საზოგადოებრივი როდის და ვისგან წარმოიშვა თანამედროვე ადამიანი? 2020, 14 ივნისი, 10:22 ჰომო ერექტუსი ანუ ამართული ადამიანი ჩამოყალიბდა 2 მილიონი წლის წინ და მან სათავე დაუდო შემდგომში არსებულ ადამიანთა ყველა რასას თუ სახეობას, როგორებიც იყვნენ ჰაილდებერგელი ადამიანს, ნეანდერტალელი ადამიანი და თანამედროვე ადამიანი. თუ როდის გამოეყვნენ ზემოთ ნახსენები ადამიანური მოდგმები ერთმანეთს ამის შესახებ გენეტიკური კვლევა ჩატარებული იქნა მაქს პლანკის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა იოჰანეს კრაუზე და სვანტე პეებო მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტიდან, რომელიც მდებარეობს ლაიფციგში, გერმანია. დენოსიველი ადამიანის მიტოქონდრიული დნმ თანამედროვე ადამიანისაგან განსხვავდება 385 ნუკლეოტიდური ფუძისგან (სულ 16, 500 ფუძეა დაახლოებით), ხოლო თანამედროვე ადამიანებისა და ნეანდერტალელთა ერთმანეთისგან განსხვავებული მიტოქონდრიული ფუძეების რაოდენობა შეადგენს მხოლოდ 202-ს. შედარებისთვის თანამედროვე ადამიანებსა და შიმპანზეებს განსხვავებულ მიტოქონდრიულ ფუძეთა რაოდენობა აქვთ 1462. ამ კვლევამ დაადასტურა, რომ დენისოველი ადამიანების მიტოქონდრიული დნმ გამოეყო თანამედროვე ადამიანებისა და ნეანდერტალელების საერთო წინაპრებს 1, 313, 500 - 779, 300 წლის წინ. ხოლო რაც შეეხება თანამედროვე ადამიანებისა და ნეადერტალელთა მიტოქონდრიულ დნმ-ს, ისინი გაიყვნენ 618, 000 - 321, 200 წლის წინ. კრაუზემ და მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ დენისოველები იყვნენ აფრიკიდან ევრაზიაში გადმოსული ამართული ადამიანების ანუ ჰომო ერექტუსების უფრო ადრეული შთამომავალი სახეობა-რასა, ვიდრე ჰაიდელბერგელები, ნეანდერტალელები ან თანამედროვე ადამიანები. რაც შეეხება ბირთვული დნმ-ის კვლევას, ამ კვლევამ შედარებით ოდნავ სხვანაირი შედეგები აჩვენა, კერძოდ ის, რომ ნეადერტალელები და დენისოველები გენეტიკურად შედარებით უფრო ახლობლები იყვნენ ერთმანეთისათვის, ვიდრე ნეანდერტალელები და თანამედროვე ადამიანები. დენისოველებისა და ნეანდერტალელების საერთო წინაპრები გამოეყვნენ თანამედროვე ადამიანების წინაპრებს 804, 000 წლის წინ. თავად დენისოველების და ნეანდერტალელების წინაპრები კი ერთმანეთს გამოეყვნენ 754, 000 - 616, 000 წლის წინ. ჰაიდელბერგელი ადამიანი მიიჩნევა დენისოველების და ნეანდერტალელების პირდაპირ წინაპრად, სწორედ ის მიიჩნევა ასევე თანამედროვე ადამიანების პირდაპირ წინაპრად, ჰაიდელბერგელი ადამიანი წარმოიშვა 700, 000 წლის წინ (ამართული ადამიანისგან ანუ ჰომო ერექტუსისგან). იხილეთ წყარო. კრებულები:1. ქართველური ტომები 2. ქართული სახელმწიფოები 3. კავკასიური კულტურები 4. საქართველო 5. საქართველო (ნაწილი მეორე) 6. რელიგია 7. პარანორმალი 8. სხვადასხვა 9. მეცნიერება 10. მეცნიერება (ნაწილი მეორე) 11. ქართული მითოლოგია ავტორი: თორნიკე ფხალაძე399 1-ს მოსწონს
|