმოადგენს სავარაუდო შეთქმულება? ორშაბათს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმა განაცხადეს, რომ ყალბი დოკუმენტების გამოყენების გამო დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. მისი დაპატიმრება განხორციელდა "შეკვეთილი მკვლელობის მომზადების" გამოძიების ფარგლებში, ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში არ მოიხსენიებოდა არც ჟურნალისტი და არც ბ-ნი კადიროვი, ხალხს კი სთხოვეს არ გაევრცელებინათ "ყალბი ინფორმაცია", რათა საშუალება მიეცეთ "დაადგინონ ამ საქმეში ობიექტური ჭეშმარიტება". უსაფრთხოების სამსახურებმა ასევე მოითხოვეს მეტი ინფორმაცია "ინტერპოლის არხების მეშვეობით". იმავე დღეს ბ-ნ გაბუნიას უფროსმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა ღია კავკასიის მედიას, რომ ინდივიდი ვ.ბ. რამზან კადიროვის ბრძანებით გამოგზავნეს ჟურნალისტის მკვლელობისთვის და რომ უსაფრთხოების სამსახურებმა შეიტყვეს შეთქმულება უკრაინელი ოფიციალური პირებისგან. ყოფილი ჩეჩენი სეპარატისტი, ბ-ნი კადიროვი ახლა პრეზიდენტ პუტინის ერთგული მოკავშირეა. კრიტიკოსებმა მას წარსულში რამდენიმე მკვლელობის შეთქმულება დაუკავშირეს, მაგრამ მან უარყო ნებისმიერი მონაწილეობა. უფლებადამცველი ჯგუფები მას ადანაშაულებენ ადამიანთა წამებაში, ჰომოსექსუალების დევნაში და მოწინააღმდეგეების გაუჩინარებაში. როგორც ამბობენ, ძლიერი ლიდერი სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვის საავადმყოფოში სამკურნალოდ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა, მაგრამ მოგვიანებით მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი "აბსოლუტურად ჯანმრთელია", თუმცა, მას მარჯვენა ხელზე ზონდი მოუჩანდა" - აცხადებს ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო BBC (წყარო: bbc.com). ![]() რასაკვირველია, ჩვენ ვეთანხმებით, რომ გიორგი გაბუნიას საქციელი არაპროფესიონალური და ვულგარულია, რის გამოც ის მაყურებელმა მკაცრად გააკრიტიკა და მისი არხის ხელმძღვანელმა პირდაპირ ეთერში საზოგადოებას ბოდიშიც მოუხადა. ჩვენ, მისი ქცევის შესახებ აზრი მაშინვე გამოვთქვით, დავგმეთ ჟურნალისტის არაეთიკური ქცევა და ახლაც ვთვლით, რომ მისი საქციელი მიუღებელია არაერთი პუნქტით, კერძოდ: თუმცა, მიუხედავად ზემოთქმულისა, ის, რაც გაირკვა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის შესახებ, არანაკლებ მიუღებელი და ამაზრზენია, ვიდრე მისი უხამსობა პირდაპირ ეთერში. ცნობილი გახდა, რომ ინფორმაცია მართლაც უკრაინულმა მხარემ მიაწოდა საქართველოს შესაბამის უწყებებს, მას შემდეგ, რაც იქ დააკავეს გენერალი შაითანოვი, რომელმაც აღიარა, თუ ვისგან ჰქონდა დავალებული პატრიოტი ჩეჩენის, ვინმე ადამ მუსაევის მკვლელობა და რამდენი გადაუხადეს მას ამ დავალებაში. სწორედ ასე გაირკვა გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის და ახლა უკვე დაკავებული ვასამბეკ ბოკოვის მისიის შესახებ. ამ უკანასკნელს გიორგი გაბუნიას თვალთვალი ევალებოდა, რასაც ახდენდა კიდეც ორი თვის განმავლობაში, ვიდრე სამართალდამცავებმა არ შენიშნეს და არ დააკავეს. ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვა ყველა ცივილურ სახელმწიფოში სახელმწიფოებრივი მოვალეობაა, რადგან ყოველი ცივილური სახელმწიფო მიერთებულია იმ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს. ადამიანის უნივერსალური უფლებების დაცვა კი დემოკრატიული საზოგადოების უზენაესი ვალი და პასუხისმგებლობაა. 'ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია', რომელსაც საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს წევრი, მიუერთდა და რომელიც ძალაში შევიდა 1999 წელს, I თავის II მუხლში გვამცნობს: „ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არ შეიძლება სიცოცხლის განზრახ ხელყოფა, თუ არა სიკვდილის სასჯელის აღსრულების შედეგად, რომელიც სასამართლოს განაჩენით შეეფარდა მოცემულ პირს, ისეთი დანაშულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.“ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებები, მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია კონსტიტუციით და საერთაშორისო კანონმდებლობით. ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, სადაც ჟურნალისტებს „შეცდომების“ გამო კლავენ და ეს შეცდომები განსხვავებული, კრიტიკული აზრია; ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, სადაც შეკვეთილი მკვლელობები და ტერორისტული აქტები ნორმად ითვლება, რითაც აშინებენ და ამონებენ მოსახლეობას; ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, სადაც ყველა ტელევიზია ერთნაირ „სამოთხეს“ ხატავს და ყველას სჯერა, თუ რა ბედნიერი ცხოვრება ჰქონიათ ქვეყანაში და რა საშინელებაა დანარჩენ მსოფლიოში, რომელიც თურმე მათი მოშურნე მტერია; ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, სადაც ადამიანებს თავისუფალი ნება ეზღუდებათ კრიტიკულად იაზროვნონ, ან გადართონ კრიტიკულად განწყობილ არხზე. ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს, რადგან დასავლური გზა და დემოკრატიული ღირებულებები ავირჩიეთ; ჩვენ არ ვეძებთ მტრებს, ჩვენ ვეძებთ მეგობრებს, პატივს ვცემთ მეზობლებს და ვაფასებთ იმ ისტორიული სიკეთეებს, რაც ჩვენს მეზობელ და მოძმე ერებთან გვაკავშირებდა. ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და ჩეჩნეთის პრეზიდენტის, ჯოჰარ დუდაევის ძმობის ამბავი. ჩვენ არც რუსი ხალხის სიყვარული და ურთიერთპატივისცემა გვავიწყდება; ჩვენ პატივს ვცემთ მოძმე ჩეჩენ და რუს ხალხებს, მიუხედავად ურთიერთობებში დაშვებული შეცდომებისა. საქართველოში ოდითგანვე ასე იყო, მტერს ხმლით ხვდებოდნენ, მოყვარეს კი ღვინის თასით ეგებებოდნენ; ჩვენ კავკასიური ერი ვართ და ჩვენთვის შიშზე უპირატესი ღირსებაა; ჩვენ ანტიკური ხანიდან მოვდივართ, ევროპის ნაწილი ვიყავით და ვიქნებით მუდამ, ეს ჩვენი ისტორიული წარსული, აწმყო და მომავალია. ჩვენთვის დასავლური ღირებულებები ძვირფასია, ეს ჩვენი არჩევანია. ეს ღირებულებები ჩვენს ისტორიულ, მამაპაპისეულ, ქრისტიანულ ფილოსოფიას და მსოფლმედველობას სრულად მიესადაგება. "არა კაც ჰკლა" - მეექვსე მცნება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულებაა ათი მცნებისა, ათი უმთავრესი კანონისა, რომელიც ძველი აღთქმის თანახმად თავად ღმერთმა შთააგონა ანგელოზის სახით მოსე წინასწარმეტყველს და რომელიც ქრისტიანობის პოსტულატად იქცა. ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ასწავლა - მიუტევე და მოგეტევებაო. მიუტევე უსამართლობა ადამიანს და მაშინ შენც მოგეტევება შენი ცოდვები, უცოდველი კი არავინაა ქვეყნად. აქედან გამომდინარე, ლიკვიდაციისთვის ჩვენ არც გიორგი გაბუნია გვემეტება და არც არავინ ქვეყნად. ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მრწამსი და იდეოლოგია გვკარნახობს, რომ დავიცვათ თითოეული სიცოცხლე და ასეც მოვიქცევით. ჩვენ შანსს მივცემთ მომავალს, რომელიც იმედია ყველასთვის მშვიდობიანი იქნება და თავისუფალი საფრთხეებისგან. ჩვენ ვოცნებობთ მშვიდობიან სამყაროზე და ჩვენს უსაფრთხო ადგილზე ამ სამყაროში, სადაც აღარ იქნება არც ომები, არც შუღლი, არც მტრობა, არც გაჭირვება და აღარც მკვლელი ვირუსები. ჩვენ ვცდილობთ დავიმსახუროთ ასეთი მომავალი. 354 1-ს მოსწონს |
უკვე გითხარით, რომ თქვენთან კამათს არ ვაპირებდი. ერთ რამეს კი გაგიმეორებთ - პასაჟები, რომელსაც ჩემს სტატიაში აკრიტიკებთ, არის ნათარგმნი უცხოური მედიიდან, კერძოდ ბიბისის ეკუთვნის და მთელი ეს ტექსტი გამოყოფილია ბრჭყალებით (" --- "), ბოლოში კი მითითებული აქვს წყარო. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი თქვენი პრეტენზიები ბიბისის მიმართ არის მიმართული, რამეთუ, სწორედ ისინი მოიხსენიებენ ამ ფაქტს სკანდალად. აქედან გამომდინარე, რუსეთუმედაც ბრიტანული გამოცემა მოგეჩვენათ, საერთაშორისო ურთიერთობების არცოდნაშიც ისინი დაადანაშაულეთ და ა.შ. რაც შეეხება ბილწსიტყვაობას, ჩემი პოზიცია ბიბისის პოზიციას სრულად ემთხვევა, თქვენსას კი - არა! თუმცა, მე რომც არ ვეთანხმებოდე, ბიბისი ალბათ ამას როგორმე გადაიტანდა, თქვენც ასევე, ალბათ როგორმე გადაიტანთ. გმადლობთ კომენტარებისთვის.
თუკი იცით, რომ 170000 ბავშვი შიმშილის ზღვარზეა და სხვა უსამართლობებიც გაწუხებთ, ნება მიბოძეთ კითხვა შეგიბრუნოთ, თქვენ რა გააკეთეთ, ან რას აკეთებთ ამის საწინააღმდეგოდ? ადვილია სხვას მოთხოვო, მაგრამ უფრო ძნელია საქმე თავად აკეთო! კალაძემ რა თქვა, ნაკლებად მაინტერესებს, დიდ რეზონანსს ჩემში არ იწვევს, მაგრამ, როდესაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტს ეხება საქმე - აქ ნამდვილად არის დიპლომატიური სკანდალის სუნი, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს ოკუპანტთან, ეს ნიშნავს, რომ არ მინდოდა დამეკონკრეტებინა ის, რაც დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდგომ გართულებებს ჰქვია, მაგდენს თქვენ ვერ მიხვდით, სამწუხაროდ, ნუ რას ვიზავთ, ყველას ვერ მოსთხოვ ამდენს!!!
ცხადია, თქვენგან მადლობას არ მოველი, მაგრამ ვთვლი, რომ ნამდვილად დიდი პატივია თქვენთვის ჩემგან პასუხის გაცემა, მას შემდეგ, რაც "რუსეთუმე" მიწოდეთ, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას საერთოდ არ ხართ, გასული ბრძანდებით მომსახურეობის ზონიდან, როგორც ვხვდები. იმასაც კი ვერ მიხვდით, რომ ეს სტატია სწორედ გაბუნიას დასაცავად არის დაწერილი!!!
უკაცრავად, მე არ ვარ ჩვეული უხეშობას და შეურაცხყოფას, თქვენგან განსხვავებით, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ პასუხების გაქცემა მეც კი შემიძლია, თუმცა არა დედის გინებით და ბილწსიტყვაობით, არც ბოღმით და მკვდრების საფლავებიდან ამოყრით, ლექსიკა და სულგრძელობა მრთავს ამდენის საშუალებას. სხვათაშორის, თან ისიც ვიცი, რომ სიტყვის თავისუფლებას ეს არ ნიშნავს ნამდვილად და სამწუხაროა, რომ პოსტაბჭოთა სივრცეში ბევრმა ასე გაიგო სიტყვის თავისუფლება, ანუ ახლა შეუძლია, ვისაც უნდა დედა აგინოს! რა სამწუხაროა, ასეთ სისულელეებზე და უბადრუკობაზე რომ მიწევს კომენტირება!!!
ასე, რომ კარგად გაერკვიეთ საერთაშორისო ურთიერთობებში