საზოგადოება თენგიზ ოქროპილაშვილის და „ქართული ფესვების“ ეგიდით „მზიურში“13 ივნისის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა გაიმართა 2020, 15 ივნისი, 19:35
2020 წლის 13 ივნისს „მზიურის“ პარკის განახლებული სივრცის გახსნის დღეს, მოქალაქეთა ახალი პოლიტიკური გაერთიანების, პარტია „ქართული ფესვების“ და ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, მეცენატის - თენგიზ ოქროპილაშვილის ეგიდით, ისტორიული ფოტოების გამოფენა გაიმართა, რომლის ავტორიც ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძეა და რომელიც თავისმხრივ ტრაგედიის დღიდან, ყოველი წლის 13 ივნისს „მზიურის“ ტერიტორიაზე ორგანიზებულად კრებს - ქართველ ცნობად სახეებს, ტრაგედიის დღეებში, ერთ მუშტად შეკრულ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ძალ-ღონე არ დაუშურიათ წყალდიდობის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის გაწმენდით სამუშაოებში.
ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი, ბოლომდე იყო ჩართული 2015 წლის იმ დიდი თბილისური ტრაგედიის შემდეგ, აღდგენით სამუშაოებში - ფინანსურად, მორალურად და ადამიანური რესურსით, რაც თავისთავად სიმბოლურია, იმ მხრივაც, რომ ხუთი წლის თავზე, განახლებულ „მზიურის“ პარკში მოწყობილ ფოტო-გამოფენას ზუსტადაც, რომ ქართველი ემიგრანტების მიერ შექმნილი „ქართული ფესვები“ უწევდა ორგანიზებას.
ათასობით ადამიანი, რომელიც 2020 წლის 13 ივნისს „მზიურში“ შეიკრიბა, უაღრესად ემოციური კადრების თვითმხილველი გახდა, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახი კალაძე, ანსამბლ „ივერიის“ წევრები ნუგზარ კვაშალი და ვახო ტატიშვილი, ანსამბლ „75“-ს სოლისტი ბესიკ კალანდაძე, ქართული ესტრადის ვარსკვლავი პანჩო და სხვები, ასევე საბავშვო სტუდიების და ჯგუფების ახალგაზრდა 15-16 წლის გოგო-ბიჭები. თენგიზ ოქროპილაშვილის და პარტია „ქართული ფესვების“ ხელშეწყობით და ორგანიზებით გამართული აღნიშნული ფოტო-გამოფენა, კიდევ ერთი ემოციური დღე აღმოჩნდა „მზიურში“ მყოფი ათასობით ვიზიტორისთვის. 161 2-ს მოსწონს 1-ს არა
|